რა გახდა მოსამართლეებს შორის მომხდარი უთანხმოების მიზეზი

gurianews.com

სამართალი

რა გახდა მოსამართლეებს შორის მომხდარი უთანხმოების მიზეზი

2015 ოქტ 6 22:45:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შორის, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი უთანხმოების მიზეზებს, რაც კოლეგიის მოსამართლის აცილების საკითხმა გამოიწვია, სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ.

როგორც "გურია ნიუსს" პრესსამსახურში განუცხადეს, "სასამართლო კოლეგიის შემადგენლობის ორმა მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის თავმჯდომარის, ლილი მსხილაძის აცილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერთ-ერთი დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც ბრალდების მხარეს მტკიცებულებად ჰქონდა წარმოდგენილი ამ საქმეზე".

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეები - ლილი მსხილაძე, ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეს განიხილავდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებმა სხდომაზე მოსამართლე ლალი მსხილაძის აცილება მოითხოვეს

ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლე მსხილაძე, რომელიც კოლეგიას თავმჯდომარეობდა, ვერ იქნება ობიექტური ვინაიდან ნოემბრის მოვლენების დროს ლილი მსხილაძე სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და სწორედ მან მოამზადა ომბუდსმენის დასკვნა 7 ნოემბერის მოვლენებზე.

სწორედ, ადვოკატების ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა სხდომის ორმა მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა და მაია ქოქიაშვილმა, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება ლილი მსხილაძის აცილების თაობაზე, რამაც მოსამართლეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. 

მსხილაძემ ორკოდაშვილი და ქოქიაშვილი არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა, რასაც ერთ-ერთი მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომ თუ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ თავისი აცილების საკითხს დააყენებდა.

სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ორკოდაშვილის ეს განცხადება ხუმრობით იყო ნათქვამი.

"თვითონ მოსამართლემაც განმარტა სხდომაზე, რომ თუ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მსხილაძის აცილების თაობაზე, რასაც მხარი მან დაუჭირა, მაშინ ის მიიჩნევს, რომ საკუთარი აცილების საკითხიც უნდა დააყენოს. თუმცა, ეს ხუმრობით იყო ნათქვამი. გაურკვევლობა კი, არასწორად ინფორმაციის გაშუქებამ გამოიწვია", _ აღნიშნავენ სასამართლოში.

რაც შეეხება პროცედურებს, თუ როდის გაიმართება შემდეგი სასამართლო სხდომა და ვინ შეცვლის ლილი მსხილაძეს, ჯერჯერობით უცნობია. 

"საქმე სხვა დროისთვის არის გადადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ზუსტი თარიღი ცნობილი, როდის გაიმართება სასამართლოს შემდეგი სხდომა. როგორც კი განისაზღვრება სხდომის თარიღი, მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდება მხარეებს და შეატყობინებს. მსხილაძე აცილებულ იქნა, რაც შეეხება მის შემცვლელს, ჯერჯერობით არც ეს არის ცნობილი, ვინ იქნება", _ განმარტავენ სასამართლოში.


ნახვა: 33


 ახალი ამბები
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება, მორწმუნეები სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომიდან  50-ე დღეს ზეიმობენ. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა,  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, თითოეული მათგანი კი სულიწმინდის მადლით აღავსო. „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“... სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის (R)„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა. ... ...
  • საჯავახოზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ჩოხატაურში, ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთმანეთს ორო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჩოხატაურელი მამაკაცი, სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ნ.კ. ემსხვერპლა. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • ავარიის გამო წეროვანთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობიაამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც "გურია ნიუსს" თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია ... ...
  • „ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა. როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა: „უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი. _ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა? _ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა ... ...

არქივი

ზაფრანი

აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს მსოფლიო ისტორია

დინოზავრის სახეობამ, რომელის ნარჩენებიც ცოტა...

საინტერესო ფაქტები ცაციების შესახებ

1) მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა....

როგორ შეიქმნა დედამიწა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების...

სამოთხის ფრინველი

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი...

როგორ მოვიპოვოთ წარმატება

იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც...

წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ

იცით თუ არა, რომ წითელი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...