კახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

სამართალი

კახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

2016 ივნ 11 15:26:40

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი  უჩა ნანუაშვილსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა.  შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე და  დეპარტამენტების ხელმძღვანელები,  ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით,  სამინისტროს მუდმივი  კომუნიკაცია აქვს სახალხო დამცველის ოფისთან და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით შედგა.

"ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი არაერთი მსჯავრდებული გვყავს. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას დაწესებულებებიდან, დიასპორებიდან, მაგრამ  კარგია  რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებისგან  მოვისმინოთ,  სად ხედავენ პრობლემას, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ", _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ,  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მსჯავრდებულებს მიეწოდებათ ყველა სერვისი, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ სასჯელის სათანადო პირობებში მოხდას. 

 "რელიგიურ დღესასწაულებზე მუსლიმ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, რომ განსხვავებული საკვები ამანათების საშუალებით მიიღონ. გვყავს ათობით მსჯავრდებული, რომლებიც არ იღებენ რიგ საკვებს და მათთვის განსხვავებული მენიუ არსებობს. ასევე, არაერთხელ შესულან მათთან  სასულიერო პირები. წარმოუდგენელია საპატიმრო დაწესებულებებში  მსჯავრდებულის  რელიგიური ნიშნით შევიწროება.  ამას არავინ დაუშვებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენთან არცერთი საჩივარი არ შემოსულა," - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

სახალხო დამცველის,  უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს საშუალება  ეძლევათ უშუალოდ მინისტრს დაუსვან შეკითხვები და ესაუბრონ იმ საკითხზე,   რომლებიც აწუხებთ. 

როგორც არასამთავრობო  ორგანიზაცია "მრავალეროვანი  საქართველოს" თავმჯდომარემ  არნოლდ სტეფანიანმა განაცხადა,  ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მინისტრისგან ყველა ინიციატივაზე მხარდაჭერა მიიღო.

"ადრე რაც პრობლემები არსებობდა, აღარ დგას. წინა წლებში სამინისტროს მიმართ აქტიური კრიტიკა იყო,  ახლა კი კრიტიკა ვერ მოვისმინე", - განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.

კახა კახიშვილის  განცხადებით,  ენობრივი ბარიერის თავიდან ასაცილებლად, არაქართულენოვანი მსჯავრდებულებისთვის  ქართული ენის შემსწავლელი კურსები არსებობს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მსჯავარდებულები ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე,  უტარდებათ პროფესიული და საგანმანათლებლო კურსები.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  შეხვედრის მონაწილეებს იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მიეწოდებათ. 

კერძოდ, არაქართულენოვანი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან ზეპირი, წერილობითი, სინქრონული სათარჯიმნო მომსახურებით, ასევე,  დოკუმენტების  ნოტარიულად დამოწმების სერვისით. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირებს ხუთ ენაზე (რუსული, სომხური, თურქული, აზერბაიჯანული და ინგლისური) მიეწოდებათ ბროშურები  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ.   რუსულენოვანი მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს კვირის კონკრეტულ დღეებში აქვთ შესაძლებლობა,  საერთაშორისო კოდით ისარგებლონ და  საზღვარგარეთ ზარი განახორციელონ.

გარდა ამისა,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს აზერბაიჯანელი  და სომეხი მსჯავრდებულებისთვის, მათსავე ენაზე გამოცემულ გაზეთების  მიწოდებას. პენიტენციურ დაწესებულებებში   თურქულ და რუსულ ენებზე სატელევიზიო არხების მაუწყებლობაც არის უზრუნველყოფილი.

მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან  შეხვედრები  რეგულარულად 2 თვეში ერთხელ გაიმართება. 

(R)




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს