ვინ გაავრცელა ეკა მიშველაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია

სამართალი

ვინ გაავრცელა ეკა მიშველაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია

21 აპრ. 2016, 22:24:49

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის საქმე მთავარი პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა. 

ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"2016 წლის 16 მარტს, მოქალაქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იქნა, რომ პირადი მიმოწერის გავრცელებაში შესაძლებელია იკვეთებოდეს შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის ბრალეულობა. ეკატერინე მიშველაძე დღეს დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში, სადაც გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა.

საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შსს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ პირადი მიმოწერის გავრცელება მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოხდა.

საია მიიჩნევს, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს სამინისტროსათვის გადაცემა  იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას.

 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებას პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ეკატერინე მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საქართველოს პროკურატურას", _ აღნიშნულია საიაას განცახდებაში.




 ახალი ამბები
  • ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბანკზე თავდამსხმელს ჯერ კიდევ ეძებენშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...