შუამავლის მეშვეობით ვალის დაფარვის შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაგეკისროთ

სამართალი

შუამავლის მეშვეობით ვალის დაფარვის შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაგეკისროთ

2016 მარ 10 16:19:43

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაუფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.

როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შუამავლის მეშვეობით დადების შემთხვევაშიც კი, მსესხებელი კრედიტორის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა შუამავალთან.

სასამართლომ განმარტა, რომ მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ  ეს არ ხდება კრედიტორის  თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. მოვალეს ვალდებულების დარღვევის გამო,  დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, მოვალეს უფლება აქვს არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებისას, მოითხოვოს მისგან შესრულების უკან დაბრუნება არა რეგრესული მოთხოვნის, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) საფუძველზე.

„სამოქალაქო საქმე შეეხება ნ. ა.-ს სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ლ. მ.-ისა და მ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა, ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის მ. ნ.-ის შუამავლობით გაფორმდა სანოტარო აქტი „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზე ლ. მ.-ემ, როგორც „იპოთეკარმა“ ნ. ა.-ეს, როგორც „მესაკუთრეს“ სესხად გადასცა 5500 აშშ დოლარი, ორი თვის ვადით, 4% სარგებლის გადახდის პირობით. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ა.-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებელს მოსარჩელე გადაიხდიდა შუამავალ - მ. ნ.-თან. 26.02.2014წ.-ს ლ. მ.-ის მოთხოვნით ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიშიც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2013 წლის 01 აგვისტოდან 1800 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მას შუამავალ მ. ნ.-ის მეშვეობით, გადახდილი აქვს როგორც სარგებელი, ისე, ძირითადი თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო შუამავლის მეშვეობით,ამასთან, 11 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს იღებდა და გამსესხებელს გადასცემდა შუამავალი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებლისათვის სავარაუდო იყო, რომ შუამავალთან ვალდებულების შესრულებით, ვალდებულებას ასრულებდა კრედიტორთან. ამდენად, შუამავლის მიერ შესრულების მიღებით, შედეგები წარმოიშვა კრედიტორისათვის.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი ლ. მ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად საკასაციო პალტამ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ნ.ა.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

უზენაესმა სასამართლომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლით განმარტა, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ნორმის სწორი განმარტების მიზნებისათვის პირველ რიგში, იგი, განხილული უნდა იქნეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალურ ნორმებთან ერთობლიობაში. ამგვარი მიდგომა განპირობებულია სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტის თავისებურებით, რომლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების შესრულების წესი სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში,მიუხედავად იმისა, რომ „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“ გაფორმდა შუამავლის მეშვეობით, მოვალეს/მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება მაინც კრედიტორის/გამსესხებლის წინაშე უნდა შეესრულებინა, რადგან რაიმე მითითებას შუამავლისათვის ძირითადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არ შეიცავდა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესრულების მიღების ადრესატის განსასაზღვრად.            საკასაციო პლატის მიერ შუამავლისათვის თანხის გადახდაზე მოსარჩელის მითითება, კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებად არ იქნა მიჩნეული და განიმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ,  ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც  ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ მოვალეობებს, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

მოცემულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ვალდებულების სუბიექტებსა და ვალდებულების შესრულების სუბიექტბზე და განმარტა, რომ ვალდებულების სუბიექტებიყოველთვის არიან კრედიტორიდა მოვალე, ვალდებულებაკი მოვალის ნაცვლადშეიძლება შეასრულოს სხვაპირმა და შესრულებამიიღოს არა კრედიტორმა,არამედ სხვამ.როგორც წესი, მოვალე თვითონ ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. ზოგჯერ კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეუსრულებს მას ვალდებულებას - მოვალე თუ მესამე პირი. მისთვის მთავარია, მიიღოს შესაბამისი დაკმაყოფილება (მაგალითად, დაუბრუნდეს ვალი).

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ასრულებს ვალდებულებას, არამედ ისიც, თუ ვის მიმართ ხდება შესრულება.  ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება. ასეთად, პირველრიგში, ითვლება უშუალოდკრედიტორი. ამასთან, ესუკანასკნელი არ არისერთადერთი პირი, რომლისმიმართაც შეიძლება შესრულდესვალდებულება. ეს შეიძლებაიყოს კრედიტორის კანონისმიერიან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირისასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლებაგანისაზღვროს.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ  ეს არ ხდება კრედიტორის  თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება.  მოვალეს ვალდებულების დარღვევის გამო,  დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, მოვალეს უფლება აქვს არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებისას, მოითხოვოს მისგან შესრულების უკან დაბრუნება არა რეგრესული მოთხოვნის, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) საფუძველზე“, _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...
  • რა „უთხრა“ ელჩს „ნატვრის ხემ“ და რა უმღერეს მას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმაოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია. შეხვედრა ამაღელვებელი იყო. საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის. კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა  დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს. _ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში,  სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის  ხე“, რომელზეც  ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული. „ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“... _  უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“  მიბნეული სურვილები. შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია...“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს  სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს. ელჩმა ბენეფიციარებთან  ერთად სამახსოვრო ფოტოები ... ...
  • ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავესტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ​„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • “ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“ - გურული მაშველი დააჯილდოვესქალაქ ბათუმში, შედგა იმ მაშველების დაჯილდოება, რომლებმაც წყალზე სამაშველო ღონისძიებებში  განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი. გურიიდან სპეციალური სიგელი და ჯილდო გურიის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველს, ნოდარ კალანდაძეს გადასცეს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის, 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. “საგანგებო სიცუაციების მართვის სამსახურში 5 წელია ვმუშაობ. კერძოდ, გურიაში, ურეკის სანაპირო ზოლზე. წლევანდელ სეზონზე  40-ამდე ადამიანი მყავს გადარჩენილი, რისთვისაც, ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს.  ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“, _ თქვა დაჯილდოვების ცერემონიაზე ნოდარ კალანდაძემ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბათუმში სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...