ე.წ. „ოდეერები" საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ - IDFI

სამართალი

ე.წ. „ოდეერები" საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ - IDFI

24 მარ. 2016, 22:38:20

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ე.წ. ოდეერების საქმიანობისა და კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია,  რომ ე.წ. "ოდეერები" საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ. 

 "გურია ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოში არსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ხელმისაწვდომობის სისტემა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს და გაეცნოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის მოცემულ ჩანაწერს 2015 წლის 27 ოქტომბერს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები "რომლის თანამდებობას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული" (ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა).

აღსანიშნავია, რომ არც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი და არც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა არ მოიცავს კონკრეტულ მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო. ნაცვლად ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში არის მითითება, რომ საიდუმლოს წარმოადგენს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. სადავოა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები ამჟღავნებდეს კონკრეტულ პირთა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კონფიდენციალური თანამშრომლობის ფაქტებს. ამასთან, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის აღნიშნული ჩანაწერი არის ძალზედ ბუნდოვანი და ანიჭებს მთავრობას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას შეზღუდოს წვდომა ქვემოთ ჩამოთვლილ იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციებთან, რომლებსაც არსებული მდგომარეობით ეკისრებათ ვალდებულება წარადგინონ დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროში:

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

5. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

იმის გასარკვევად, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო IDFI-მ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს. უწყების წერილი არ მოიცავს ჩვენს შეკითხვაზე პასუხს. ნაცვლად ამისა საჯარო სამსახურის ბიურომ მიგვითითა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაზე. აღნიშნული ნუსხა ადგენს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ცნობები სადაზვერვო, კონტრ-სადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურის, ფუნქციური მოვალეობებისა და მონაცემები ფარული თანამშრომლობის შესახებ, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს სპეცსამსახურების მუშაობის მიმართულებას და დაინტერესების ობიექტებს. ამასთან, მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მე-19 მუხლის ვ) პუნქტის მიხედვით, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ცნობები, რომლებიც გამოააშკარავებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებშისაქართველოს სპეციალური სამსახურების მოქმედი რეზერვის ოფიცერთა (Офицер Действующего Резерва - ОДР) მუშაობის ფაქტს, მათი საქმიანობის ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს.

დამატებით აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა (სულ 25 უწყება). მოცემული სია განსაზღვრავს იმ სახელმწიფო უწყებებს, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში ე.წ. "ოდეერები". მთავრობის მიერ იმ სახელმწიფო უწყებათა სიის განსაზღვრა, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში, დადებითად უნდა შეფასდეს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ამ ეტაპზე მეტად განჭვრეტადი გახადა ის სექტორი, სადაც შესაძლებელია, რომ მუშაობდნენ უსაფრთხოების ოფიცრები. მიუხედავად ამისა, როგორც ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, პრაქტიკაში შესაძლებელია მრავლად არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. "ოდეერები" საქმიანობას ახორციელებენ იმ უწყებებში, რომლებსაც არ მოიცავს ზემოთ მითითებული ნუსხა.

ამავე დროს, საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ. "ოდეერის" საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს, შესაბამისად, მათ არ ჰყავდათ ე.წ. "ოდეერი" და არც უნივერსიტეტს უნდა ჰყოლოდა.

თამარ სანიკიძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად დაასახელეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული ე.წ. "ოდეერები", რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები მაღალ თანამდებობას იკავებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრს, ღია წერილით მიმართა აგრეთვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა, რომელმაც წერილში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, მოითხოვა შესწავლილი ყოფილიყო ე.წ. "ოდეერების" საკითხი როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ისე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში.

ზემოთ მოყვანილი ფაქტების წარმოდგენის შემდგომ, IDFI შეეცადა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოერკვია, რამდენად ჰქონდათ კავშირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობის პირებს ე.წ. "ოდეერის" საქმიანობასთან.

სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ გეგუჩაძის 2016 წლის 7 მარტს განთავსებული ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება 2015 წელს წარმოადგენდა "სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში" სამმართველოს უფროსს. ამავე 2015 წელს, ზურაბ გეგუჩაძე ასევე იყო სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ზურაბ გეგუჩაძე წარმოადგენდა ე.წ. "ოდეერს", რომელიც კვლევის პერიოდისათვის დასაქმებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე იღებდა გარკვეულ შრომის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტი არ არის დაფიქსირებული და მის სამუშაო ადგილად მითითებულია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 66 895 ლარი, ხოლო 2015 წელს - 35 786 ლარი.

იმ უწყებებში, რომლებიც მთავრობის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს არ წარმოადგენენ, (მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლები), ე.წ. "ოდეერის" საქმიანობა ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. ხოლო, "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა შესაძლებელია წაართვას საზოგადოებას აღნიშნული პროცესის სრულყოფილი მონიტორინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, როდესაც შეიზღუდა წვდომა იმ პირთა დეკლარაციებზე, რომლებსაც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უკავიათ საიდუმლოების გრიფის მქონე თანამდებობა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შეიძლება მიენიჭოს გრიფი საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის გზით შეძლო IDFI-მ გამოევლინა ე.წ. "ოდეერების" არსებობა 2014 წელს ისეთ უწყებებში, როგორებიცაა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აგრეთვე, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ განვლილი წლების განმავლობაშიც მაღალი თანამდებობის მქონე ე.წ. "ოდეერების" ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხშირ შემთხვევაში პროაქტიულად არ იყო ხელმისაწვდომი და მათი მოძიება IDFI-იმ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროსგან გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად შეძლო. კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შემდეგ სუს-ის შესაბამისი დეპარტამენტისა და სამსახურების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მოძიება სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, ისე მათი მოთხოვნის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოცემული ცვლილება უნდა შეფასდეს, როგორც ანგარიშვალდებულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი.

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები, გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ ე.წ. "ოდეერები". აღნიშნული აუცილებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, აგრეთვე, უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე.

წყარო




 ახალი ამბები
  • ირინა ქარჩილაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქარჩილაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...