პოლიცია ავტომატს უკვე პროდუქტებში პოულობს

სამართალი

პოლიცია ავტომატს უკვე პროდუქტებში პოულობს

2 თებ. 2012, 06:55:53

პავლე კუკულავა 2012 წლის 7 იანვარს, ქუთაისში, ნათესავთან დააკავეს. იმავე დღეს, კუკულავას საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ ჩხრეკა ჩაატარა. როგორც კუკულავას ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ჩხრეკის მიმდინარეობისას არავის უთქვამს, რომ მათი შვილი დაკავებული იყო:

_ 7 იანვრის გამთენიისას, პოლიციელები ოჯახში შემოგვივარდნენ და მძინარენი ლოგინიდან წამოგვყარეს. როცა ავდექი, პირველი რაც დავინახე, ის იყო, რომ ჩემი მეორე შვილი, გიორგი კუკულავა, პოლიციელებს ღუმელთან ჰყავდათ მიმწყვდეული და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იქნებოდა. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდათ დაკავებული. მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ და მეზობლებისთვის დამეძახა. ძალიან გვიანი იყო და მხოლოდ ერთი მეზობელი, ქეთევან ცინცაძე გავაღვიძე, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას, დაკავებულის დედა, ია მახვილაძე.

კუკულავების ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ სახლში პოლიციამ ვერაფერი იპოვა და ძებნა სახლის გვერდით მდგომ დამხარე სათავსოში განაგრძო:

_ სახლის გვერდით "კუხნა" მიდგას, სადაც საკუჭნაო გვაქვს, რომელშიც პროდუქტებს ვინახავთ და დღეში რამდენჯერმე შევდივარ. სწორედ იქ, კარტოფილზე დადებული აღმოაჩინეს ავტომატი, _ ამბობს მახვილაძე.

პავლე კუკულავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდო.

_ დიასახლისი ქალი ვარ. ყოველდღე შევდივარ საკუჭნაოში. ავტომატი რომ ჰქონოდა ჩემს შვილს, როგორ ფიქრობთ, კარტოფილს თავზე დაადებდა და მის დამალვას ვერ მოახერხებდა?! _ აღნიშნავს დაკავებულის დედა.

პავლე კუკულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 237-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩხრეკა მათ ოჯახში 7 იანვრის გამთენიას, ორდერის გარეშე ჩატარდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 8 იანვრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა ორდერის გარეშე, კანონის სრული დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ ამოღებული იქნას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმეში არსებული მტკიცებულებები _ წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკები და სხვა მასალები, ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში (ახალშენში) პავლე კუკულავას საცხოვრებელ სახლსა და დამხარე სათავსოში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. საგამოძიებო მოქმედება _ ჩხრეკა, ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგანაც მის დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. შესაბამისად, არსებობდა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩხრეკის ჩატარების საქართველოს სსსკ-ის 112 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც შეზღუდა პავლე კუკულავას კერძო საკუთრება, ჩატარებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩხრეკის ჩატარებისა და მისი საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები", _ აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე მარიამ დარისპანიშვილი აწერს.

პავლე კუკულავას უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ დრომდე მას ბრალი მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წაყენებული. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კუკულავა ასევე ეჭვმიტანილია 2011 წლის 22 ნოემბერს, სოფელ ჩაისუბანში, პენსიების დამტარებლის, ზოია აბუსერიძის დაყაჩაღებაში _ მაშინ, აბუსერიძეს ორი ადამიანი დაესხა თავს, სცემა და 5 000 ლარამდე თანხა წაართვა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ აბუსერიძემ კუკულავა პოლიციაში ამოიცნო. ამ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბრისას ზოია აბუსერიძეც ადასტურებს: _ დიახ, ვადასტურებ, რომ სწორედ პავლე კუკულავა იყო ის ადამიანი, რომელიც თავს დამესხა. მე მას არ ვიცნობდი, ისიც კი არ ვიცოდი, თუ ჩოხატაურელი, ხიდისთავის მცხოვრები იყო. პოლიციაში მილიონი სურათი მაჩვენეს და იმ სურათებში ამოვიცანი ის ბიჭი. როცა დამაყაჩაღეს, ნიღბები არ ეკეთათ და მათი სახე კარგად დამამახსოვრდა. ორნი იყვნენ. ერთმა თავში ჩამარტყა და რომ წავიქეცი, მეორე თავზე მედგა. სწორედ ის იყო პავლე კუკულავა. პოლიციაში რომ მივედი ამოცნობაზე, იქ ვნახე ფოტოზე, _ აღნიშნა აბუსერიძემ.

კუკულავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პავლეს ამ ყაჩაღობასთან საერთო არაფერი აქვს და არც ავტომატი იყო მისი.

"გურია ნიუსს" წერილობით კუკულავას მეზობლებმაც მომართეს. წერილში აღნიშნულია, რომ პავლე კუკულავა გაწონასწორებული და ზრდილობიანი ახალგაზრდაა. მეზობლები დარწმუნებულები არიან, რომ მას სახლში იარაღი არ ჰქონდა და არც 22 ნოემბერს მომხდარ ყაჩაღობაში აქვს მონაწილეობა მიღებული:

_ ჩემი თვალით ვნახე, ყაჩაღობის დღეს, პავლე რომ სახლში იყო. შეშას ამზადებდა და გამოველაპარაკე კიდეც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუკულავების ერთ-ერთმა მეზობელმა.

დაკავებულის მამა, პავლე კუკულავა ოპოზიციონერია. ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის დაკავება მის პოლიტიკურ ორიენტაციას უკავშირდება:

_ ამ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე ვარ, 7 ნოემბრის აქციებზე ვიყავი, ყველა არჩევნებზე კომისიის წევრი ვარ და დარღვევებზე ხმამაღლა ვსაუბრობ. არასოდეს დამიკრავს ტაში ამ ხელისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ მათი უკანონობის მსხვერპლია ჩემი ოჯახი. არჩევნებზე ბევრჯერ მევაჭრებოდნენ ჩემი შვილით, _ ამბობს პავლე კუკულავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კუკულავა ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. მისი ოჯახის წევრების თქმით, ნასამართლეობა არ ნიშნავს, რომ ის მეორედაც ჩაიდენს დანაშაულს და პოლიცია ასეთ ადამიანებს არ უნდა დევნიდეს:

_ ბოლომდე მოიხადა სასჯელი. იცოდა, პოლიცია მეთვალყურეობდა და ყაჩაღობას არ ჩაიდენდა, _ აღნიშნავენ დაკავებულის მშობლები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილი უკანონო პატიმარია.

პოლიციაში ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებენ. როგორც გვითხრეს, მიმდინარეობს გამოძიება.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...