ომბუდსმენი სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს


სამართალი

ომბუდსმენი სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

7 ოქტ. 2015, 21:59:28

საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ N2 დაწესებულებაში პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოყენებული ვიზუალური მეთვალყურეობის პრაქტიკა. განგაშის საფუძველს იძლევა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული პატიმართა შორის ძალადობის 33 შემთხვევა, რაც ძალადობის რისკ ფაქტორების იდენტიფიცირების და ძალადობის პრევენციის პრობლემაზე მიუთითებს. საკანში არსებული პირობები ზოგადად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, დაწესებულების სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო ხელოვნურ ვენტილაციას; ყველა პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი 4 კვადრატული მეტრის ფართით; არადამაკმაყოფილებელია სამარტოო საკნების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მონიტორინგის პერიოდში არ ხდებოდა დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება; დადებითად უნდა აღინიშნოს პატიმართა გამოკითხვა სარეაბილიტაციო აქტივობებთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა,  დაწესებულებაში არ არის  დანერგილი მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობები.

მისასალმებელია ექთნების რაოდენობის ზრდა, თუმცა წინა წელთან შედარებით შემცირებულია ექიმების რაოდენობა, მონიტორინგისას ექიმის ერთი პოზიცია ვაკანტური იყო. ქალი პატიმრები სრულად ვერ სარგებლობენ გენდერულად სპეციფიკური სამედიცინო მომსახურებით. ვერ ხერხდება ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების დროული მიწოდება.

2014 წლის მონაცემებთან შედარებით 2015 წელს გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკა. დისციპლინური სახდელების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხელს უშლის ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას; საგანგაშოა სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტების ზრდა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები. პრობლემას წარმოადგენს ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით, აგრეთვე პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხშირ შემთხვევაში, პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა. დაწესებულებაში ვერ ხერხდება სატელეფონო ზარის განხორციელება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ; მიუხედავად ამისა, არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ხაზგასასმელია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების სამედიცინო გამოვლენისა და სრულყოფილ დოკუმენტირების ხარვეზები", _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია




 ახალი ამბები
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....