10 მილიონის გატაცებაში ორ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა, ერთს გირაო შეეფარდა

სამართალი

10 მილიონის გატაცებაში ორ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა, ერთს გირაო შეეფარდა

2015 ნოე 13 14:21:14

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2015 წლის 11 ნოემბერს, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის ქურდობისა და დანაშაულის დაფარვისათვის ბრალდებული პირების მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. 

კერძოდ, სასამართლოს ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებულ  მალხაზ ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანაშაულის დაფარვისათვის ბრალდებული თამილა კ.-ს მიმართ გამოყენებულ  იქნა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადათ  30 დღე განესაზღვრა, რომლის სრულად გადახდის შემთხვევაში იგი  გათავისუფლდება პატიმრობიდან.

რაც შეეხება ამჟამად ძებნაში მყოფ ილია გ.-ს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაზე სასამართლომ 2015 წლის 1 ნოემბერს იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, 2015 წლის 24 ოქტომბერს საღამოს საათებში ილია გ. და მალხაზ ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სს "საქართველოს ბანკის" ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტის ინკასაციის საცავიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს "საქართველოს ბანკის" კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რითაც სს "საქართველოს ბანკს" მიადგა 9 075 774 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი. აღნიშნული, მალხაზ ბ.-სგან ცნობილი გახდა თამარ კ.-სათვის.  მალხაზ  ბ.-მ მოპარული თანხა თამილა კ.-სთან ერთად მიიტანა ამ უკანასკნელის კუთვნილ ავტოფარეხში, სადაც მოხდა მოპარული თანხის დანაწილება. თამილა კ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით  მალხაზ ბ.-სგან მიიღო ფულადი თანხა 9 800 ლარის ოდენობით.

"სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ მალხაზ ბ.-ს მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალები იძლეოდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მალხაზ ბ.-ს შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ასევე სახეზე იყო მიმალვისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების მომეტებული საფრთხე.

რაც შეეხება ბრალდებულ თამილა კ.-ს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც სასჯელის სახით, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ითვალისწინებს სხვა ალტერნატიულ სასჯელსაც.  შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის მოტივაცია მიმალვის საფრთხის არსებობის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და იმისათვის, რომ ბრალდებულმა ხელი არ შეუშალოს გამოძიებას საქმისათვის მნიშნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებაში, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, რომელიც სასამართლოს აზრით სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 23 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...