"ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძველს ურყევს" - კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე

სამართალი

"ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძველს ურყევს" - კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე

3 ივნ. 2016, 17:18:23

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნების საკითხს ეხმაურება.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტების ავტორებისა და პარლამენტის წევრთა ნაწილის ნაჩქარევი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების გამო, არსებითი საფრთხის წინაშე დგას კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რაც ასევე დაადასტურა ვენეციის კომისიის წინასწარმა მოსაზრებებმა.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოქვეყენებული მოტივირებული შენიშვნები, მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავს საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგალითად, შენიშვნებში არ მოხვდა ისეთი კრიტიკული საკითხი როგორიც არის ნორმის მოქმედების შეჩერება მხოლოდ სასამართლოს პლენუმის მიერ.

ამასთან, მიუხედავად ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის თანმხვედრი და ერთგვაროვანი კრიტიკისა პრეზიდენტის წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტი შინაარსობრივად კვლავ ინარჩუნებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის უფლებამოსილების შეზღუდვის, ისე პლენუმის გაზრდილი კვორუმისა და გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესებს.

იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაუკმაყოფილებლობა პოლიტიკური ხელისუფლების შტოებისთვის ყველაზე სასურველი შედეგია, ამ შედეგის სასამართლოს უმცირესობის მეშვეობით მიღწევის შესაძლებლობა ახალისებს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას.  საბოლოოდ, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, არამხოლოდ სასამართლოს არაეფექტურობას იწვევს, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ შტოებს უბიძგებს, სასურველი შედეგის მისაღებად, სასამართლოს უმცირესობაზე კონტროლი დააწესონ, რაც თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძველს ურყევს. 

არსებული მდგომარეობით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტში პრობლემურად რჩება:

პლენუმის კვორუმი - შენიშვნებში მითითებულია, რომ პლენუმის კვორუმი უნდა შეიცვალოს. თუმცა, მოქმედი წესისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების მისაღებად, საჭირო იქნება არა სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, არამედ პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს 1 მოსამართლით ზრდის.

შენარჩუნდება ცვლილებებით გათვალისწინებული მაღალი კვორუმი (სხდომას უნდა ესწრებოდეს არანაკლებ 7 მოსამართლე, ხოლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მინიმუმ 6 წევრმა ანუ 2/3-მა) რიგ შემთხვევებში, მათ შორის, როდესაც დავა ეხება ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს.

მიგვაჩნია, რომ ორგანული კანონის კონსტიტუციურობის განხილვა მაღალი კვორუმით,  ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ეფექტურობას უკარგავს კონსტიტუციურ კონტროლს. ამ დანაწესის პრობლემურობა ვენეციის კომისიის დასკვნაშიცაა აღნიშნული, რომლის თანახმადაც,  ,,პლემუნის მიერგადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო მინიმუმ ექვსი ხმის მოთხოვნა უნდა შემცირდეს.’’ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი კვორუმი და კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი ვენეციის კომისიის მოსაზრებითაც თანაბრად პრობლემურია ყველა შემთხვევაში, მიუხედავად გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ადგილისა ნორმატიულ იერარქიაში.

პლენუმისთვის საქმის გადაცემა - საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ნებისმიერ წევრს შესაძლებლობა ექნება, საქმის განხილვის და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს საქმის გადაცემა პლენუმისთვის. 

ვენეციის კომისიის შეფასებით, ერთი მოსამართლისთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების მიზანი გაუგებარია და გონივრული იქნება ეს უფლებამოსილება ქონდეს საქმის განმხილველი კოლეგიის უმრავლესობას.

ამასთანავე, პლენუმს უარის სათქმელად, 5 მოსამართლის ხმა სჭირდება, რაც უკვე წარმოადგენს განსაკუთრებულ პროცედურულ დაბრკოლებას და ხელს უშლის სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას.

ეს მექანიზმი კოლეგიის უმცირესობაში მყოფი წევრისთვის შესაძლებლობას ქმნის, საქმის პლენუმზე გადაცემის გზით, თავიდან აირიდოს სარჩელის დაკმაყოფილების შედეგი (პლენუმის მიერ გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესის გათვალისწინებით). ინდივიდუალური მოსამართლისთვის მსგავსი ძალაუფლების მიცემა ახალისებს პოლიტიკურ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალურ წევრებზე ზეწოლისკენ, რამდენადაც კოლეგიის მხოლოდ ერთი წევრის მოქმედებით, შესაძლებელი ხდება, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელის  დაკმაყოფილების გაჭიანურება.

ნორმის შეჩერება - პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვითაც კი, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება კვლავ პლენუმის კომპეტენციაში რჩება, თუმცა 6 მოსამართლიდან  5 მოსამართლემდე მცირდება იმ ხმების ოდენობა,  რაც ნორმის შეჩერებისთვის არის საჭირო.

თავის მხრივ, ვენეციის კომისია მიუთითებს: „ლოგიკას მოკლებულია, რომ შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც თავისი ბუნებით საჭიროებს დროულ რეაგირებას მიღებულ უნდა იქნეს გაცილებით გართულებული პროცედურით, რაც გულისხმობს კოლეგიის მიერ პლენუმისათვის  საქმის გადაცემას და შემდგომისევ გადმოცემას საბოლოო გადაწყვეტილებისათვის“. ასევე გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა სასამართლოს იმ შემადგენლობას, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს თავად ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოში გამოთქმული შენიშვნების ასახვის შემთხვევაშიც კი, ნარჩუნდება მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რაც არსებითად აზიანებს კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებას და საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას.  სამწუხაროა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციების, ექსპერტების, ვენეციის კომისიის დასკვნების მიუხედავად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ უზრუნველყვეს აღნიშნული რისკების განეიტრალება.

აქედან გამომდინარე,  კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლის შემთხვევაში, კოალიცია გეგმავს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა თავად სასამართლომ შეაფასოს შეესაბამება თუ არა ახალი რეგულაციები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციით განმტკიცებულ   პრინციპებს", _აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?