არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიციელების დასჯას ითხოვს

gurianews.com

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიციელების დასჯას ითხოვს

2016 მაი 31 15:52:49

ლგბტ აქტივსტების დაკავების საქმეში პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოქცევის ფაქტებზე  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შსს-ს გენინსპექციას მიმართავს და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ EMC განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 17 მაისს, თბილისში, ლგბტ აქტივსტების დაკავებისას პოლიციელებმა კანონი დაარღვიეს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2016 წლის 17 მაისს დაკავებულილგბტ აქტივისტებისა და სხვა პირის (რომელიც არ მონაწილეობდა პროტესტის დაგეგმაშვი) სახელით პოლიციელების არასათანადო ქცევის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა. კერძოდ, განცხადებაში, დაკავებული პირებისგან აღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე, EMC უთითებს დაკავების არამართლზომიერი გამოყენებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტებზე და შსს-ს გენერალურ ინსპექციას საქმის შესწავლასა და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს.  

მას შემდეგ რაც 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს,დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ ლოიალობის გამო, სახელმწიფომ ლგბტ თემსა და აქტივისტებს კვლავ არ მისცა საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის, რამდენიმე ლგბტ აქტივისტმა საკუთარი  კრიტიკის დაფიქსირება საპატრიარქოს შენობასთან კრიტიკული წარწერების გამოყენებით სცადა.  17 მაისს გამთენიისას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა შსს-სთანამშრომლების ჯგუფმა ლგბტ აქტივისტები და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, სტენსილების გაკეთების დროს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-მსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება -"სხვადასხვა სახის ნახატების და წარწერების ისეთ ადგილზე შესრულება, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი") მუხლის 1-ლი ნაწილისა და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხვნისადმიდაუმორჩილებლობა) მუხლის საფუძველზედაკავებული პირები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. სასამართლოს წინაშედაკავებული7 პირის ინტერესებს EMC და ადვოკატი ნინო ბოლქვაძე იცავენ. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე არ დასრულებულა.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ახსნა-განმარტებების შესაბამისად,პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადმინისტრაციული წესით განხორციელებული დაკავებისას, ისევე როგორც პოლიციის განყოფილებაში ყოფნისასდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიგადაყვანის დროს, დაირღვა პოლიციის ფუნქციონირების პროცესში დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპები. აღნიშნული დარღვევები მათ შორის  გამოიხატაშემდეგ ფაქტობრივ გარემოებებში:

· ადმინისტრაციული წესით  დაკავების მიმდინარეობისას დამკავებელ  პოლიციის თანამშრომლებსძირითადად სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. აღნიშნული გარემოების, ასევე პოლიციის ქცევისა და აქტივისტებთან მათი არასათანადო კომუნიკაციის გათვალისწინებით, დაკავებულმა პირებმა ვერ შეძლესდამკავებელი პირების პოლიციის თანამშრომლებად იდენტიფიცირება. ცხადია, ეს გარემოებები თავის მხრივ მიუთითებს, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაკავებულთა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის  უსაფუძვლობაზე;

· პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულების მიმართ დაკავების აუცილებლობის პირობების არ არსებობის მიუხედავად, არ გამოიყენეს ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები (გაფრთხილების მიცემა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენადა ა.შ) და პირდაპირ რეპრესიული ინსტრუმენტებს მიმართეს;

· პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულებს, მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ განუმარტეს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის გათვალისწინებული უფლებები და არ მისცეს ადვოკატთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;

· პოლიციის განყოფილებასა და სასამართლოში გადაყვანისას დაკავებულების მიმართ,  პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გამოვლინდა ჰომოფობიური ენის გამოყენებისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის უხეში ფაქტები. მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ პირებთან კომუნიკაციის დროს გამოიყენეს შემდეგი ფრაზები: "შენ არ იცი შენნაირებს რას ვუშვები! [..]მრცხვენია, რომ მე ქალი ვარ და შენ კაცი!...[..] ამისნაირები [იგულისხმება ლგბტ თემის წევრები] უნდა ჩალპნენ და მოკვდნენ". ასევე ფრაზები: "[..]ჯერ არის მისი რელიგია და პატრიარქი და მერე სამსახური და ყველაფერი სხვა."

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები პირდაპირ აიდენტიფიცირებენ იმ პოლიციელებს, რომლებმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთეს.

EMC მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად ჰომოფობიური ენის გამოყენება საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მარგინალიზებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკნინებას განაპირობებს. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზების პრობლემაზე მიანიშნებს, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფაქტებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისა და კანონის დაცვის მოლოდინს სპობს. თავის მხრივ, განსახილველ საქმეშიპოლიციის თანამშრომლების მიერ კანონისა და ეთიკის ნორმების უხეში უგულებელყოფა და ჰომოფობიური განცხადებები, აქტივისტების დაკავებისა და სამართალდარღვევის შეფარდების პროცესში უკანონო და რეპრესიული მიდგომის სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემის მიუხედავად, EMC, იმედოვნებს, რომ შსს-ს უზრუნველყოფს საქმის სამართლიან და ჯეროვან განხილვას და კონკრეტული პოლიციელებისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, EMCმიიჩნევს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შსს-მ მიიღოს სპეციალური პოზიტიური ზომები პოლიციაში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით", _ აღნიშნულია განცხადებაში.


ნახვა: 11


 ახალი ამბები
  • მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპათემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.  ახალგზარდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაცვის თანამშრომლების თქმით, უსაფრთხოების ზომები მშენებარე ობიექტზე დაცულია. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დაშავებულს შესაძლოა, საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა. როგორც ისინიამბობენ, შენობიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის ... ...
  • ოზურგეთში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმართება. თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხს იხილავენ. საჯარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ. აღნიშულთან დაკავშირებით მერიის საფინანსო სავიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი საუბრობს. ხელფასები ეზრდებათ, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალებმა“ პროტესტი გამოთქვეს. ბესო ქათამაძის თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ პროექტს, რის მიხედვითაც თანამდებობის პირებს ხელფასები უნდა გაეზარდოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ისინი ვალდებული არიან როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებზე საშტატო ნუსხა დაამტკიცონ. ქათამაძის თქმით, ხალხზე უნდა ვიზრუნოთ ხალხი ნაგავში იქექება, საჭმელი არ აქვთ, თქვენ კი ხელფასებს იზრდით. _ თქვენ წაგართვით რამე? _ მიმართა ქათამაძეს დეპუტატმა გოჩა კილაძემ. _ არ მოგცათ მერმა პრემია და ხელფასებს ითხოვთ, _ უპასუხა ქათამაძემ. _ ვინ კითხავს მერს პრემიების დარიგებას?! _ თქვა კილაძემ. _ მაიმუმი კაცი ხარ, _ მიმართა კილაძემ ქათამაძეს. _ მაიმუნიც ხარ და უზრდელიც, _  უმალვე უპასუხა ქათამაძემ. „ნაციონალებსა“ და „ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. დამოუკიდებელმა დეპუტატი მაია ზოიძე დაინტერესდა თუ თანამდებობის პირებს ეზდებათ ხელფასი, რატომ არ გაიზარდა თანაშემწის ხელფასი? ამ კანონს მიხედვით, მათ უფლება აღარ ექნებათ მიიღონ პრემია-დანამატი. ყველამ ვიცით,  უამრავი სოციალურად გაჭირვებულია. ამ კანონის მიღება-არმიღებით მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ მივიღოთ. აღნიშნულ პროექტს „ნაციონალი“ დეპუტატების გარდა მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა და ჩინოვნიკებს ხელფასები ... ...
  • ,,პირთა წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონი დამაზიანებელია მედიაგარემოსთვის ფართოა“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  „ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნატა ძველაშვილი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას და ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სამოქალაქო სექტორის,  მედიასაშაულებების, პრეზიდენტისა და მმართველი გუნიის გარგვეული წევრების  შენიშვნებს გაითვალისწინებს. როგორც ქარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ შემუშავებულ კანონპროექტში საკამოდ ბევრი ხარვეზია, რაც მედიაგარემოს განვითარებას საგრძნობლად აფერხებს. ,,იმედი მაქვს, უმრავლესობა გაითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების,  მაუწყებლების, პრეზიდენტისა და მათი კოლეგების შეხედულებებს. იმ პირთა  წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ  ეს კანონი  დამაზიანებელია მედია გარემოსთვის ძალიან ფართოა. არ შეიძლება უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი განხილვების გარეშე ვეტო დაძლიონ ან არ დაძლიონ. ვფიქრობ, პარლამენტარები საკითხში კარგად უნდა  გაერკვნენ, თუკი აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. ჟურნალისტურ ეთიკის ქარტია და ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები ამ ინიციატივის რეგისტრაციის დღიდან ვთვლიდით, რომ  კანონპროექტში ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობდა. მაგალითად, ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერების საერთო სისტემიდან გამოსვლა, რომლის გათვალიწინებით,  ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა თვალი ვადევნოთ თუ როგორ განკარგავს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას და რა პრინციპით იხელმძღვანელებს, როდესაც კონკრეტულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს. მეორე საკითხია სარეკლამო შემოსავლების ზრდა, მაუწყებელი საბიუჯეტო დაფინანსებიდან ზრდასთან ერთად სცდილობს, მიიღოს გაზრდილი სარეკლამო შემოსავალი  იმ ფონზე, როცა საქართველოში სარეკლამო ბაზარი მკვეთრად მცირდება და პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი მაუწყებელი კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს  კომერციულ ბაზარზე.  ვფიქრობთ, რომ ძლიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად საზოგადოებისთვის არანაკლები სიკეთეა  ძლიერი კეთილმაუწყებლების არსებობა. მესამე პრობლემური საკითხია სტარტაპები, რატომ იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებას  კერძო კომპანიების დაფინანსებისა, მაშინ, როდესაც  ქვეყანაში სტარტაპების დაფინანსების სისტემა ისედაც არსებობს“, - განაცახდა ნატა ძველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების შენიშვნები გაითვალისწინონ და ვეტო არ დაძლიონ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას 52 - მა  მედიაორგანიზაციამ მოაწერა ... ...
  • ბაღებში ბავშვების დატოვების დრო შეიძლება გახანგრძლივდესმუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა, მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ, _ ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში შევხვდი მშობლების გარკვეულ ნაწილს, თითეული ბაღის წარმომადგენლებს და ბაღებში გახანგრძლივებული სერვისის შემოღების ინიციატივა 200-მდე მშობელს ჰქონდა. კერძოდ, საუბარი იყო 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში დამატებითი სერვისის დანერგვაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და გარკვეული კონცეფციის შემუშავებაზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა ... ...
  • პოლიცია თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდათბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. წავლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც შენობაში სამართლდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.  სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. „ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინება არასწორად იყო შესული. ჩვენს სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ბათუმის 22-ე სკოლაზე“, _ განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. თბილისის 22-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დროისთვის განახლებულია. ... ...

არქივი

ზაფრანი

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...

უცნაური იტალიური ქორწილი

იტალიურ სოფელ კაზალ-დი პრინჩიპეში უცნაური...

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

დაბნეული გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...