ნოდარ დუმბაძის თოფი იპოვეს
2010 დეკ 27 01:56:52
(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ზენობანში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი გაქურდეს და მწერლის ნაქონი თოფი მოიპარეს. ამ დღეებში გაირკვა, რომ სოფელ ხიდისთავში, ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში, მოპარული თოფი იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა ქურდი სერიოზულად დააფიქრა. საზოგადოებას მიაჩნია, რომ თოფის პოვნა კარგია, მაგრამ აუცილებლად უნდა იპოვონ დამნაშავე, რომ იგი საკადრისად დაისაჯოს.