თაღლითობის მსხვერპლს ბინის დაკარგვა ემუქრება

სამართალი

თაღლითობის მსხვერპლს ბინის დაკარგვა ემუქრება

2015 ნოე 20 21:19:03

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი"   საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს უფრო მეტი ბერკეტი იქნას გამოყენებული ქვეყანაში საკუთრების დაცვის მხრივ. ორგანიზაციას კერძოდ მაგალითად მოყავს ერთ- ერთი დაზარალებული მოქალაქის მერაბ ჯიქიას  საქმე, რომელიც თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არის საქმეები, სადაც საკუთრების უფლების ხელყოფაა გამოკვეთილი. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მერაბ ჯიქიას საქმე.

2004 წლის ნოემბრიდან მერაბ ჯიქიას საკუთრებაში ჰქონდა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა, რომელიც 2006 წელს გააქირავა ცოლ-ქმარზე - მ. ლ-სა და ა. ხ.-ზე. ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის სრული დაცვით. დამქირავებლებმა თაღლითური გზით ბინა გადაიფორმეს საკუთარ სახელზე და შემდეგ იპოთეკით დატვირთეს 37 000 აშშ დოლარად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2010 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, მ.ლ. და მისი მეუღლე დამნაშავეებად ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება დაბრუნდა მესაკუთრე მერაბ ჯიქიას  სახელზე, სასამართლომ ბათილად არ ცნო თაღლითურად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება.

დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად, დღესდღეობით მერაბ ჯიქია  დგას საფრთხის წინაშე, რომ დაიწყება აღსრულება და მისი ბინა აუქციონზე  გაიყიდება. ბინის აუქციონზე გატანის თაობაზე მას აღსრულების ბიუროდან წერილი უკვე მიუვიდა, სადაც ბიუროს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ უფლებამონაცვლე პირია და იპოთეკარებისთვის კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად მისი ბინა აუქციონზე უნდა გავიდეს."

ჩნდება კითხვა:  რამდენად არის საქართველოში დაცული კერძო საკუთრება?

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ იძულებითი აღსრულების წარმოება ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის - მერაბ ჯიქიას მიმართ, რომელიც არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე, არის დაუშვებელი.

საკუთრება სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია. საკუთრების უფლება, უპირველეს ყოვლისა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით: "საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზოს სასამართლო პრაქტიკა და შეიმუშაოს სათანადო სახელმძღვანელო განმარტებები საკუთრების უფლების დაცვის, მესაკუთრისა და ე. წ. კეთილსინდისიერი შემძენის  ინტერესების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტს, დახვეწოს კანონმდებლობა იმგვარად, რათა პრაქტიკაში არ არსებობდეს მსგავსი სამართლებრივი კაზუსები, როცა სასამართლო ითვალისწინებს ე. წ. კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს, ხოლო მესაკუთრის ინტერესები ზარალდება სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო."- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...