კახა კახიშვილმა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა


სამართალი

კახა კახიშვილმა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა

20 აპრ. 2016, 20:12:27

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა, რომლითაც პრობაციის ეროვნული სააგენტო არასაპატიმრო სასჯელის ახალ სახეს - შინაპატიმრობას აღასრულებს.

კახა კახიშვილმა დიპლომატებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და არასაპატიმრო სასჯელების შემოღების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სასჯელი ჯერჯერობით მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება, მაგრამ საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული ფორმის გამოყენება სრულწლოვანთა მიმართაც არის დაგეგმილი. სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს სერვევი, რომლის მეშვეობითაც შინაპატიმრობის განხორციელება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით 1000 პირის მიმართ იქნება შესაძლებელი.

კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  შეძლებისდაგვარად ნაკლები ადამიანი უნდა იხდიდეს სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ეს არ უნდა აისახებოდეს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებაზე და მთავრობა ამ მხრივ აქტიურად მუშაობს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მიიჩნევს, რომ  ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უმჯობესია  თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით ჩანაცვლდეს. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული მიდგომა ძალიან წარმატებით გამოიყენება როგორც ევროპულ ქვეყნებში, ასევე, ამერიკაში.

"პატიმრობის ნაცვლად ალტერნატიული სასჯელის არსებობა, მით უფრო კონტროლირებადი საშუალებებით, ვფიქრობ,  ძალიან კარგია, რადგან ერთის მხრივ პატიმრების რაოდენობის შემცირება მოხდება და მეორეს მხრივ, საზოგადოებას არ შეექმნება საფრთხე. სამინისტროს მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანამხმად, შინაპატიმრობის გამოყენება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით უკვე ზრდასრულ მსჯავრდებულებზეც იქნება შესაძლებელი,"- განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან იმ  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზეც ისაუბრა, რომლის ინიცირებაც ახლო მომავალში მთავრობის ხდომაზე  მოხდება. მათ შორის პირობით მსჯავრდებულების მიმართ სპეციალური  მოწყობილობის გამოყენებაზე, რომელიც ალკოჰოლურ თრობას ზომავს.

ადამიანები ხშირად დანაშაულს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების  ქვეშ სჩადიან.  ზოგიერთი 2-3 ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ არაადექვატური ხდება. თუ სასამართლოს დამატებითი აკრძალვის უფლება მიეცემა, რაზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ალკოჰოლურ თრობას გაზომავს და ასეთ პიროვნებას დაუწესდება სასმელის მიღების აკრძალვა.

მინისტრის განცხადებით, ელექტრონული მონიტორინგის ამოქმედებისა და ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ, შემცირდება როგორც მსჯავრდებულების რაოდენობა, ასევე  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სასჯელის ალტერნატიული ფორმის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ წარმოაჩენს.

ღონისძიების ფარგლებში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პირობით მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხის დამამუშავებელი საამქრო, სადაც პირობით მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. გამოფენა-გაყიდვაზე ხის სათამაშოები, სხვადასხვა ნაკეთობები, აქსესუარები და ავეჯი  იყო წარმოდგენილი.

"სისტემის გასაუმჯობესებლად პრობაციონერებისა და მსჯავრდებულებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, მუშაობის უნარების განვითარება საზოგადოებაში მათ შემდგომ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. მსჯავრდებულთა მიერ პროდუქციის შექმნა და მათი გამოყენება საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების აღდეგნის პრინციპებსაც ხელს შეუწყობს"- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში INL-ის მრჩეველმა ენტონი სტრეველერმა.

სასჯელის  ახალი სახის - შინაპატიმრობის  გამოყენება, სასამართლოების მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე დაიწყო.  შინაპატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ 6 თვიდან 1 წლამდე ვადით ინიშნება.  მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის აღნიშნული სახე შეეფარდება,  შესაძლებლობა ექნება სასჯელის მოხდის პერიოდში არ მოწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, სწავლას, სპორტულ თუ სხვა მსგავი სახის აქტივობებს. ასევე, გადაადგილდეს ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრულ დროს.

(R)




 ახალი ამბები
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...
  • როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებშიამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში. ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მარინა ცინცაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პასუხი, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება. „ვერ გეტყვით, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ კვირაში, სავარაუდოდ, შევხვდებით მერიას ეპიდემიოლოგებთან ერთად და გადავწყვეტთ. ალბათ, ამ კვირაში გვექნება ამაზე პასუხი“,_ გვითხრა ცინცაძემ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაღების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს. „მიმდინარეობს ბაღის თანამშრომლების ტესტირება. გრაფიკი გვაქვს შედგენილი, რომელი ბაღი როდის მივიდეს ტესტის გასაკეთებლად. სავარაუდოდ, 10 დღეში ყველა თანამშრომლის პასუხი გვეცოდინება“,_ გვითხრა ... ...
  • ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე განბანვის ტრადიციული რიტუალი ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე მდინარეში განბანვის ტრადიციული რიტუალი? _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მიმართა.  დეკანოზის თქმით, კომენდანტის საათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი არ არის ჩატარდება  თუ არა განბანვის ტრადიციული რიტუალი. „გადაწყვეტილი არ გვაქვს. ღამით კომენდანტის საათია და თავს ვიკავებთ, უხერხულია. დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩავატაროთ“,_ გვითხრა მამა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....