შსს-სთან, 2009 წელს დაკავებული აქციის მონაწილეებს სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს - საია

სამართალი

შსს-სთან, 2009 წელს დაკავებული აქციის მონაწილეებს სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს - საია

2015 ოქტ 9 18:27:47

საია-ს საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა.

2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანაშრომლობით, 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე ათი პირის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი  ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი "ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ".

საიას ინფორმაციით, საჩივარი ეხება 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენულ იქნა არაპროპორციული ძალა. პოლიციელების მხრიდან მომჩივანთა ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა ასევე მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აქციაზე დაკავებული პირები მიიყვანეს. აღნიშნულის შედეგად, მომჩივნების ნაწილმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მომჩივანს, სამართალდამცავთა ორგანოს წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობისთვის, სასამართლოს მიერ ოცდაათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მ. ჭიქაშვილის, მ. მესხის და გ. ჩითარიშვილის წინააღმდეგ დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კერძოდ, მათ არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.

2009 წლის 19 ივნისს მომჩივანთა ნაწილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან  დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მომჩივნებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაეცნონ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით საქართველოს მთავრობამ  აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა გიორგი ბექაურის, მიხეილ მესხის, გიორგი ჩითარიშვილის, ვახტანგ მაისურაძის და ლუკა წულაძის მიმართ, განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობის გამო; ასევე, კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა  მერაბ ჭიქაშვილის, მიხეილ მესხის და გიორგი ჩითარიშვილის მიმართ და კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება)დარღვევა ყველა მომჩივანთან მიმართებით, რადგან მათ ვერ შეძლეს ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით.

ამასთან, საიას ცნობით, წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის ფარგლებში მთავრობამ 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარების და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.

საია აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება სავალდებულო პირობაა.

"საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი  ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარიმართება და მომჩივნები კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ჩართულნი იქნებიან გამოძიების პროცესში. 

ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს", _ აღნიშნავენ საიაში და დასძენენ, რომ განჩინების აღსრულებას აქტიურად დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებით,  საიამ დამატებით ორი დამოუკიდებელი საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს. ერთ-ერთ(სტუდია მაესტრო საქართველოს წინააღმდეგ, #22318/10) საჩივართან მიმართებითევროპულმა სასამართლომ განჩინება 2015 წლის 30 ივნისს გამოიტანა, მეორე საჩივარი კი (მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, #4731/10) სასამართლოს მიერ განხილვის პროცესშია.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...