საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

2016 ივნ 8 16:40:32

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" და საქართველოს კანონში "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნოთ მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებიტ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ "საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო მრავლად შეიცავს ისეთ ნორმებს, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დროულ და ეფექტურ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას".

"მათ შორის აღნიშნულ ნორმათა მნიშვნელოვან ნაწილზე სამწუხაროდ არაფერი თქმულა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოშიც.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოამზადებული კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც შეეხეხბა თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის აკრძალვის კონსტიტუციურობას, 10 წლიანი უფლებამოსილების ვადის ავტომატური შეწყვეტის კონსტიტუციურობას, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებთ პლენუმის იურისდიქციისა და ნორმათა მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე შეჩერების შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით პლენუმის იურისდიქციის კონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის არსებული მოდელის კონსტიტუციურობას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ტექსტის გამოქვეყნების ვალდებულების კონსტიტუციურობას, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი კვორუმის კონსტიტუციურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადების კონსტიტუციურობას და სხვა.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმათა ნაწილი წინააღმდეგობაშია არამხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან, არამედ კონსტიტუციის სხვა მუხლებთანაც, საქმის განხილვაში მოსარჩელე მხარეა საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5, ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გამოიყენებს მათ მიერ რწმუნებულებით დელეგირებულ უფლებამოსილებას და თავად წარმოადგენს მხარეს სასამართლოში", _ აღნიშნულია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა 31 მაისს ვეტო დაადო. მოგვიანებით, პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტმა სრულად გაიზიარა.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს მაინც არ უჭერენ და კანონს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

ამავე თემაზე:

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტმა გაიზიარა

"ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძველს ურყევს" - კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე

გიორგი მარგველაშვილი: ბოლომდე კმაყოფილი, სავარაუდოდ, ვერ იქნებიან

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

ვენეციის კომისიის შენიშვნები "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო კონტროლი იზღუდება - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის"

"ეს ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს" _ სადაო კანონპროექტი მიღებულია




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...