ჩავარდნილ სპეცოპერაციას ქირიას თანამდებობა შეეწირა

სამართალი

ჩავარდნილ სპეცოპერაციას ქირიას თანამდებობა შეეწირა

2012 თებ 2 06:57:15

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძე სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა, მეორე დღესვე, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია _ "ბუდეში დადებული მჭიდი" _ ზემდგომიდან დაგეგმილი და შეკვეთილი უნდა ყოფილიყო, "პროფესიონალურად" ვერ შესრულდა და "ჩავარდა". თუმცა, როგორც წესი, ასეთ ფაქტებს უფრო დაბალი რანგის ძალოვნები ეწირებიან.

გახმაურებული სკანდალის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო, ამ ფაქტს კი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსი, ლაშა ქირია შეეწირა.

ლაშა ქირია ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის რწმუნებულად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ის გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის, გიგა ჯაფარიძის კადრად მოიაზრებოდა. მანამდე ქირია ურეკის განყოფილების უფროსი იყო. შემდეგ იგი ცირეკიძემ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის რწმუნებულების უფროსად გადაიყვანა, თუმცა, მალევე მოხსნეს. უბნის რწმუნებულის უფროსის მოვალეობას, ჯერჯერობით, ასევე გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით ცირეკიძის კადრი, გიორგი გიგინეიშვილი ასრულებს. გიორგი გიგინეიშვილი გურიის სამხარეო ყოფილი უფროსის, გელა გიგინეიშვილის შვილია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ეს უკანასკნელი ცირეკიძესთან ახლობლობს.

ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ გიგა ჯაფარიძის კადრი ალეკო ბირთველიშვილი სამსახურს ამ დღეებში დატოვებს.

პოლიციაში კი კადრების გადანაცვლება გრძელდება _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს გელა ხომასურიძე და უჩა ლომჯარია, რომლებიც ოზურგეთის რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორებად მუშაობდნენ, ხოლო მთავარი სამმართველოდან რაიონულში ირმა სიორიძე და კახა კუპრაძე უბნის რწმუნებულებად გადაიყვანეს.

გია ტუღუში, რომელიც ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში დეტექტივის თანაშემწედ მუშაობდა, დააქვეითეს და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის რწმუნებულად დანიშნეს.

ჯერჯერობით, უცნობია, პოლიციელთა აღზევება და დაქვეითება რის საფუძველზე ხდება.

"გურია ნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე მაღალჩინოსან ძალოვანს დაუკავშირდა. გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით ცირეკიძის მოადგილე, ალეკო ბირთველიშვილი "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ის, ჯერჯერობით, საკუთარ მოვალეობას ასრულებს: _ ჯერჯერობით, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ჩემი წასვლის შესახებ ოფიციალურად ჯერ ჩემთვის არავის განუცხადებია. თუ გადასაყვანი ვიქნები, ალბათ, ამას უფროსობა გადაწყვეტს. ისე, თუ რაიმე გაინტერესებთ, გთხოვთ, პრესსამსახურს მიმართოთ _ მე ვერ გელაპარაკებით. ბოდიშს გიხდით, _ გვითხრა ბირთველიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ "გურია ნიუსის" შეკითხვები მოისმინა და გვიპასუხა: არ ვარ საქმის კურსში, გავარკვევ და დაგირეკავთ, _ თუმცა აღარ დაურეკავს.

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ცირეკიძემ კითხვა, რატომ დაითხოვეს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებულების უფროსი სამსახურიდან, უპასუხოდ დატოვა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...