ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

სამართალი

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

2016 იან 21 16:11:11

საქართველოს მთავარი პროკურატურა 2015 წლის 28 მარტს მომხდარ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს. მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების კუთვნილ 154 სატელეფონო ანძაზე გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა ხსენებულ ანძებზე დაფიქსირებული 26 173 614 ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტ აქტივობა. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებული და გამოკვლეული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში განთავსებული საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 4900 საათს. გარდა ამისა, დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარებული იქნა დანმაშავე პირთა ამოცნობები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზები.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: 

"ბესარიონ ხარძიანის  განზრახ მკვლელობის  მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იმავე დღეს, ოლეკსანდრ დამეტოვი დროებით დაბინავდა ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩა N44-ში მდებარე სასტუმრო „GGS”-ში,  ხოლო ოლეგ დოევი  - ქ.თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ ბინაში. 

  2015 წლის 16 იანვარს, დამეტოვმა და დოევმა  კერძო პირისაგან, იქირავეს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ 2015 წლის 28 მარტამდე.

2015 წლის 18 იანვარს, პეკინის გამზირზე მდებარე "ჯორდანოს" მაღაზიათა ქსელში ო. დამეტოვმა შეიძინა ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის ამობრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი.

  2015 წლის 4 მარტს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მობილური ოპერატორის ოფისში დამეტოვმა და დოევმა ტელეფონის სიმ-ბარათებზე გაიაქტიურეს ინტერნეტ მომსახურების სერვისი.

  2015 წლის 15 მარტს, ხსენებულმა პირებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში, შეიძინეს "ჰონდას" მარკის ლურჯი ფერის მინი მოპედი და შავი ფერის ჩაფხუტი.

გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა მკვლელობაში ბრალდებული პირების მოპედით გადაადგილების მარშუტები 2015 წლის 15 მარტიდან (მოპედის შეძენიდან) მკვლელობამდე, ანუ 2015 წლის 28 მარტამდე პერიოდში. ამ მიზნით გამოკვლეული იქნა გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები და დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების მარშრუტების შესწავლის, დაზუსტებისა და მისი თვალთვალის მიზნით, დღის განმავლობაში  მოპედით მოძრაობას იწყებდნენ მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკის’’ ტერიტორიიდან, მიემართებოდნენ ვარაზის ხევის გავლით მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც მდებარეობდა ბესარიონ ხარძიანის სამუშაო ოფისი და თარხნიშვილის ქუჩის გავლით, მარაბდის ქუჩაზე მდებარე ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ასევე, მკვლელობაში ბრალდებულ პირებს შემუშავებული ჰქონდათ გადაადგილების მეორე მარშრუტი, რომლის მიხედვითაც მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებოდნენ ხვიჩიას, ბულაჩაურის, ვაჟა-ფშაველას, თამარაშვილის, ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩების გავლით მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ორივე მარშრუტის შემთხვევაში მკვლელობაში ბრალდებული პირები მოპედით გადაადგილებას ასრულებდნენ საწყის წერტილში - კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკთან", სადაც მდებარეობდა მათ მიერ დაქირავებული ბინა.

მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა მოპედით მოძრაობა დაიწყო კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარაზის ხევის გავლით ავიდა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო "საქართველოსთან" და თარხნიშვილის, ბარნოვისა და შატბერაშვილის ქუჩების გავლით გაემართა მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც დაყოვნდა რამოდენიმე წამით, შემდეგ დატოვა აღნიშნული ადგილი და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოძრაობდა მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე. 
იმავე დღეს, 12:20 საათზე, ბესარიონ ხარძიანი საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და მივიდა საქმიან შეხვედრაზე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო "საქართველოში’’. შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ოლეკსანდრ დამეტოვი მოპედით მოძრაობდა ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო „საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიებზე.

ხარძიანმა სასტუმრო "საქართველოს’’ მიმდებარე ტერიტორია დატოვა 13:43 საათზე და თარხნიშვილის ქუჩის გავლით გაემართა საკუთარი საცხოვრებელი სახლისაკენ, რა დროსაც ბარნოვის ქუჩაზე არსებულ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესარიონ ხარძიანის ავტომანქანას.
მარაბდის ქუჩა N25-ში, ავტომანქანიდან გადმოსული ბესარიონ ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც ბესარიონ ხარძიანს მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, დამეტოვი მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და ჩაფხუტი დატოვა კეკელიძის ქ. N23-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან, რუხი ფერის ნაჭრის ქუდი შემოაგდო ავტოფარეხის სახურავზე, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი და გაემართა რკინიგზის სადგურის მიმართულებით. 

გზაში, თამარ მეფის ხიდთან, ტაქსის მძღოლს მოთსხოვა გაჩერება, გადაუხადა მგზავრობის საფასური, გადმოვიდა ავტომანქანიდან, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის’’ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გამოძიების მიერ.  

ამის შემდეგ, ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ჩაირბინა თამარ მეფის ხიდთან არსებული კიბეები, რა დროსაც კვალის არევის მიზნით შემოიბრუნა ორმხრივი, ორფეროვანი ქურთუკი და ჩაჯდა MERSEDERS-BENZ E-კლასის მარკის ტაქსში, რაც დაფიქსირებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერებით. ხსენებული ტაქსით  თამარ მეფის ხიდისა  და  გმირთა მოედნის გავლით გადაადგილდა კოსტავას გამზირის მიმართულებით, ჩამოვიდა "ხალიკ ბანკთან" და ფეხით გაემართა ნაქირავები ბინისაკენ. იმავე დღეს, ბინიდან მათი მოულოდნელი წასვლის მოტივით დამეტოვი დაუკავშირდა ბინის მეპატრონეს და სასწრაფოდ თანამზრახველთან ერთად დატოვა ნაქირავები ბინა. 

დაახლოებით 15-16 საათისათვის ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი, პეკინის გამზირზე ჩასხდნენ "ფოლკსვაგენ ვენტოს" მარკის ტაქსში და გაემართნენ ორთაჭალაში მდებარე ავტოსადგურის მიმართულებით, სადაც იქირავეს „MERSEDERS-BENZ S"-კლასის მარკის ტაქსი და გაემგზავრნენ სარფში. 

იმავე დღეს, მკვლელობიდან რამოდენიმე საათში, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალნენ.
ო. დამეტოვის მიერ კეკელიძის ქუჩაზე მიტოვებული მინი მოპედიდან, ჩაფხუტიდან, ნაქსოვი ქუდიდან,  ასევე პეკინის ქუჩაზე დამეტოვისა და დოევის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზით აღმოჩნდა ერთმანეთის იდენტური. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იმავე დოკუმენტის გამოყენებით დატოვა ქვეყნის ფარგლები. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ.  
ჩადენილი დანაშაულისათვის ოლეკსანდრ დამეტოვსა და ოლეგ დოევს ბრალდება წარედგინათ ჯერ კიდევ 2015 წლის 26 აპრილს, კერძოდ: ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო ოლეგ დოევს წარედგინა ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

იმავე დღეს, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადდა შიდა ძებნა, ხოლო 2015 წლის 28 აპრილს - საერთაშორისო ძებნა.

2016 წლის 12 იანვარის დადგენილებით, ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის პირველი  ნაწილითა და  362-ე მუხლის პირველი ნაწილით. 
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ჩადენიდან რამოდენიმე დღეში, გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო დამნაშავე პირთა ვინაობა, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, დანაშაულის რეალური გარემოებების დადგენასა და ძებნილ პირთა მიმართ წარმოებულ დაკავების ღონისძიებების გატარებაში, პროკურატურის მიერ არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მიმართ გამოძიება დასრულებულია, ამოიწურა წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადა და საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები, ვინაიდან საქმეზე სასამართლოში უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა, რაც საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური  გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...
  • შესაძლებელია თუ არა სიგარეტზე ფასების მატებით მწეველების რაოდენობის შემცირებასიგარეტებზე ფასები ყოველწლიურად 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც იმატებს, 2016 წლის შემდეგ თამაბქოზე ფასები გაორმაგებულია, მაგალითად, 2016 წელს, ერთი კოლოფი „მალბორო“ თუ ღირდა 3 ლარი, დღეს მისი ფასი 6 ლარს შეადგენს, „პარლამენტის“ კი 4.30 ლარიდან 6.80 ლარამდე გაიზარდ. გაორმაგდა თუთუნის ფასიც. ეს გამოწვეულია, მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა,  ხოლო, უფილტრო(თუთუნი) აქციზის გადასახადმა მოიმატა. მთავრობის განცხადებით,  სიგარეტებზე ფასების მატება მიზნად ისახავს მოსახლეობაში მწეველების შემცირებას, თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგებიც გამოუჩნდა, საზოგადოების ნაწილის და ექსპერტების  განცხადებით, მწეველების შემცირება ამ რეგულაციებით ვერ მოხერხდება, პირიქით ეს  შედეგი, მხოლოდ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.  როგორც, კომპანია ,,ბრითიშ-ამერიკან-ტობაკოში“ აცხადებენ, დაუსაბუთებელია  ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ხაზს უსვანე იმ ფაქტს,  რომ სიგარეტით ვაჭრობამ “შავ ბაზარზე” გადაინაცვლა. მათი თქმით,  მწეველთა შემცირება,  შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევით. აღნიშნულმა რეგულაციამ კი ქვეყნაში არარეგალური სიგარეტის შემოდინება გამოიწვია.  “საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, მოწევას ამცირებს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევა. თუ ვინმე იტყვის, რომ სიგარეტს თავს დაანებებს საშინელი რეგულაციებით და აქციზის ზრდით, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაყიდვების შემცირებას, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ არალეგალური პროდუქტის ხარჯზე. არალეგალური  სიგარეტის შემოდინება გაიზარდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევები ამაზე მეტყველებს. არალეგალური სიგარეტის ორი შემოდინება იქნება რადიკალური ორი მიმართულებიდან: ერთი- რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და მეორე - სომხეთიდან. სულ მალე 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის 500 დოლარი იქნება. ასე რომ, არალეგალური სიგარეტის შემოტანის ცდუნება არის დიდი და ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, თუმცა მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება”,_  აცხადებენ კომპანიაში. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენად შესაძლებელია სიგარეტზე ფასების ზრდით, ადამიანებმა თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი   ფსიქიატრს,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილს  ესაუბრა. მისი განცხადებით, სიგარეტზე თავის დანებება ძალიან რთულია, რადგან  ადამიანისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით  მძიმე გამოწვევაა, ასევე აღნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი   მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ  ახდენს. _ ქალბატონო ნინო, რამდენად რთულია მწეველმა  თამბაქოს მოწევას თავი  დაანებოს? _თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება მარტივი არ არის - არც ემოციური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის მძიმე გამოწვევა ადამიანისთვის, მისი სხეულისთვის, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიეჩვია იმ „ქიმიურ“ სიმშვიდესა და სიამოვნებას, რაც ნიკოტინის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და თავის ტვინში დოფამინური სისტემის აქტივაციას მოჰყვება. ანუ მოწევის შეწყვეტა დამოკიდეულების ციკლის გახლეჩას გულისხმობს... მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მოტივაცია ბევრ ადამიანს აქვს, მხოლოდ 4-დან 7 პროცენტამდე თამბაქოს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთბაშად,  მკვეთრად შეწყვიტოს მოხმარება. ეს, ერთი მხრივ, ძლიერი ნებისყოფის  საკითხია. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება თავად თავის დანებებისას გამოვლენილ ე.წ. აღკვეთის მძიმე   სიმპტომებს, როგორიცაა   გაღიზიანებადობა,  შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მომატებული მადა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის სირთულე, კოშმარები ან ძილის პრობლემები... და ადამიანი, სწორედ ამ სიმპტომების გამო, კვლავ  სიგარეტის მოწევას იწყებს. _ თამბაქოზე ფასების მატება, ხელს თუ შეუწყობს მწეველების შემცირებას? _ დღეს არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. როგორც კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მაგალითად, 100%-ით სიგარეტის ფასის გაზრდა მხოლოდ 5%-ით ამცირებს მოზრდილ პოპულაციაში მის მოხმარებას. იაპონიაში 7 წლიანი დაკვირვებით ნაჩვენებია, რომ სიგარეტის 40%-ით გაძვირების შემდეგ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც თავის დანებების შემდეგ კვლავ დაიწყეს მოწევა, მცირედ  შემცირდა აქტიურ  მწეველთა რაოდენობა, მაგრამ მოხდა სხვა, “ნაკლებად საყვარელი გემოს“ ანუ უფრო იაფიან მოსაწევზე გადანაცვლება. _ თუ ფასების მატების მიუხედავად ადამიანები, ვერ შეძლებენ   მოწევის დანებებას, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის კუთხით თუ  შეექმნებათ  რაიმე სახის პრობლემა, როცა მოთხოვნილების  დააკმაყოფილებას ვერ ახერხებენ? _ დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, თუ ადამიანი მოწევას გააგრძელებს.  ადამიანი, რომელიც სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას წინასწარ დაგეგმავს, შემცირებს იმ სიტუაციებს (ე.წ. ტრიგერებს), რაც აცხოველებს სიგარეტის მიმართ მოთხოვნას -  უფრო თანმიმდევრულად და ნაკლები პრობლემებით შეძლებს მოწევისტვის თავის დანებებას.  მინდა ყველამ იცოდეს, რომ კარგი შედეგები უკვე ერთი საათის შემდეგ იწყება... 1 დღის შემდეგ გულის შეტევის განვითარების რისკი შემცირებას იწყებს, 2 დღის შემდეგ მცირედით აღდგება ყნოსვისა და გემოვნებითი შეგრძნებები; 5 წელიწადში - პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის სიმსივნის რისკი ნახევრდება და მკვეთრად მცირდება ინსულტის განვითარების რისკიც. 10 წელში - ფილტვის და პანრეასის კიბოთი სიკვდილის შემთხვევები ნახევრდება. ამიტომაც ყოველი დღე - უსიგარეტოდ გატარებული, აღქმული უნდა იყოს, როგორც წარმატება და ნებისმიერი ჩავარდნა - დამარცხებად არ უნდა აღიქვათ. როგორც ცნობილია, ფასების მატება 2024 წლამდე ისევ ... ...
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...