დღეიდან რძის პროდუქტებზე ეტიკეტირების წესები იცვლება

სამართალი

დღეიდან რძის პროდუქტებზე ეტიკეტირების წესები იცვლება

2015 აგვ 1 14:54:59

2015 წლის 1-ელი აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის #152 დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", რომელიც მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად კარაქისებრი ან კარაქის მსგავსი, არაჟნისებრი ან ან არაჟნის მსგავსი.
ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის N342 დადგენილებით რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებით კი განისაზღვრა ტერმინი "მაწონი".
"ეს არის ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხის, კამეჩის, თხის, იშვიათად ცხვრის აღდგენილი, ნორმალიზებული და პასტერიზებული რძის ან მათი ნარევის შედედებით. დასახელებას "მაწონი" შეიძლება დაემატოს საწყისი რძის მინიშნება - ძროხის, თხის, კამეჩის და/ან ცხვრის - იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული რძის წილი ნარევში 85%-ს აღემატება", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, 2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა "მსგავს"-თან ან/და ბოლოსართ "ებრ"-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე...) გამოყენება აიკრძალება




 ახალი ამბები
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...
  • საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგო დღეს დაკრძალეს 20 წლის ‌ანა ენგიბარიანი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს, მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალეს. ‌რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმა სახელდება.  ამავე თემაზე: სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა იელი გოგონას ცეკვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...