დაჭრაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

სამართალი

დაჭრაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

2015 დეკ 11 02:38:54

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული გიორგი ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული ბექა ჯ, ხოლო მისმა შვილმა - 1983 წელს დაბადებულმა ალექსი ნ-მ ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ალექსი ნ, ასევე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი - დანები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე.




 ახალი ამბები
  • "გამოდი გარეთ და გავარკვიოთ", "დავბრიდავ მაგას" _ პლენარული სხდომა დაპირისპირების ფონზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გედევან ფოფხაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. ფოფხაძის გამოსვლამ უმრავლესობის წევრის დაჩი ბერაიას გაღიზიანება გამოიწვია და მიმართა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას ატარებს. დაპირისპირება ერთმანეთისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. "თუ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ და გავარკვიოთ", _ მიმართა გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას. დაპირისპირების დროს გედევან ფოფხაძის მხრიდან ბერაიას მიმართ იყო რეპლიკა: "დავბრიდავ მაგას..." წყარი: ... ...
  • ხარაგაულში მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავესხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შუახნის კაცი სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს. ბრალდებული სკოლის მასწავლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ... ...
  • როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებშითუ როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.  მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება: „საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ _ აღნიშნეს სამინისტროში. წყარო: ... ...
  • რას ამბობს ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახიავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი ფეიბუქზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც კატეგორიულად უარყოფს დაკრძალვის თარიღის გადაწევას წესის არ აგების გამო. „პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს, განვმარტოთ შემდეგი:გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისთვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს. ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისთვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებების“, _წერს სოციალურ ქსელში შორენა ... ...
  • სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას ვერ კრძალავენსამტრედიის რაიონში რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას ვერ კრძალავენ. 24 წლის შაკო ბარამიძე ავტოავარიაში 5 ნოემბერს დაიღუპა. ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას შაბათს, 9 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაკრძალვა ოჯახმა იმის გამო გადადო, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა შაკოსთვის წესის აგებაზე უარი თქვეს.ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს „გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის“ წესის აგება აკრძალული აქვს და ამბობს, რომ გარდაცვლილისთვის წესის აგების საკითხი სინოდმა უნდა გადაწყვოტოს. შაკოს „გირჩის ეკლესიის - ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა იმ მიზნით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?