პატიმართა წამების 745 ფაქტი და 200-მდე დამნაშავე - რა მასალებს გადაუგზავნის პარლამენტი პროკურატურას?

სამართალი

პატიმართა წამების 745 ფაქტი და 200-მდე დამნაშავე - რა მასალებს გადაუგზავნის პარლამენტი პროკურატურას?

2015 ოქტ 26 00:45:52

წამების ფაქტებზე შესაძლოა, რამდენიმე მოქმედი სამართალდამცავიც გაასამართლონ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შუალედური ანგარიშის თანახმად, დაზარალებული პირები ასახელებენ როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ 32 პროკურორს, 69 პოლიციელს, სასჯელაღსრულების დაწესებულების 77 თანამშრომელს, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს და მათ შორის მინისტრსაც. გასაიდუმლოებული მასალები უახლოეს დღეებში პროკურატურას გადაეგზავნება და კონკრეტული გვარებიც, სავარაუდოდ, მოკვლევის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პატიმართა წამებისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში შეიქმნა, თუმცა შემაჯამებელი ანგარიშის ნაწილი, მხოლოდ, უკრაინაში გავრცელებული წამების ამსახველი კადრების შემდეგ, 20 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე გამოქვეყნდა.

პარლამენტში ანგარიშის წარმდგენი, უფლებადამცველი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სხდომა წინასწარ იყო დაგეგმილი და წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.

ჩვენ შევისწავლეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შემოსული განცხადებები, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა. ასევე განვიხილეთ საჩივრები ქონების უკანონდ ჩამორთმევის ფაქტებზე. საინტერესოა, რომ 1 ოქტომბრამდე პერიოდში პარლამენტის ბაზებში არ არსებობს არც ერთი განცხადება, რომელიც წამების ან ქონების ჩამორთმევის ფაქტებს შეეხება. განცხადებები გამქრალია. საზოგადოებას თავად შეუძლია გააკეთოს დასკვნა თუ სად წავიდა ეს დოკუმენტები", - განაცხადა ლევან გოგიჩიშვილმა „პოლიტკომერსანტთან" საუბარში.

პირველი და უტყუარი, რაც ჩვენმა ჯგუფმა დაადგინა არის ის, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა სისტემურ ხასიათს და ჰქონდა კარგად ორგანიზებული სახე. მაგალითად პირს დააკავებდა პროკურატურა, წამება იწყებოდა იქ, შემდეგ გრძელდებოდა სასჯელაღსრულებაში. ამ სისტემაში ჩართული იყო სამი უწყება პოლიცია, პროკურატურა და სასჯელაღსრულება. ამას ემატებოდა სასამართლო, რომელიც თვალს ხუჭავდა დაზიანებებზე, რომლებიც ნაწამებ ადამიანებს აშკარად ეტყობოდათ. სამედიცინო პერსონალიც მალავდა დაზიანების აშკარა ფაქტებს. პროკურატურა კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მტკიცებულებები გაენადგურებინათ ", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

შუალედური ანგარიშის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 6 ათასამდე განცხადება შევიდა. ისინი 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. 745 განცხადება შინაარსობრივად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს, მათგან 402 განცხადებაში კონკრეტული გარემოებები და წამების უშუალო შემსრულებლები არიან დასახელებულები.

ყოფილი პატიმრები საკუთარ გაცხადებებში დეტალურად ყვებიან, წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ. რამდენიმე მათგანი ადასტურებს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მცირეწლოვანი შვილების და ოჯახის წევრების შეურაცხყოფით ემუქრებოდნენ.

„განმცხადებლების დიდი ნაწილი კონკრეტულ ადამიანებს და თანამდებობის პირებს ასახელებენ, რომელთა უშუალო მონაწილეობით ან მითითებით ხდებოდა ადამიანის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენება. კერძოდ კი საუბარია 32 პროკურორზე, 69 პოლიციელზე, 77 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელზე და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირზე, მათ შორის მინისტრის სახელსა და გვარზეც. დასახელებულ სამართალდამცავთა რიცხვი ძალიან დიდია, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, არიან თუ არა მათ შორის მოქმედი ძლოვანები. დაზარალებულების მიერ დასახელებული მინისტრი ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს, ის საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრია, მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანგარიშში ცალკეა საუბარი საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ. კომიტეტში შესული 321 საჩივრიდან, 171 უძრავი, 31 კი - მოძრავი ქონების ჩამორთმევის ფაქტს ეხება. ანგარიშში დასახელებულია ქონების იძულებით ჩამორთმევის მეთოდებიც, როგორებიცაა: სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების ჩამორთმევა; საპროცესო შეთანხმების გზით საკუთრების ხელყოფა; კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების ხელშეკრულების გზით გადაცემა; საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევა მოტყუება-თაღლითობის გზით; იძულების შედეგად ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება; პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ქონების უკანონო ხელყოფის ფაქტები, რომლებშიც ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მასალები უახლოეს პეროდში პროკურატურას გადაეგზავნება. მისივე რეკომენდაციით პარლამეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება, რომ მსგავს დანაშულებზე სისხლის სამართლის კოდექსი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„კომიტეტში შემოსულ 6 ათასამდე განცხადებაზე შესაბამისი ანალიზი მომზადდა და მონაცემთა ბაზა შეიქმნა. წერილების დამუშავებისას, ცალკე გამოიყო ის საჩივრები, რომლებიც ყველაზე მეტად ააშკარავებენ ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ დანაშაულებს. ანალიზის საფუძველზე კი დაზარალებულთა და მსხვერპლთა სავარაუდო სია მომზადდა. ამ ეტაპზე კომიტეტის ამოცანას პრევენციული ღონისძიებების და რეკომენდაციების შემუშავება და მსხვერპლთა რეაბილიტაციის მექანიზმების მომზადება წარმოადგენს, რომელთა შესახებაც უფრო დეტალურად კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრებთ", - განმარტა ეკა ბესელიამ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებთან დაკავშირებული საჩივრების გამოძიების გაჭიანურება დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს.

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. წამების და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებთან დაკავშირებული ასობით საჩივრის წლების განმავლობაში გამოუძიებლობა, ხელს უწყობს და აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს", - განმარტავს სახალხო დამცველი.

წყარო




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...