მინისტრის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს და ევროკავშირის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

სამართალი

მინისტრის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს და ევროკავშირის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

2015 დეკ 18 21:57:34

 სასჯელაღარულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ ევროსაბჭოს და ევროკავშირის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროგრამის "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" - მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების დაკავების, მათზე ზრუნვის და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში მოყვანა, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი,  კრისტიან ურსე; პროგრამის ხელმძღვანელი, პიტენ დანისი და ევროსაბჭოს ექსპერტი, პიტერ ბარტლეტი.

თამარ ხულორდავას განცხადებით სამინისტრო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიატრიული ჯანდაცვის საკითხები ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

"სამინისტრო მზად არის ფსიქიატრიული ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს, რომელიც ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პრობლემები უკავშირდება, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ ხარვეზებსაც. არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გვექმნება. მსჯელობისას კი ისევ იმ მოსაზრებამდე მივდივართ, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საკითხის მარტივად გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა  ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო. ცნობილმა ექსპერტმა, ბატონმა პიტერ ბარტლეტმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ფსიქიატრიული ჯანრმთელობის სფეროს არეგულირებს და საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა. პიტერ ბარტლეტის განცხადებით სასჯელაღსრულების სისტემაში, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომების გამოყენება შეგვიძლია, რასაც სამოქალაქო სექტორში ვიყენებთ. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ჩვენთვის გამოსავალი." - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის ფარგლებში ევროსაბჭოს ექსპერტმა, პროფესორმა პიტერ ბარტეტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასებითი ანგარიში წარმოადგინა და შეხვედრის მონაწილეებს რეკომენდაციები გააცნო. პიტერ ბარტლეტის განცხადებით აღნიშნული რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში და სამართლებრივი საფუძვლების შექმნაში დაეხმარება.

"საქართველოს კანონმდებლობაში ბევრი კარგი, იმედისმომცემი კანონი არსებობს.  მინდა აღვნიშნო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავდადებული შრომა და მცდელობა, ყველაფერი კარგისკენ შეცვალონ" - განაცხადა პიტერ ბარტლეტმა.

პროგრამის მნიშვნელოვაზე ისაუბრა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ. მისი განცხადებით პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანდაცვის საკითხებისა და  ფისიქიკური ჯანმრთელობის პრობელემების შესწავლას.

"დახურულ პენიტენციურ დაწესებულებებში  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით  ანგარიში წარმოვადგინეთ, რომელიც   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. პროექტის განხორციელების პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროსთან  ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ანგარიშში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, პროექტის დასრულებას სამაგალითო შედეგი მოჰყვება" - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის დასრულების შემდეგ მალევე ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება და პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სფეროს მოიცავს.

(R)




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...