რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა

სამართალი

რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა

2016 აპრ 21 14:30:45

შემოსავლების სამსახური ჯორჯიან მანგანეზს 200 მილიონი ლარის გადახდას აკისრებს.

უმსხვილესმა ექსპორტიორმა კომპანიამ, ჯორჯიან მანგანეზმა ხელისუფლებასთან დავა წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების პოზიცია გაიზიარა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა. საუბარია, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ შპს “ჯორჯიან მანგანეზსა” და შემოსავლების სამსახურს შორის სამართლებრივ დავაზე. დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე საკითხი. მათ შორის, კვებაზე, შლამზე და წიდაზე არსებული დანაკარგები.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კერძო კომპანიის დაჯარიმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ჯორჯიან მანგანეზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია, ის Georgian American Alloys-ის წევრია. “ჯორჯიან მანგანეზი” აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

1) ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმოს.

2) ზესტაფონის ფეროშენდობებისა და სილიკონმანგანეზის ქარხანა.

3) ჰიდროელექტროსადგური ვარციხეჰესი, რომელიც ელექტროენერგიით ჭიათურის საბადოსა და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნებს ამარაგებს. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორიცაა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური “ჯორჯიან მანგანეზის” 2012 – 2015 წლების საქმიანობით დაინტერესდა, სამსახურმა ამ პერიოდის ფინანსური ანგარიშგეგებების შესწავლის შემდეგ კომპანიას ჯარიმა დააკისრა.

დავა სხვადასხვა ეპიზოდს, მათ შორის ჭიათურის მაღაროს მიმდებარედ არსებულ ნარჩენებსაც შეეხებოდა, შემოსავლების სამსახურის პოზიციით ნარჩენებიც ისეთივე პროდუქციას წარმოადგენდა, როგორც მადნეული და მის დაბეგვრასაც მოითხოვდა. “ჯორჯიან მანგანეზმა” შემოსავლების სამსახურს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიების ოთხეულიდან ორის Ernst & Young-ისა Pricewaterhousecoopers-ის აუდიტორული დასკვნებიც წარუდგინა, თუმცა ისინი შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა.

საქმე ეხება, წარმოების შედეგად დარჩენილი გამოუსადეგარი ნარჩენის შემოსავლად აღებას. კერძოდ, ის ნარჩენი, რომლის უტილიზაციისთვისაც კომპანია დამატებით ხარჯებს იღებს, შემოსავლების სამსახურმა აღიარა მატერიალურ ფასეულობად, გაუთანაბრა ნედლეულს და მიანიჭა საბაზრო ღირებულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი კანონების თანახმად კი, თუ კომპანია მოახდენს ისეთი ნივთიერების მატერიალურ ფასეულობად აღრიცხვას, რომელსაც რეალურად ფასეულობა არ გააჩნია, ეს განიხილება აქტივების ხელოვნურად გაზრდის მცდელობად, არის დანაშაული და შესაძლოა კომპანიის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან ხვედელიძის თქმით, “ჯორჯიან მანგანეზს” დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც შემოსავლების სამსახურმა ნარჩენების მარაგებად გათვალისწინების დროს კომპანიის აქტივები ხელოვნურად გაზარდა, რაც ფინანსურ დარღვევას წარმოადგენს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი მოცულობის ჯარიმას შეუძლია მთელი ინდუსტრია შეაჩეროს და ასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს.

,,მაშინ როდესაც მძიმე მრეწველობის დარგი არის კრიზისში, მაშინ როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტის მაჩვენებლები და დარგს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, – სწორედ ამ დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლო დარგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას 200 მილიონიან საურავს არიცხავს. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილება. მ

ე ბოლო თვეების განმავლობაში ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, მოვისმინე ორივე მხარის არგუმენტები და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლე იყო ტენდენციური. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” სასამართლოს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიების აუდიტორული დასკვნები წარუდგინა. აქ საუბარია ისეთ კომპანიებზე როგორიცაა Ernst And Young, Pricewaterhousecoopers და BDO. საკითხები რომელსაც დავა ეხებოდა, დარგში მოღვაწე ყველა კომპანიისთვის აქტუალურია, ხოლო შემოსავლების სამსახურის პოზიცია კი არის არასწორი და მეტსაც გეტყვით კანონსაწინააღმდეგო”, – აცხადებს სულხან ხვედელიძე.

საქსტატის მონაცემებით, მეტალურგიის დარგში პრობლემებია, 2015 წელს ფეროშენადნობების ექსპორტმა 194 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით ნაკლებია, ასევე შემცირებულია ფოლადის წნელების (არმატურა) ექსპორტიც, რის გამოც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა კრიზისშია.

წყარო: bfm.ge




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...