სასამართლომ გიგა ფარტენაძის საქმეზე სამი პირი დამნაშავედ სცნო

gurianews.com

სამართალი

სასამართლომ გიგა ფარტენაძის საქმეზე სამი პირი დამნაშავედ სცნო

2015 დეკ 17 15:49:46

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი დამნაშავედ სცნო.

მოსამართლემ საჯელის სახედ და ზომად ლევან მოისწრაფიშვილს და  შოთა შანიძეს 11-11 წლით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 14 დაწესებულებაში, მსჯავრდებულებს  ლევან მოისწრაფიშვილს, შოთა შანიძეს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის  სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ფარტენაძემ  გონება  დაკარგა, აღნიშნული პირები აგრძელებდნენ მის ცემას გულმკერდის, კისრისა და სახის არეში და  ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. გიგა ფარტენაძე # 14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად  გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი სისხლის სამართლის  პასუხისგებაში 2014 წლის 26 მარტს მიეცნენ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 - ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით და მერვე ნაწილით წარედგინათ.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, შოთა შანიძეს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით,  საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ნახვა: 52


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...