ზვიად ფეიქრიშვილზე მოძალადე პოლიციელები ჯერ კიდევ დაუსჯელები რჩებიან
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოითხოვს, პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად ფეიქრიშვილის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას. ამასთან, მათი მოთხოვნაა, საქმის წარმოება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგრძელდეს.
2015 წლის 4 აპრილს კასპის რაიონში მცხოვრებ ზვიად ფეიქრიშვილს პოლიციის ოთხმა მოქმედმა თანამშრომელმა სცემა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე პოლიციის ოთხივე თანამშრომელს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტეს და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2015 წლის აპრილიდან საქმე ძიებაშია, ზვიად ფეიქრიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი, თუმცა, ამხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს ფეიქრიშვილზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ხელოვნურად ჭიანურდება პოლიციის ყოფილი თანამშრომლების პასუხისგების საკითხი. ამიტომ ორგანიზაცია მოითხოვს ფეიქრიშვილის საქმის წარმოება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგრძელდეს.