როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლის როლი სისხლის სამართლის პროცესში

სამართალი

როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლის როლი სისხლის სამართლის პროცესში

2015 ივნ 30 21:14:49

ასოციაცია - "საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" პროექტის "მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში" განხორციელება დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.

პროექტის მიზანია სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველოში.პროექტის ფარგლებში მომზადდება სამი პოლიტიკის დოკუმენტი შემდეგ საკითხებზე:

1. მოსამართლის უფლება მხარეთა ნებართვის გარეშე დამაზუსტებელი კითხვის დასმის შესახებ;
2. მოსამართლის უფლება, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს რეაგირება მოახდინოს პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, თუ მისი უფლებები სავარაუდოდ ირღვევა დახურულ დაწესებულებაში;
3. საპროცესო შეთანხმების განხილვის დროს მოსამართლის უფლება, რომ შესწორებები შეიტანოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ სასჯელში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები, რის შემდგომაც ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად განახორციელებს ადვოკატირების კამპანიებს, რომელიც ხელს შუწყობს წარდგენილი რეკომენდაციების კანონდებლობაში დანერგვას.

"მოსამართლეთა ერთობა"ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში ჩაატარებს შეხვედრებს მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, პროკურორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მოიწვევს საერთაშორისო ექსპერტს, რომელიც დაეხმარება სამუშაო ჯგუფს და ორგანიზაციას რეკომენდაციების შემუშავებაში. გარდა ამისა, შესწავლილი იქნება სისხლის სამართლის პროცესის ისეთი მოდელები, სადაც დაბალანსებულია მოსამართლის აქტიური როლი და შეჯიბრებითობის პრინციპი.

"მოსამართლეთა ერთობაში", რომელიც წარმოადგენს 47 მოქმედ და ყოფილ მოსამართლეს, მიიჩნევენ რომ სისხლის სამართლის პროცესში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით აუცილებელია, გატარდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ინდივიდუალურ მოსამართლესგააძლიერებს და შესაბამისი უფლებებით აღჭურვავს, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.



 ახალი ამბები
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: "ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლებას, დავერბიეთ! ბევრი გვყავს ქალი““ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლება, დავერბიეთ. ბევრი გვყავს ქალი! ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ყველა ვჯდებით შემოსავლელთან სათითაოდ!“ _ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წი ნ გამართულ აქციაზე გააკეთა. “ხელით აგვიყვანონ, როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია ისე გაგვიტანონ სათითაოდ”, _ თქვა გრიგოლ ვაშაძემ. ... ...
  • ბუბა კიკაბიძე: "ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ"მომღერალი ბუბა კიკაბიძე გაზეთ “რეზონანსთან“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ბიძინა ივანიშვილია. „ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება") რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა. ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს... ესენი („ქართული ოცნება") უბრალოდ შერცხვებიან", _ ამბობს კიკაბიძე.   ... ...
  • თბილისში ცნობილ ექიმს სცემესთბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  "გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა", - დაწერა ჭიაბერაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას ... ...
  • მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს - ზუკა ბერძენიშვილირა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე - სასამართლოში საქმის განხილვა დღეს განახლდება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მათ უჭირთ პროგნოზირება რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმის სამართლებრივი განხილვები, თუმცა როგორც "კურიერთან" სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა,  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. "წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ, აქედან დასკვნის გამოტანა, საით მიდის ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ,  გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროცესი ხმაურიანი პროტესტის ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?