"ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე აღკვეთი ღონისძიების გამოყენების წესის ბოროტად სარგებლობა ხდებოდა"

სამართალი

"ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე აღკვეთი ღონისძიების გამოყენების წესის ბოროტად სარგებლობა ხდებოდა"

9 ოქტ. 2015, 15:21:59

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან მიმართებაში აღკვეთი ღონისძიების გამოყენების წესის "ბოროტად სარგებლობა" ხდებოდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მესამე ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

გარდა აღნიშნულისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განმარტებით, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ტენდენციები და ფაქტები:

"საქმეთა განხილვისას მედია საშუალებებს არ შექმნიათ პრობლემა სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთებისას, ისინი შეუფერხებლად ახდენდნენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზებას.

ხდებოდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წესის ბოროტად სარგებლობა. წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების პრობლემა ნათლად გამოიკვეთა გიგი უგულავას საქმეში. იგი წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტი ისე იმყოფებოდა, მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა დამდგარი.

გიგი უგულავას მიმართ განხორციელებული ქმედებათა ქრონოლოგია და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე საკანონმდებლო ხარვეზის ბოროტად გამოყენება პროცესის პოლიტიკური მოტივებით წარმართვაზე მიანიშნებდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურის მთავარ მიზანს იმ მომენტისთვის ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება წარმოადგენდა.
კანონმდებლობით არ იყო დადგენილი გამოძიებისა და სასამართლოში საქმის წარმოების მაქსიმალური ვადა, კანონი მხოლოდ გონივრული ვადის სტანდარტს ადგენდა. დაკვირვებულ საქმეებში აღნიშნული სტანდარტი არაჯეროვნად გამოიყენებოდა და ზოგიერთ შემთხევაში ადგილი ჰქონდა საქმის სასამართლოში განხილვისას პროცესის გაჭიანურებას, რაც, ბრალდებულთა ინტერესებს აზიანებდა. აღნიშნული პრობლემა გარკვეულწილად გადაჭრა 2015 წლის 8 ივლისის ცვლილებებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა.

როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ რიგ საქმეებში ხდებოდა პროცესის ხელოვნური გაჭიანურება. პროცესის გაჭიანურების მცდელობა განსაკუთრებით დაუშვებელია პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან, ამით ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულების განხორიციელების უფლების ცალსახა ხელყოფა ხდება. ყალბი მიზეზებით სხდომების ხელოვნურად გადადება პირდაპირ პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის, იმიჯს ლახავს და მისი საქმიანობის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მათივე შეფასებით, გახმაურებული საქმეები დაძაბული პოლიტიკური პროცესის ფონზე მიმდინარეობდა, რიგი თანამდებობის პირების კომენტარები კი "პირდაპირ და უხეშად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას".

"თანამდებობის პირების კომენტარებმა, რომლებიც მიმდინარე გახმაურებულ პროცესებსა და მათში მონაწილე ბრალდებულებს შეეხება, შესაძლოა, სასამართლოზე ნეგატიური გავლენა მოახდინონ.

საქმეთა განაწილების დღეს მოქმედი წესი ხარვეზიანია. იგი განჭვრეტადია და ამასთან შესაძლებელია გარკვეული მანიპულაციაც, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი რეალურად იძლევა შესაძლებლობას წინასწარ განისაზღვროს თუ რომელი მოსამართლე რომელ საქმეს განიხილავს. აღნიშნული პრობლემა პრაქტიკაში კითხვის ნიშნებს აჩენდა მოსამართლეებზე კონკრეტული საქმის დაწერასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მოწმეთა განცალკევების საკითხი. როგორც წესი, საქმის განხილვისას ვერ ხერხდებოდა მოწმეთა ერთმანეთთან კომუნიკაციის სათანადოდ თავიდან აცილება. საქმეზე დაბარებული მოწმეები სხდომის დაწყებას დერეფანში ერთად ელოდებოდნენ და საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ.

რამდენიმე ბრალდებულმა მათ მიმართ კანონის დარღვევის შესახებ გააკეთა განცხადება. მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებზე ხდებოდეს შესაბამისი რეაგირება.
გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დარბაზში წესრიგის დაცვა. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პრობლემა სისტემატიურ ხასიათს არ ატარებდა.

რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ყველა დაინტერესებულ პირს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა სხდომას. მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში სხდომის დარბაზის სივიწროვე, ზოგ შემთხვევაში კი დამსწრეთა დიდი რაოდენობა იყო.
პრობლემას წარმოადგენდა სასამართლოზე პირველი წარდგენის სხდომის საჯაროობა, რადგან სასამართლოს ოფიციალურ განრიგში ინფორმაცია სხდომის თაობაზე ყოველთვის არ ქვეყნდებოდა. მონიტორინგის ჯგუფი მედია საშუალებებით ცდილობდა ინფორმაციის მოძიებას სხდომის შესახებ"
, - განმარტავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ მესამე ანგარიში მოიცავს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს. დაკვირვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა, სადაც ბრალდებულები იყვნენ წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირები: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია და სხვები.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...