რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის მიერ მოწყობილ დაკითხვებში

სამართალი

რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის მიერ მოწყობილ დაკითხვებში

3 მაი. 2012, 07:19:03
სახალხო დამცველის აპარატმა, კონტროლის პალატის მიერ მარტსა და აპრილში მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესის შესწავლა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ლევან ბეჟაშვილს რეკომენდაციებითაც მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

სახალხო დამცველის თქმით, საქმეების შესწავლის დროს არა ერთი უფლება დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ტუღუშის განმარტებით, დარღვევის ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არასისტემატიზირებულობით, ხოლო ნაწილი _ უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით.

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, ზემოაღნიშნული პროცედურების წარმოებისას, ხსენებული პირების ადვოკატებს, ზოგიერთ შემთხვევაში, არ მიეცათ შესაძლებლობა, სრულყოფილად განეხორციელებინათ საკუთარი უფლებამოსილება. ასევე, პრეტენზიები გამოითქმოდა მედიასაშუალებებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ უკანასკნელთ არ მიეცათ საშუალება, დასწრებოდნენ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესს. 14 მარტს, კონტროლის პალატის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა ამონარიდები გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებიდან, რომლითაც საჯარო გახდა ისეთი კერძო საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა ჯანმრთელობას, შემოსავლებს და სხვა კერძო საკითხებს", _ აღნიშნულია ტუღუშის მიერ ბეჟაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

სახალხო დამცველი ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ გამოსაკითხი პირებისთვის გაგზავნილ უწყებებში გარკვევით არ იყო მითითებული, რომ ადამიანებს მოწმის სტატუსით იბარებდნენ და მოქალაქეებისთვის გაგზავნილ უწყებებში მითითებული არ იყო ზუსტი მისამართი, სადაც უნდა მისულიყვნენ ახსნა განმარტების მისაცემად შესაბამისი პირები.

"მართალია, უწყებაში მითითებული იყო ქუჩა და შენობის ნომერი, მაგრამ მითითებული არ ყოფილა ქალაქი (მუნიციპალიტეტი). მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც, შესაძლოა, სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ დაბარებული იქნას მოწმის სახით ახსნა-განმარტების მისაცემად, დაკმაყოფილებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და იმ ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო", _ აღნიშნულია წერილში.

გიორგი ტუღუში მედიის მიერ დაკითხვების პროცესის გაშუქებასაც ეხება და აღნიშნავს, რომ "საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის აღნიშნულ საკითხთან (საქართველოს კონტროლის პალატაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება) დაკავშირებით მიცემულ ახსნა-განმარტებებში სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები აფიქსირებდნენ საქართველოს ცალკეულ ქალაქებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი და სხვა) საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების წევრების გამოკითხვისას ადმინისტრაციულ შენობებში მათი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და იმავდროულად, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის ფაქტებს, რასაც უკავშირებენ მხოლოდ კონტროლის პალატის საქმიანობას".

სახალხო დამცველი თავი წერილში სპეციალურ თავს უთმობს პროცესის საჯაროობას და მედიას: "საკითხთა შესწავლის დროს, ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესის საჯაროობასა და მედიასაშუალებებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს. მედიასაშუალებების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მათ შეეზღუდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: "ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით."

აღნიშნული დებულება აწესებს კონსტიტუციურ გარანტიებს ჟურნალისტური საქმიანობისათვის. იმავდროულად, ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება არ გულისხმობს სახელმწიფო ორგანოებს მიერ გახორციელებულ ნებისმიერ პროცედურებზე ჟურნალისტთა ან სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრების უზრუნველყოფას.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენს მიერ ვერ დადგინდა ჟურნალისტებისათვის მოწმეთა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესზე დასწრების საშუალების არმიცემის გამო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი, მიგვაჩნია, რომ ის ფორმა, რა სახითაც კომუნიკაცია ხდებოდა ჟურნალისტებთან, არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც საუკეთესო პრაქტიკა. ჟურნალისტები სამართლიანად გამოთქვამდნენ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ადმინისტრაციულ შენობებში, სადაც, როგორც წესი, ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე დაიშვებოდნენ, კონკრეტული საქმისწარმოების დროს დაუწესდათ შეზღუდვები. აღნიშნული კუთხით, მნიშვნელოვნად მივიჩნევ კონტროლის პალატის მიერ გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა მედიასაშუალებების დაინტერესებულ წარმომადგენლებს მიეცეთ ხელმისაწვდომობა სრულყოფილ ინფორმაციაზე მიმდინარე პროცესის შესახებ, თუ ასეთი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას", _ აღნიშნავს სახალხო დამცველი.

როგორც ჩანს, გიორგი ტუღუშს გურიისკენ არ გამოუხედავს და ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის შემთხვევები არ შეუსწავლია. ტუღუშმა, ალბათ, არ მოინდომა, თორემ აუცილებლად დაადგენდა ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებს. სახალხო დამცველმა არ იცის ან გამორჩა, რომ ჩოხატაურში, 13 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტების ადმინისტრაციულ შენობაში შენობაში არ შეუშვეს და განცხადების დატოვების საშუალებაც კი არ მისცეს. სხვათაშორის, ჩოხატაურში არსებული დარღვევები საჯაროდ დაადასტურა ლევან ბეჟაშვილმაც და აღნიშნა, რომ შეფერხებები მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. თუმცა, ჩვენ მიერ გადაღებული ვიდეო კადრები უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ 13, 14, 15 მარტს, გურიაში კონტროლის პალატამ ყოველგვარ ზომებს გადააჭარბა და ჟურნალისტებს არათუ დაკითხვაზე დასწრების საშუალება, არამედ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლებაც კი არ მისცა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

"მოწმეების და მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებულად მტკივნეულად იქნა აღქმული ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის შემდგომ დაცვის პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ჩატარებული დეტალური შემოწმება (არ იგულისხმება შემოწმება დეტექტორით), რომლის დროსაც თითოეული მოქალაქე ექვემდებარებოდა როგორც დეტექტორით, ისე ხელით შემოწმებას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდას, პირადი ნივთების ჩამორთმევას, რაც ცალსახად სცდება ადმინისტრაციულ შენობებში შესაბამისი ფუნქციის შესასრულებლად დაქირავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებს ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ეზღუდებოდათ პირადი უფლებები. აღნიშნული პირები მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევდნენ, გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ პირადი ნივთები (ტელეფონი, საათი, საქაღალდე და სხვა). შემოწმება ანალოგიური სახით უტარდებოდათ ადვოკატებს, რომლებსაც ასევე არ მისცეს საშუალება გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ ჩანთები, რომლებშიც ჰქონდათ საკანონმდებლო აქტები, რაც დაცვის უფლების ხელყოფის ტოლფასია," _ აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის განმარტებით, კონტროლის პალატის აღნიშნული მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. ტუღუში აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატამ, ნებისმიერი პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებისას, მკაცრად უნდა დაიცვას, როგორც კონსტიტუციის, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ინფორმაცია საჯარო გახადოს მხოლოდ შესაბამისი პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში: "ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოწმედ დაკითხული პირები და მათი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ, ხშირ შემთხვევაში, კონტროლის პალატის უფლებამოსილი პირები მათგან მოითხოვდნენ ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო გამოსაკვლევ საკითხთან. ჩვენს მიერ შესწავლილი ახსნა-განმარტებებიდან, რომლებიც არაიდენტიფიცირებადი სახით მოგვეწოდა კონტროლის პალატისგან, დასტურდება იმ ტიპის ინფორმაციის შეგროვებაც, რომელიც არანაირ კავშირში არაა გამოსაკვლევ საკითხებთან, მათ შორის აღსანიშნავია ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ და სხვა," _ წერს სახალხო დამცველი.

ტუღუში ბეჟაშვილს მიმართავს, რომ შეისწავლოს ყველა ის ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო 2012 წლის მარტსა და აპრილში მოწმეთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნებასთან და სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობის შემთხვევაში დისციპლინური წესით დასაჯოს შესაბამისი მოხელეები, რომლებმაც უზრუნველყვეს ახსნა-განმარტების მიმცემთა პირადი საიდუმლოების ხელყოფა.




 ახალი ამბები
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls