პროკურატურასთან გარიგებულნი


სამართალი

პროკურატურასთან გარიგებულნი

1 თებ. 2012, 06:39:18
ევროსასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის გიორგი ჩემიას მიერ გამოტანილ კიდევ ერთ უკანონო გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში _ "ევროპის სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო ჴ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი ჴ ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ საქმეში", მიუხედავად, მოსამართლე ჩემიას საქართველოს სახელით დღემდე გამოაქვს გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, გირგვლიანის საქმის განხილვის შემდეგ, ის დააწინაურა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანა...

მერაბ ძირკვაძის საქმე 2011 წლის დეკემბერში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი იქნა და მას, სხვა 86 პირთან ერთად, "პოლიტპატიმრის" სტატუსი მიეცა.

ეკომიგრანტი ძირკვაძე და მისი ოჯახის წევრები, მძიმე ბუნებრივი პირობების გამო, იძულებულები გახდნენ აჭარიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში გადმოსახლებულიყვნენ. მოგვიანებით, ის ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა და მისი დევნაც აქედან დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ანგარიშსწორების მიზნით, ჯერ ბინიდან გამოასახლა მისი ოჯახი, იმ მოტივით, თითქოს ფართი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული, მაშინ, როდესაც თავად ბინის მესაკუთრე არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამდა. ამის შემდეგ კი ის დოკუმენტების გაყალბებასა და მითვისებაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.

2008 წლის თებერვალში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო კავშირი "წინწყარო 2008", რომლის თავმჯდომარედ ძირკვაძე აირჩიეს.

2008 წლის ზაფხულში ამერიკული ორგანიზაცია "ქეას", ორგანიზაცია "წინწყაროს" და ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ჩატარდა რაიონის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია "ქეას" მიერ, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან და სათემო კავშირიდან _ სულ 27 544 ლარის ოდენობით, გარდა ამისა, დამატებითი ხარჯებისთვის მუნიციპალიტეტმა გამოყო 6 400 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულების შემდეგ, ჩაიბარა ორგანიზაციას "ქეამ", რომელსაც არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს არასამთავრობო ორგანიზაცია "წინწყაროს" მისამართით და აღნიშნული პროექტი წარმატებულად იქნა მიჩნეული. თავად ძირკვაძეს, პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, ხელფასიც კი არ ჰქონდა განსაზღვრული _ ის მხოლოდ პირადი ენთუზიაზმით საქმიანობდა იმ მიზნით, რომ სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფაში დახმარებოდა.

2009 წლის 8 ივნისს, ანუ ერთი წლის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფელ წინწყაროს მოსახლეობამ (ვინაობა გაურკვეველია) წერილით მიმართა და აცნობა, რომ "ქეას" მიერ ჩატარებული სამუშაოები იყო უხარისხო, რის გამოც სოფელში შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა და დამატებით ითხოვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა მილების შესაძენად. წერილიდან არ ირკვეოდა საჩივრის ავტორთა ვინაობა, წერილის ბოლოს არსებული ხელმოწერებიც გაურკვეველი იყო.

2009 წლის 9 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო წინასწარი ძიება სოფელ წინწყაროს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ წერილში ძირკვაძის მიმართ არავინ არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა, ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს ყალბი დოკუმენტების დამზადებაში და სხვისი ნივთის მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2009 წლის 31 ოქტომბერს, მერაბ ძირკვაძე პასუხისგებაში მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირკვაძეს უკვე დევნიდნენ პოლიტიკური მოტივით, მოხდა უცნაური ამბავი _ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ, 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით, ძირკვაძე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებას _ დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

პროკურატურამ განმცხადებლის მიმართ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გამტყუნება მთლიანად წარდგენილ ორივე ბრალდებაში.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა ძირკვაძისა და პროკურორის სააპელაციო საჩივრები, მაგრამ სხდომაზე მხოლოდ ერთი სპეციალისტი _ გიორგი ყაფლანიშვილი დაიკითხა. სასამართლოს არ დაუკითხავს პირველ ინსტანციაში დაკითხული მოწმეები და ექსპერტი, არ გამოუკვლევია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

მანანა კობახიძე, ადვოკატი: "რეალურად, ძირკვაძე იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან 9 ივნისს ის აპირებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პიკეტირებას. 10 ივნისს, მის მიმართ საქმე აღიძრა უსუსური ბრალდებებით. ბრალდებაში მითითებულია, რომ სამუშაოები ეხებოდა შიდა ქსელების რეაბილიტაციას, მაშინ, როდესაც მას ხელიც არ უხლია შიდა ქსელების რეაბილიტაციისთვის _ "წინწყარომ" ჩაატარა ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია 1500 მეტრიან მონაკვეთზე, და არა შიდა ქსელებზე. ასევე, გამოძიების მხრიდან არ იყო გადამოწმებული ძირკვაძის მიერ წინასწარ ძიებაში მიცემული ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ზებური ჩოგაძესთან ოჯახში ნამდვილად ინახებოდა ლინოლეუმი და მინა. პროკურატურამ დანაკლისში ჩათვალა ის ხარჯები, რაც განმცხადებელს საკუთარი სახსრებით ჰქონდა გაკეთებული. გარდა ამისა, ბეჟან ძირკვაძე პროკურორმა დაკითხა მანქანაში (რაც პროკურორმა არ უარყო პირველ ინსტანციაში სასამართლოს სხდომაზე). არ იყო გამორიცხული, რომ მასზე მოხდა ზეწოლა. მოწმე ყაზაგბაი მუსაევი გამომძიებელს ხელმოკიდებული დაჰყავდა, ხოლო ექსპერტმა ბარბაქაძემ კი ძირკვაძეს თავად უთხრა, რომ მას "დავალებული ჰქონდა გამოძიებისგან და რა ექნა?"

2010 წლის 28 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც ძირკვაძის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა _ იგი სააპელაციო სასამართლომ ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. საქმე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ ერთპიროვნულად განიხილა.

ძირკვაძემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

2011 წლის 22 ივლისს, მაშინ, როდესაც საქმე უკვე 5 თვის გადაგზავნილი იყო უზენაეს სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ, 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შეიტანა შესწორება. მოსამართლემ მიუთითა, რომ აღნიშნული ხარვეზი იყო ტექნიკური ხასიათის და მისი აღმოფხვრა გავლენას არ მოახდენდა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციაზე. ასეც რომ ყოფილიყო, როგორ ჩაასწორა საქმეში ხარვეზი ისე, როცა საქმის მასალები არ ჰქონდა? საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ საქმე უზენაესი სასამართლოდან უკან გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში. ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ უზენაესმა სასამართლომ, მას შემდეგ, რაც 2011 წლის ივლისში დაიწყო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა, აღმოაჩინა რა მითითებული უზუსტობა, თავისი ინიციატივით დაეხმარა მოსამართლე ჩემიას გამოესწორებინა შეცდომა.

2011 წლის 27 ივლისის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საქმე დაუშვებლად ცნეს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

პოლიტპატიმრის საქმის მასალები ევროსასამართლოში გაიგზავნა, სადაც გიორგი ჩემიას უკანონო გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

მანანა კობახიძე: "განმცხადებლის მიმართ ადგილი აქვს ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, კერძოდ, მის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი იყო დაუსაბუთებელი. განმცხადებელი იმთავითვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკური მოტივებით, მაშინ, როდესაც არ არსებობდა მის მიმართ ბრალდების წაყენების კანონიერი საფუძველი.

ძიება, ფაქტობრივად, დაიწყო ანონიმური წერილის საფუძველზე, სადაც უშუალოდ განმცხადებლის მიმართ არავითარი პრეტენზია არ იყო გამოთქმული. მითითებული იყო მხოლოდ ორგანიზაცია "ქეას" მიერ სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებაზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არც კი გაურკვევია, თუ ვინ იყვნენ განცხადების ავტორები, უფრო მეტიც, დაუდგენელ პირთა წერილი საერთოდ არ უნდა დაერეგისტრირებინა მუნიციპალიტეტის კანცელარიას, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოში მოქმედი "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" შესაბამისად, არ შეიძლება დაიწყოს ანონიმური განცხადების საფუძველზე. გარდა ამისა, ე.წ. განცხადება მუნიციპალიტეტში შევიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალსადენი გამართულად მუშაობდა და მოსახლეობას ამის შესახებ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს. მიუხედავად განცხადების უსაფუძვლობისა და ანონიმურობისა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იგი გადაუგზავნა ფინანსურ პოლიციას. სწორედ აღნიშნულიდან დგინდება, რომ ძირკვაძის მიმართ ხელისუფლებას გააჩნდა გარკვეული დაინტერესება, რაც განპირობებული იყო მისი ოპოზიციური განწყობებით და შესაბამისი აქტივობებით".

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე ჩემიამ სრულყოფილი სასამართლო გამოძიება არ ჩაატარა. არ მომხდარა სასამართლოს მიერ არც დაცვის, არც ბრალდების მოწმეების, არც ექსპერტის დაკითხვა, არ გამოკვლეულა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ დაკითხა სპეციალისტი და დაეყრდნო მის დასკვნას, რომელიც წინააღმდეგობაში იყო საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებთან და ექსპერტის ჩვენებებთან.

მანანა კობახიძე: "სააპელაციო სასამართლოს, სპეციალისტის დაკითხვის შემდეგ, აუცილებლად ხელმეორედ უნდა დაეკითხა ექსპერტიც და მოწმეებიც, რათა სასამართლო გამოძიება ყოფილიყო სრულყოფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო სასამართლოს ძირკვაძის საუარესოდ შეეცვალა გამამართლებელი განაჩენი. მოსამართლე ჩემიამ პირდაპირ გადმოწერა პროკურორის სააპელაციო საჩივარი მის მიერ გამოტანილ განაჩენში, მთლიანად გაიზიარა პროკურორის პოზიცია ისე, რომ არ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ დაეთანხმებოდა პირველი ინსტანციის მოსამართლის პოზიციას განმცხადებლის გამართლების თაობაზე. მოსამართლე ჩემია იმდენად ზერელედ მოქმედებდა, რომ პროკურორის მიერ დაშვებული შეცდომაც ავტომატურად გადმოიტანა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. პროკურორმა შეცდომით მოითხოვა განმცხადებლის მიმართ დამატებით სასჯელად თანამდებობის დაკავების უფლების 3 წლით ჩამორთმევა, მაშინ, როდესაც განმცხადებელი არ იყო თანამდებობის პირი. მოსამართლემ მხოლოდ 5 თვის შემდეგ გაასწორა აღნიშნული შეცდომა განაჩენში. აღნიშნული მეტყველებს მოსამართლის ზერელე მიდგომაზე განმცხადებლის საქმისადმი და პროკურატურის პოზიციების უაპელაციოდ, ავტომატურად გაზიარებაზე."

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უზენაესმა სასამართლომ ერთსა და იმავე დღეს, 2011 წლის 27 ივლისს, განიხილა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, იმსჯელა მის დასაშვებობაზეც და მიიღო განჩინება დაუშვებლად ცნობაზე. საქმის მასალების მოცულობის მიხედვით კი, სასამართლო ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოახერხებდა შეესწავლა, განეხილა და გადაეწყვიტა თუნდაც საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლო ზერელედ მიუდგა საქმეს და ისე ცნო დაუშვებლად საჩივარი, რომ მასალებს სრულყოფილად არც კი გასცნობია.

მანანა კობახიძე: "მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი და მთლიანად შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე განმცხადებლის მიმართ, ასევე, შეეძლო, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაებრუნებინა სააპელაციო სასამართლოსთვის შესაბამისი მითითებებით. სასამართლომ კი საჩივარი საერთოდ დაუშვებლად ცნო და საქმე არ განიხილა. უზენაესი სასამართლოს მიერ განმცხადებლის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობამ მაშინ, როდესაც არსებობდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განაჩენი, განმცხადებლის მიმართ გამოიწვია კონვენციის 6.1 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. საქმის მასალები უკვე გაიგზავნა ევროსასამართლოში".




 ახალი ამბები
  • ბაღდათში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინესბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქეებს  ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. „ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებსსაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ხელშეწყობით, კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკის მხრიდან 300,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გაიცა. საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი მომხმარებელს ახლა უკვე საბავშვო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს. „Lucky Step“-ს ბაზარზე მისი მაღალი ხარისხი გამოარჩევს. პროდუქცია იმპორტირებულია ევროპიდან და ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ამასთან, კომპანია  მომხმარებელს პროდუქციის განვადებით ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.  ამჟამად „Lucky Step”- ის ყოველდღიურ საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. კომპანია სამომავლოდ კი საკუთარი საწარმოს გახსნასა და საკუთარი ხაზის ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს. “საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ბიზნესის ხელშეწყობასა და წახალისებას. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია “Lucky Step”-ს  შეთავაზებულ პროდუქციას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. მოხარული ვართ, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, კონკრეტულად კი საკუთარი საწარმოს გახსნისა და ფეხსაცმლის წარმოებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • მაია ცქიტიშვილი _ "ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს"ჩვენს ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და მის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია რევოლუციურ სცენარზე და აფეთქებაზე საუბარი. მისი თქმით, ხელისუფლების ყოველდღიური ამოცანა არის, მართოს პანდემიაც და ეკონომიკის გახსნის პროცესიც ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგები. „ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ძებნა, შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ყველაფერი ეს წინაპირობა და საშუალებაა სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას ინფიცირების გავრცელების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ, ყველანი ერთად თუ ვისწავლით პანდემიასთან ერთად, წესების შესაბამისად ცხოვრებას, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას და ყველანი ერთად შევძლებთ ბევრად უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სფერო. ამიტომ ვკონცენტრირდეთ კონსტრუქციულ დღის წესრიგზე და ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს. სწორედ ამაზე იყო ჩვენი შეთანხმება დღეს ბიზნესთან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიზნესიც ასე უყურებს ამ საკითხს. ჩვენ ნამდვილად ვართ ერთიანი ამ პოზიციაში ბიზნესიც და ხელისუფლებაც, ჩვენ არ წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარეს, ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ბიზნესის ასევე მათი თანამშრომლების და ბიზნესის მომხმარებლების ინტერესები, დავიცვათ მათი უსაფრთხოება და შესაბამისად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა მაია ... ...
  • შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა_ ამის შესახებ ინფორმაცაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს“,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...
  • საპროტესტო აქცია ოზურგეთში: სამინისტრომ ფერადი ლითონების საწარმოს პროექტის განხილვა გადადოდღეს, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, (ექადიის უბნის დასაწყისი)  ადგილობრივ მკვიდრთა ინიციატივით,  საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები გარემოს დაცვის მოთხოვნის შინაარსით. მათ მოითხოვეს, შეჩერდეს შპს „არერსა  მეთალის“   მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის ონლაინ განხილვა.  _ არ გვინდა ტოქსიკური საწარმო. თუ ჩვენზე ზრუნავთ, ბიზნესმენია თუ ინვესტორი,  ხილის გადამამუშავებელი საწარმო ან სამკერვალო ფაბრიკა გახსნან. ორ ცვლაში ვიმუშავებთ. ხალხი დასაქმდება. ჩვენ მოგვისმინეთ და ისე გააკეთეთ. არ დაგანებებთ _  ამბობდნენ პროტესტის მონაწილეები. აქციაზე ჩვეული სიტყვით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ლიდერმა, ირმა გორდელაძემ. მან დეტალურად ისაუბრა აქ საწარმოს ამოქმედების დაუშვებლობაზე. _შარშან, ივლისში, როცა შევიკრიბეთ, სკოპინგი, პირველი განხილვა არ ჩატარებულა. არც ონლაინ ჩატარებულა. პირდაპირ გადავიდნენ ბოლო ეტაპზე, რომელიც ახლა, 29-ში იყო ჩანიშნული. რომ არ მომეპოვებინა ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე და არ მეცნობებინა თქვენთვის, მედიისთვის,  გარემონტებულია შენობა, ისე კარგად ამოქმედდებოდა ეს საწარმო, როგორც დაგიბარებია, _ თქვა გორდელაძემ. საწარმოს დირექტორმა,  შავლეგ მიგრიაულმა მოითხოვა ადამიანთა ჯგუფის გამოყოფა, რომლებთანაც დეტალურად ისაუბრებდნენ, რა კეთდებოდა და რომ სახიფათო არაფერია. _აგერ, აქ რომ გვითხრა, არ შეიძლება? აქ თქვით,  რას აკეთებთ. რად გინდა ცალკე ჯგუფი?არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინ რა  პოლიტიკური ორიენტაციისაა. შვილებს ვზრდით, ჰაერი არ უნდა მოიწამლოს. ურანი მოგაქვს , იქნებ. არ უნდა გვითხრათ, რას უკაკუნებთ აქ, ამდენი ხანია? -მიმართა მას ადგილობრივმა ნუკრი კუტალაძემ. ჟურნლისტმა, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმას ნუგზარ ასათიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჩოხასავით მოირგო ლოკდაუნი და მოსახლეობის გვერდის ავლით აპირებენ პროექტის განხილვას, _ სახელმნიფოს სურს  საწარმოს აშენება? კი, ბატონო, დასახლებული პუქტიდან შორს ააშენოს და არა მდინარის აუზში, მოსახლეობის შუაგულში, _ თქვა მან. ნუგზარ ასათიანმა  ასევე პროტესტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,  უკვე მიიღეს პასუხი, რომ მათ  პროექტის განხილვა ორი თვით გადადეს. ოზურგეთის საკრბულოს წევრმა, ლევან მგელაძემ მიგრიაულს უთხრა, რომ საფუძვლიანად გაეცნო ამ პროექტს და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. _სად მიდის სანიაღვრე არხი? კანალიზაცია სად გადის? ხალხს ნუ ატყუებთ! მოიქეცით კეთილსინდისიერად, _ მოითხოვა მგელაძემ. შავლეგ მიგრიაულმა არაერთრხელ განმარტა, რომ საშიში არაფერია. ხალხის კატეგორიულ მოთხოვნაზე, რომ 20 მეტრში ანასეულის წყალსადენის ჭაბურღილებია განთავსებული და არ მისცემენ მოწამვლის უფლებას, მან ასე უპასუხა: _ მე ეს წყალი შემყავს აქ და ჯერ მე უნდა დავლიო. რას ამბობთ? მოვწამლავ და დავლევ? _ვინც დაგრთო ნება, რომ მანდ წყალი შეიყვანო და რაღაცეები აკეთო, ის მობრძანდეს აქ და ჩვენ გავცემთ პასუხს. ააშენეთ ქალაქგარეთ და რაც გინდათ,  ის ჰქენით. აქ არ დაგანებებთ ამ ტოქსიკური საწარმოს გახსნას, - ამბობდნენ  აღელვებული აქციის მონაწილეები. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა  მაინც საიმედოდ  მიიჩნიეს პროექტის განხილვის გადადება, რომელიც 28 იანვრისთვის  იყო ჩანიშნული. „გურია ნიუსი“ აქციის შესახებ ვრცელ სტატიას მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....