"ჩაწყობილი გრანტები" ბიუჯეტის ფულით - "ახალგაზრდა ადვოკატები" ცესკოს წინააღმდეგ

სამართალი

"ჩაწყობილი გრანტები" ბიუჯეტის ფულით - "ახალგაზრდა ადვოკატები" ცესკოს წინააღმდეგ

2016 მაი 5 16:27:14

ქვეყანაში, საბიუჯეტო ფულით, ე.წ. "ჩაწყობილი გრანტების" ეპოქა უნდა დასრულდეს და პროცესი გახდეს გამჭვირვალე, ნამდვილი, ობიექტური. ბიუჯეტის ფული არ არის არც სწავლების ცენტრის დირექტორის პირადი მოხმარების საგანი, რომ მან საკონსკურსო კომისიის სახელით, მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს, რომლებიც დღემდე გამოირჩევიან პარტიული კუთვნილებით ან ორგანიზაციები, რომლებსაც სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირველ პირებთან ახლობლურ–მეგობრული  ურთიერთობები გააჩნიათ – აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებობს კანონიერი მოლოდინი, ე.წ. "ჩაწყობილი გრანტების" საქმე წარმატებით დასრულდეს.

2016 წლის 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მიმართ, "ახალგაზრდა ადვოკატების" პრეცედენტულ დავაზე, საქმისწარმოება უკვე დაასრულა. სასამართლო საქმეზე სარეზოლუციო ნაწილს 2016 წლის 18 მაისს გამოაქვეყნებს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მოითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის "ყველა ხმა მომგებიანია" დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულება #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება. ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის სხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე.

"საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 4 მაისის მდგომარეობით, "ახალგაზრდა ადვოკატების" უკვე ხუთი შუამდგომლობიდან, ხუთივე დააკმაყოფილა. სასამართლომ საქმეს დაურთო:

  • მტკიცებულება - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის #03-03/1514 წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, 2015 წლის 12 აგვისტოს, ცესკო-ს სხდომაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციის ის თანამშრომლები, რომლებსაც ცესკოს მხრიდან, ანალოგიური ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ სხდომაზე, 2015 წლის 5 ნოემბერს, საშუალება არ მიეცათ პროცესს დასწრებოდნენ. მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირდაპირ დაარღვია კანონი - საქმის საჯაროობის პრინციპი, რაც სადაო გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია.

  • მტკიცებულება - საარჩევნო კამპანიებსა და არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა აქტიურობის გაზრდის ერთ-ერთი მოტივაციის გათამაშებების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ დოკუმენტური მასალები. ჩვენს შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ დასავლეთში დამკვიდრებული პრაქატიკა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, რაც გახდა ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის განმსაზღვრელი. შესაბამისად, სასამართლოს უკვე ექნება სრული წარმოდგენა, თუ რა პრეცედენტების დამკვიდრებას სურდა "ახალგაზრდა ადვოკატებს" წარდგენილი პროექტით;

  • მტკიცებულება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013, 2014 და 2015 წლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ "საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში" ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიშები. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსში გაცემული სახელმწიფო თანხები არამიზნობრივადაა შეფასებული. ზემოაღნიშნული საანგარიშო პერიოდი სწორედაც "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ სადაოდ მიჩნეულ წლებს წარმოადგენს. ორგანიზაციას 2013, 2014 და 2015 წლებში, სწავლების ფონდმა, არც ერთი პროექტი არ დაუფინანსა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სწავლების ცენტრი მოქმედებდა და მოქმედებს სუბიექტური შეხედულებებით, სამოქალაქო ორგანიზაციებთან პირადი განწყობებით და ხელმძღვანელობს საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებთან ახლოს მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებით. საქმეზე თანდართული დოკუმენტები, თავისი შინაარსით, სკანდალურია. შესაბამისად, მისი გაცნობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, კიდევ უფრო მეტად იზრდება.

  • "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ საქმეზე მეოთხე შუამდგომლობა მდგომარეობდა სასამართლო სხდომებზე ფოტოგადაღების განხორციელების ნებართვასთან დაკავშირებით. მოთხოვნა დასაბუთდა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (1) მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. მოსამართლემ მეოთხე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მიიღო. შუამდგომლობა მაღალი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გადაწყდა და დასაბუთდა, რომ საჯაროობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური პრინციპია, რომელიც მაღთლმსაჯულებას უნდა უზრუნველყო. შესაბამისად, ორგანიზაციას შემდგომი სხდომების ფოტოგადაღების ნებართვა მიეცა.

  • "ახალგაზრდა ადვოკატების" მეხუთე შუამდგომლობა სწავლების ცენტრის მხრიდან 2010-2015 წლებში, საგრანტო პროექტებში გამარჯვებული და მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობა.

შეძლებს თუ არა სასამართლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გამოცხადებული დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შეცვლას, 18 მაისს გახდება ცნობილი. საქმეს მოსამართლე დავით წერეთელი განიხილავს", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკოს პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...