"შვილიშვილს ვფიცავ, ეს ბიჭი უდანაშაულოა!"

gurianews.com

სამართალი

"შვილიშვილს ვფიცავ, ეს ბიჭი უდანაშაულოა!"

2016 ივნ 13 14:00:10

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა 30 წლის ბადრი მახინიას საქმე. ახალგაზრდა მამაკაცს პროკურატურა სამ ნაწილში დებდა ბრალს _ სისხლის სამართლის 236 მუხლის მეორე ნაწილით, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობის მცდელობას და სისხლის სამართლის 236 მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც იარაღის ტარებას გულისხმობს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ ბადრი მახინიას გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ერთ ნაწილში გამოუტანა (სისხლის სამართლის 236 მუხლის II ნაწილით, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს) _ ბადრი მახინიას ერთი წელი მიესაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ ორივე მხარეს შეუძლია, გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროს.

აპირებს თუ არა ოზურგეთის პროკურატურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრებას, ეს ჩვენთვის უცნობი რჩება: "ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

საქმის გასაჩივრებას აპირებს ბადრი მახინიას ადვოკატი რამინ პაპიძე: _ ტყუილია, თითქოს ბადრი მახინია ინახავდა საბრძოლო მასალას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოს მივმართოთ, _ გვითხრა რამინ პაპიძემ.

მახინიას მეზობლები და ახლობლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მათთვის უცნობმა პირმა გაბრიელ მახინიას (ბადრი მახინიას მამა) საცხოვრებელ სახლში საბრძოლო მასალა ჩადო და ამ ფაქტს დამნახველები ჰყავს: "შვილიშვილის სიცოცხლეს ვფიცავ, ეს ბიჭი უდანაშაულოა. 9 თვე მიმდინარეობდა საქმის განხილვა და ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ერთი წელი მიესაჯა და სამ თვეში გარეთ გამოვა", _ თქვა ჩვენთან საუბრისას ბადრი მახინიას ერთ-ერთმა მეზობელმა.

2015 წლის სექტემბერში, ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში, ერთ-ერთ  საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცავებმა ბადრი მახინია დააკავეს.  დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, პოლიციამ საცხოვრებელ სახლში საბრძოლო მასალა ამოიღo. ბრალდებულის ბიძა ამბობდა, რომ სამართალდამცავებმა მის ძმისშვილს ტყვიები ჩაუდეს.

მანამდე, მახინიას ბრალად ედებოდა ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობის მცდელობა, თუმცა, ბრალი ვერ დაუმტკიცეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

ოჯახის წევრები "გურია ნიუსთან" საუბრობდნენ, რომ "სამართალდამცავები ბადრი მახინიაზე "გადაკიდებულები" იყვნენ და უკანონოდ ცდილობენ მის დაკავებას.

დაკავებიდან რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბადრი მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 მუხლით)".

თუმცა, მოგვიანებით მახინიას ბრალი დაუმძიმდა _ მას ბრალი ედებოდა ერთ-ერთი ოზურგეთელი მოსწავლის დაჭრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მახინიას ამ დაჭრასთან კავშირი არ ჰქონდა და ის გამართლდა.


ნახვა: 51


 ახალი ამბები
  • ევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელაევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ქუთაისში წარუდგინა. „საზოგადოება არის გახლეჩილი, სამწუხაროდ, საზოგადოება არის დაპირისპირებული. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს და დაარწმუნებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო,“ - განაცხადა ... ...
  • ზაზა სარალიძე: პროკურატურა ისევ ცდილობს მკვლელებს ხელი დააფაროს„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარლგებშიც ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს. „მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მართალია, ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, ვერც ერთის შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მე მეორე შვილიც მყავს, ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, ვის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. წყარო: ... ...
  • პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობით ინტერესდება - ახალი დეტალებიცნობილი ხდება ის დოკუმენტაციაც, რომელიც სამინისტროდან საგამოძიებო უწყებამაც გამოითხოვა. ირკვევა, რომ პროკურატურა იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება. ასევე, საგამოძიებო უწყებას აინტერესებს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველი სრული დოკუმენტაციაც. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან. „საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე. წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია,” - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. წყარო: ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარე დაამტკიცა14 მომხრე ერთი წინააღმდეგი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". თორნიკე რიჟვაძეს მხარი "ქართული ოცნების" 14- მა დეპუტატმა დაუჭირა. რიჟვაძის წინააღმდეგ ხმა უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა, რომელიც "დემოკრატიული მოძრაობის" ... ...
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენმიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაანონსებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში მიკროსაფინანსოების ნაწილი ბაზრიდან გავა, დარჩენილები კი გამხსვილდებიან. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მიკროსაფინანსოების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი, 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. მთავრობის მიერ დაანონსებული რეგულაციებით კი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, 100%-დან 50%-მდე მცირდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ბოლო ორ წელში რეგულატორის მხრიდან საფინანსო სექტორში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად არასაბანკო სექტორზე აისახა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ჭერის 50-%-მდე შემცირება და საზედამხედველო კაპიტალის მილიონამდე გაზრდა არასაბანკო საფინანსო სექტორს ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააგდებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი მომხმარებლებზე აისახება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ შენგელია განცხადებით, სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ბევრ საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურების თვითღირებულება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბანკების. საბანკო სექტორისგან განსხვავებით იაფი ფულის რესურსთან წვდომა მიკროსაფინანსოებს ნაკლებად აქვთ. მისივე განმარტებით, ასოციაცია დაგეგმილი რეგულაციების გადახედვას და 2019 წლის აპრილამდე გადავადებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი

57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია...

საინტერესო ცნობები „ქინდერ სიურპრიზის“ შესახებ

„ქინდერ სიურპრიზი“ - ეს საკონდიტრო...

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...