როგორ მოატყუა "კრისტალის" თანამშრომელმა ოზურგეთელი მეწარმე

სამართალი

როგორ მოატყუა "კრისტალის" თანამშრომელმა ოზურგეთელი მეწარმე

2012 იან 30 06:37:53
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეტად უცნაური ამბავი მოხდა _ საქმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალს" და ოზურგეთელ მეწარმეს, მანანა ბურჭულაძეს ეხება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "კრისტალის" უკვე ყოფილი თანამშრომელი გ. ძ. მანანა ბურჭულაძისგან ხუთი თვის განმავლობაში მის მაგივრად, დაგვიანებით იხდიდა სესხს. თუ რა მოხდა და რა პრობლემებში გაეხვია ქალბატონი, ამის შესახებ იგი თავად "გურია ნიუსთან" საუბრობს.

_ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ამას რამდენიმე დღის წინ დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დაერთო _ მას არასწორად მიუტანეს ამბავი ჩემი ვალების შესახებ და გულის შეტევა მოუვიდა.

როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, მაღაზია წლების წინ, სესხის აღების შემდეგ გახსნა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა: _ მას შემდეგ, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" არსებობს ოზურგეთში, მისი მომხმარებელი ვარ. არც ერთხელ არ მქონია გადაცილება და ორგანიზაციაც ყოველთვის მაფინანსებდა მაღალი სესხით. მეც კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ეს ამბავი არ მოხდა: ბოლო თვეებში ჩემთან სამსახურში (მაღაზიაში) მოდიოდა კრედიტ-ოფიცერი და ხელზე მიჰქონდა ჩემ მიერ კრედიტის დასაფარავი თანხა წინასწარ, ვადაზე 3-4 დღით ადრე. იგი დანიშნულ დღეს მითანხმდებოდა და 12 საათისთვის მიჰქონდა თანხა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ბანკში მას ჰქონდა ხაზი, რომლიდანაც შეუფერხებლად გადააგზავნიდა თანხას საჭირო ანგარიშზე, რათა მე ზედმეტი დრო არ დამეხარჯა ბანკში რიგში დგომით. ერთხელ ისიც მითხრა, რომ კომპიუტერმა ადრე დაგიდგინა გადასახდელად თანხაო. მეც ვენდობოდი და ვაძლევდი ფულს ვადაზე ადრე, წინსწრებით. სწორედ ამ პიროვნებისგან მივიღე შემოთავაზება, რომ სანამ "კრისტალისგან" ავიღებდი ახალ სესხს, მანამ კერძო პირისგან მესესხებინა ჩემთვის საჭირო თანხა, რომლითაც ბიზნესის გაფართოვებას ვგეგმავდი. ის ამის შემდეგ მხოლოდ დაპირებებით იფარგლებოდა. ხან მეუბნებოდა, მაწინაურებენო, ხან სხვა ბანკში გადავდივარ სამუშაოდო, რის შემდეგაც აუცილებლად მომცემდა სესხს. ამდენი დაპირებების შემდეგ ავდექი და მოვითხოვე ახალი დაფინანსება "კრისტალიდან". მოვიდა "კრისტალის" ექსპერტი, რომელმაც აღწერა ჩემი საქმიანობა და მითხრა, მე გავაკეთებ განაცხადს, მაგრამ არ მგონია, სათაო ოფისმა მოგვცეს თანხმობა, ვინაიდან ბოლო შეტანები ვადაგადაცილებით გაქვს გაკეთებულიო. როგორც გავარკვიე, ჩემ მიერ კრედიტ-ოფიცერისთვის მიცემული თანხა მას დროზე არ შეჰქონდა ბანკში, ჯარიმებსაც დაგვიანებაზე, როგორც ჩანს, თვითონ იხდიდა, ვინაიდან რაიმე შეხსენება, ან გაფრთხილება "კრისტალიდან" ჩემ მიერ ვალის გადახდის გადაცილებაზე არასდროს მიმიღია. ამიტომ დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ ბანკის მომსახურების დანიშნულებით მიცემულ თანხას "კრისტალის" ოფისის ხელმძღვანელი თვითონ მოიხმარდა საკუთარი მიზნებისთვის, რითაც გამიფუჭა საკრედიტო ისტორია და როგორც ბანკის მომხმარებელი, დამაყენა დაკვირვების ქვეშ, რამაც აღძრა ბანკის (თუ ბანკების) ეჭვი ჩემ წინააღმდეგ, როგორც არასაიმედო გადამხდელის შესახებ. ყოველივე ამით ყოვნდება ჩემთვის ახალი დაფინანსების მიღება "კრისტალიდან" და არა მარტო ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან.

_ როცა დაგვიანებით შედიოდა გადასახადი, ამის გამო არავინ მოსულა თქვენთან და არავის არაფერი უთქვამს?

_ ხუთი თვე ამ კაცმა ისე მართა ჩემი ფული და სხვისი, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ბანკის წარმომადგენელი თვითონ იყო და არანაირი ეჭვი არ გამჩენია, ქვითარი რად მინდოდა, მთავარი იყო, ფული მიჰქონდა და მე არავინ არ მაწუხებდა. როდესაც ყველაფერი გავიგე და ბოლო მონაცემები ადვოკატს გავაცანი, მან მითხრა, რომ საქმე კრიმინალთან გვქონდა. მე და ჩემმა ადვოკატმა პატარა ექსპერიმენტიც კი ჩავატარეთ _ როდესაც უკვე გ. ძ.-სთან აღარ გვქონდა საქმე, ფულის შეტანა დაგვიანებით გადავწყვიტეთ. თანხის შეტანის დღეს დადგა მთელი "კრისტალი" ფეხზე, უცებ ჩემს თავდებსაც დაუკავშირდნენ და ატყდა ერთი ამბავი _ 15 დოლარი გადამახდევინეს ორ დღეში ჯარიმის სახით მაშინ, როცა გ. ძ.-ს მთელი თვის დაგვიანებაზე 20 დოლარი აქვს გადახდილი. ჩემის აზრით, გარიგებაში იყვნენ ის და მისი ორგანიზაცია. ამას თავად ეს ადამიანიც ამბობდა ჩემთან საუბარში. როცა "კრისტალში" მითხრეს, დაკვირვების ობიექტი ხართო, მაშინ კი გავცეცხლდი _ დიდი ხანია, მათი კლიენტი ვარ და ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, მათ თანამშრომელს რომ არ აერია ყველაფერი.

რომელ ბანკშიც არ მივედი, ყველგან ბოლო ამონაწერი მომთხოვეს და არავინ მაძლევს ფულს, "კრისტალიც" უარს მეუბნება და არ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. რამდენიმე დღის წინ მათგან მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ მე ვიყავი კარგი გადამხდელი და ყველაფერი "კრისტალის" თანამშრომლის ბრალია. მათ მიერ მოწერილი წერილიდან გამოვიდა, რომ ამ ბიჭის გამო აღებული ვალი მე უნდა ვიხადო და ჩემი ბიზნესი ჩავარდა, დგას ქონების დაკარგვის საშიშროებაც. ვფიქრობ, რომ გ. ძ. საქართველოდან გააპარეს, რადგან კარგად იციან, რომ არ გავჩერდები და ბოლომდე მივიყვან საქმეს, _ გვითხრა "გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებაში მოსულმა მანანა ბურჭულაძემ.

როგორც ქალბატონი მანანა აღნიშნავს, მან გასული წლის 10 ნოემბერს "კრისტალის" სათაო ოფისში "ცხელ ხაზზე" დარეკა: _ ქალბატონი სოფოს სახელით გამეცნო. მას ავუხსენი სიტუაცია. ცოტა ხანში დამელაპარაკა ვინმე გოჩა, რომელმაც მითხრა, განვიხილავთ თქვენს საქმეს იმასთან დაკავშირებით, რომ რესტრუქტურიზაციისთვის მიგიმართავთ ფოთის ოფისისთვისო. ფოთის ოფისს მივმართე დახმარებისთვის სესხის მიღების თაობაზე და არა როგორც ვალის ვერგადამხდელმა კლიენტმა, რომელიც რესტრუქტურიზაციით კიდევ ერთ შავ ფურცელს წერს თავის საკრედიტო ისტორიაში. რესტრუქტურიზაცია ბანკის იდეა იყო და არა _ ჩემი. ფოთის ოფისის მენეჯერმა მითხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფინანსები და ვერ დაგეხმარებითო, _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ამ ამბავს მანანა ბურჭულაძის ოჯახისთვის ტრაგიკული ფაქტი დაემატა: _ ერთ დღეს დედაჩემის სახლში მივიდნენ "კრისტალის" წარმომადგენლები. ეს ის პერიოდია, როდესაც გ. ძ. ჯერ კიდევ ოზურგეთში იმყოფებოდა და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იყო დასაქმებული. ისინი ეახლნენ დედაჩემს, 79 წლის ჟულიეტა ბურჭულაძეს და დაიწყეს მისი სახლის აღწერა-შემოწმება (ცნობისთვის, ეს სახლი "კრისტალს" ჩემი სესხის უზრუნველსაყოფად აქვს ჩადებული). ამის გამო, დედაჩემს გულის შეტევა დაემართა და ორ კვირაში გარდაიცვალა. მას უთხრეს, რომ სახლს გაყიდდნენ და ვალს ამოიღებდნენ, რაც დედაჩემისთვის შოკისმომგვრელი და სასიკვდილო ინფორმაცია აღმოჩნდა.

"გურია ნიუსი" "კრისტალის" წარმომადგენლებს დაუკავშირდა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს ნიკოლოზ გეგეშიძეს ესაუბრა.

_ ბატონო ნიკოლოზ, გ. ძ.-ს, რომელიც სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ოზურგეთის ოფისის კრედიტ-ოფიცერი იყო, ჰქონდა თუ არა უფლება, კერძო გარიგებაში შესულიყო კლიენტთან?

_ გ. ძ. იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალთან", შესაბამისად, ის მესამე პირებთან (კლიენტებთან) ურთიერთობაში შედიოდა, როგორც კომპანიის თანამშრომელი და ვალდებული იყო დაეცვა სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული პირობები, რომელშიც კატეგორიულად არ შედიოდა კლიენტებთან კერძო გარიგებაში შესვლა კომპანიის სახელით.

_ როგორც მანანა ბურჭულაძე ამბობს, გ .ძ. მას ხუთი თვის მანძილზე ართმევდა სესხის მომსახურების დაფარვის მიზნით თანხას.

_ 2011 წლის 21 ოქტომბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა გ. ძ.-სთან. შრომითი ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი იყო იურიდიული განყოფილების და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნები.

_ როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, თქვენს თანამშრომელს ეს თანხა დაგვიანებით შეჰქონდა სავალდებულო ანგარიშზე, რაც ბურჭულაძისთვის გვიან გახდა ცნობილი. თანხების დაგვიანებით გადმორიცხვებს არ აკონტროლებთ?

_ მანანა ბურჭულაძე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი (მის მიერ ვალდებულება დროულად სრულდებოდა, სულ მისი საკრედიტო ისტორიის განმავლობაში დაფიქსირებულია 2 -3 ვადაგადაცილება) კომპანიისთვის მუდმივი მონიტორინგის სუბიექტს არ წარმოადგენდა. მსესხებლის მიერ დაფიქსირებული პირველივე პრეტენზიისას, რეაგირება კომპანიის მხრიდან იყო მყისიერი და ადეკვატური.

_ მანანა ბურჭულაძისთვის ეს მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მას დამატებით უნდოდა "კრისტალისგან" სესხის მიღება და მოითხოვა ამონაწერი ბანკიდან.

_ მანანა ბურჭულაძეს ჩვენ ერთხელ უკვე დავუდასტურეთ, რომ მისი გადახდების ისტორია 2011 წლის ბოლომდე, სესხის დამატებით აღების ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა.

_ გ. ძ.-მ მას უთხრა, რომ კერძო პირისგან სესხად აეღო მისთვის საჭირო თანხა და შემდეგ ის მოახდენდა "კრისტალისგან" ახალი კრედიტის აღებას, რაც მან ვერ შეძლო.

_ კომპანიაში არ არის დაფიქსირებული არც ერთი წერილობითი მოთხოვნა დამატებით სესხის აღებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მანანა ბურჭულაძე "კრისტალისგან" სესხს ითხოვდა, მას ეს წერილობითი განაცხადით უნდა გაეკეთებინა, როგორც ყველა სხვა მსესხებელს. მით უმეტეს, თუ ის დამატებით ვალდებულებას იღებდა საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, ეს მოეხდინა მხოლოდ "კრისტალის" ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში.

_ რა მოტივით უთხარით მანანა ბურჭულაძეს უარი ახალ კრედიტზე?

_ აღნიშნული საკრედიტო რისკების გადაწყვეტილება შეიცავს კლიენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას (შემოსავლების და გასავლების შესახებ). შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაცემის უფლება კომპანიას აქვს თავად კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში (ან მისი წარმომადგენლის, თუ მას ნოტარიულად აქვს დამტკიცებული ეს უფლებამოსილება). დანამდვილებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უარის მიზეზი არ იყო მისი და გ. ძ.-ს ურთიერთობით გამოწვეული გადაცდომები.

_ რატომ დატოვა "კრისტალი" გ.ძ.-მ? მან საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუ ის თქვენმა ორგანიზაციამ გაათავისუფლა?

_ მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა პირადი განცხადებისა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის, "ე" პუნქტის თანახმად (ურთიერთშეთანხმება), იურიდიული განყოფილების და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნების საფუძველზე.




 ახალი ამბები
  • "რთულია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს და გადადარებას ელოდო"მელი თურმანიძე 14 წელია იტალიაში, მილანში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. როგორც მელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, იტალიაში ჩასვლისას უფროსი ვაჟს 4 წელი არ ჰქოდა შესრულებული, უმცროსი კი იქ შეეძინათ. _ რა მდგომარეობა არის ამ ეტაპზე იტალიაში? _ მდგომარეობა კრიტიკულია. ლომპარდიის რეგიონი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია იტალიის ტერიტორიაზე და ჩვენ ამ ეპიცენტრში ვიმყოფებით.  სერიოზული სისწრაფით იმატებს დაავადებულთა რაოდენობა. დღეს ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვქონდა (ინტერვიუ ჩაწერილია 28 მარტს). რთულია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს და გადადარებას ელოდო. _  მელი, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მდგომარეობაში არიან ქართველი ემიგრანტები? _ საერთო პრობლემა ყველას ერთნაირად ეხება, განურჩევლად ეროვნებისა ან  სოციალური მდგომარეობისა. საჭიროების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველას ექნება ერთნაირი დახმარება, მიუხედავად იმისა, იტალიის მოქალაქეა, თუ ემიგრანტი, ლეგალურად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ არა!  მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წესის გათვალისწინება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს და მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ არ აღმოვჩნდეთ საავადმყოფოში. რთული წარმოსადგენი არაა, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გვარწმუნებენ, ჯერ კიდევ მართვადია მდგომარეობა, მაინც არაა რთული წარმოსადგენი, რა პირობებში უწევთ მუშაობა ათასობით ადამიანის გადასარჩენად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბევრი ქართველი ემიგრანტი სამუშაოდან დაითხოვეს, რამდენად სიმართლეა არ ვიცი, რადგან საპირისირო ცნობები მაქვს. ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რომელიც მომვლელად ცხოვრობს, ისე უწევს კარანტინში ყოფნა, როგორც  ყველას. ისინი აღარ გამოდიან დღისით გარეთ, ვეღარ იყენებენ თავისუფალ ორ საათს და კვირა დღესაც ატარებენ ოჯახში. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც საათობით მუშაობდნენ ოჯახებში,  დათხოვნილები არიან დროებით, როგორც  ყველა და როგორც კი აღდგება ნორმალური მდგომარეობა, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს. მართალია უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანების ყოფა უფრო რთულია, მაგრამ ყოველ ქალაქში არის ქართული სათვისტომოები და ზრუნავენ მათზე მაქსიმალურად. ჩვენს ქალაქში,- მილანში არის “მილანის ქართული სამრევლო“, ჩვენი წინამძღვარი მამა კირიონ მაჩაიძე აკეთებს შესაძლებელზე მეტს.  არსებობენ  ქართველი ოჯახები, რომლებიც უსასყიდლოდ სთავაზობენ უსახლკაროდ დარჩენილ თანამემამულეებს თავშესაფარს. რამდენადაც ვიცით, მამა კირიონმა,  საქართველოში წამოსვლის მსურველთა მოთხოვნით საელჩოსაც მიმართა, მაგრამ   ახლა რთული დრო უდგას მთელს მსოფლიოს და  სამწუხაროდ იოლი არაფერია.   _იტალიის ხელისუფლება გეხმარებათ თუ არა?  _ ბონუსები, რომლებიც გამოიყო ხალხის დასახმარებლად, გავრცელდა  ლეგალურად მომუშავე ემიგრანტებზეც.  ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად  მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს შემუშავებული კანონები იპოთეკურ სესხებზე, ელექტრო ენერგიისა, თუ გაზის მოხმარების  საფასურებზე. ჯანდაცვის სისტემისთვის კი, როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელობა არ აქვს ავადმყოფის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. იტალია თანაბრად ზრუნავს ნებისმიერ დედამიწელზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება. _  თუ გაქვთ იტალიის საელჩოსთან კონტაქტი  და რამდენად ხშირად მიმართავთ მათ? _ მე პირადად არ მაქვს საელჩოსთან კავშირი, დამოუკიდებლად ვახერხებ მოვიგვარო პრობლემები და ვთვლი, რომ არ უნდა შევაწუხო, თუმცა საჭირო დროს მეიმედება.   ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტია, ვინც არ იცის იტალიური, არ იცის როგორ მოიქცეს, ამიტომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საელჩო აქტიურად ეხმარება მათ. ხშირად ვრცელდება  საელჩოსთან დასაკავშირებელი ნომრები და თხოვნა, რომ დაავადების შემთხვევაში სასწრაფოდ მივმართოთ საელჩოს, ისინი შუამდგომლობენ საავადმყოფოებთან. სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოცხადებულმა კარანტინმა, ბევრი უსაბუთოდ და შავად მომუშავე ადამიანი დატოვა სარჩოს გარეშე, რასაც მათი ქუჩაში გამოსვლა მოყვება ალბათ, აქა იქ უკვე გამოჩნდნენ და დიდი სიფრთხილე გვმართებს. მიუხედავად კარანტინისა, ბევრი ჩვენგანი იძულებულია გარეთ გავიდეს. ჩემი მეუღლე, ჩემი და მუშაობენ, ისე როგორც ბევრი სხვა ადამიანი. მომვლელებს უწევთ გამოსვლა, სხვაგან თუ არა, აფთიაქში მაინც. მეც მიწევს ყოველდღიურად გასვლა, რომ მოვიკითხო ორი მოხუცი, რომელთაც გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ, ისინი მეუბნებიან რა სჭირდებათ  და მე მათთვის მიმაქვს.  სწორედ მათგან მომავალს თავს დამესხა ახალგაზრდა მამაკაცი, თანხისა და ტელეფონის წართმევის მუქარით, ტელეფონი ხელში მეჭირა, მაგრამ არ მივეცი, მან კი შეშინების  მიზნით ქურთუკში  შემალული დიდი სამზარეულოს დანა ამოიღო და დამემუქრა, საბედნიეროდ ჩემს ყვირილს გამოეხმაურნენ ადამიანები სახლებიდან, უყვიროდნენ, თუ არ შეეშვები პოლიციას გამოვიძახებთო, შეშინდა და გაიქცა. გუშინვე საჩივარი შევიტანეთ პოლიციაში. აღმოჩნდა, რომ დღის განმავლობაში ჩემს გარდა ორ ქალს შეეტანა საჩივარი იგივე  აღწერილობის ადამიანზე. პოლიცია აქტიურად იძიებს საქმეს,  ჩვენს ტერიტორიაზე მოიმატა პოლიციის მანქანების პატრულირებამ.  მართალია, ადგილობრივი პოლიცია აქტიურად მოძრაობს ქუჩებში, მაგრამ საშიშროება მუდამ არსებობს და თუ კარანტინი დიდხანს გაგრძელდება, საშიშროებაც იმატებს. ძალიან მადარდებს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც ასე მძიმე პერიოდშიც კი იძულებულები არიან გამოვიდნენ სახლებიდან და სამუშაოზე წავიდნენ. მათზე არავინ საუბრობს, ისინი ყოველთვის ჩრდილში დგანან, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბევრი ფაბრიკა და დაწესებულება, რომელიც ვერ დაიკეტა ქვეყნის კეთილდღეობის მიზნით, როგორც კონტი ამბობს, ამ ადამიანების ზურგზე მუშაობს. სწორედ ამ ადამიანებზე ხმის მიწვდენის მიზნით გავავრცელე ინფორმაცია სოციალურ ... ...
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...