ნათია მოგელაძის უწყება დახმარებისთვის პროკურატურას მიმართავს

სამართალი

ნათია მოგელაძის უწყება დახმარებისთვის პროკურატურას მიმართავს

2012 ივნ 7 10:24:56

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ "სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მისი შესწავლა და რეაგირება".

იმავე დღეს, იმერეთის შს სამმართველოში დაიწყო ფლაერების დარიგების ფაქტზე გამოძიება, რის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "2012 წლის 5 ივნისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების შესახებ.

ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა.

საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინასაარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა".

მოისყიდა თუ არა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველი, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" განმარტების გაკეთება არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და კონსტიტუციის 42-ე მუხლს, ასევე "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" წევრს, იურისტ არჩილ კბილაშვილს თხოვა.

_ ბატონო არჩილ, რამდენად საფუძვლიანია კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ბრალდება, როცა ისინი "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ?

_ ამომრჩევლის მოსყიდვა უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ანუ უნდა იყოს მომსყიდველი და ის, ვინც ყიდულობს. ამ შემთხვევაში, ეს ბარათები ერთგვარ სოციოლოგიურ გამოკვლევას ემსახურებოდა, რათა კოალიციამ თავის პრიორიტეტები ააგოს იმ ნიშნულებზე, რომელსაც მოსახლეობა დააფიქსირებს. იქ არავითარი სახელი, გვარი არ ფიგურირებდა, შეიძლება ვიღაცამ მიაწერა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი არ გვაინტერესებს. ასე თუ ვიმსჯელებთ, საუბარია მთელი საქართველოს მოსახელობის მოსყიდვაზე. ამ შემთხვევაში, ამას მოსყიდვა კი არა, საარჩევნო პროგრამა ჰქვია.

ამ საკითხის მიმართ მსგავსი განმარტება და დამოკიდებულება ღიმილს იწვევს. ეს არის ხელისუფლების შიში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა.

_ კონტროლის პალატის მიმართვის შემდეგ, რა იურიდიული საფუძველი აქვს მთავარ პროკურატურას მოკვლევის დასაწყებად?

_ იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იურიდიულ შედეგებზე. იდეაში, ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დადებით შემთხვევაში უნდა დასრულდეს იმით, რომ გაირკვეს, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული და ვინ იქნა მოსყიდული, ანუ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება.

_ ხომ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელმაც "ქართული ოცნების" მიერ დარიგებულ ბიულეტენში ოცნების ასახდენად პირადობის ნომერი ჩაწერა და მისი იდენტიფიცირება პრობლემა არ იქნება. ამ შემთხვევაში რა პასუხი ექნება კოალიცია "ქართულ ოცნებას"?

_ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ადამიანმა სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი მიაწერა, ამაზე ჩემი დამნაშავეობა-უდანაშაულობა არ არის დამოკიდებული.

კონკრეტული ადამიანის მოთხოვნას ჩვენ იმიტომ კი არ ვსწავლობთ, რომ მას ბინა მივცეთ. არამედ მისი ტექსტიდან ჩვენთვის ცხადი ხდება, რა ტიპის სოციალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ ვინმე წერს, რომ მკურნალობა ან წამალი უნდა, ჩვენ წამალს კი არ ვაძლევთ. ვხვდებით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ჯანდაცვის ტიპის პრობლემებთან აქვთ საქმე. ეს არის ჩვენთვის გამოკვლევის და შესწავლის საგანი. დანაშაული იქნებოდა, თუ ის ჩვენგან მიიღებდა წამალს, ბინას და ა.შ.

_ დაახლოებით, რამდენი ადამიანია ამ ბუკლეტებში?

_ მე ნამდვილად არ ვიცი. ალბათ ეს იქნება ასეულ ათასობით. ვიცი, რომ ასეთი ბარათები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. უშუალოდ მის დახარისხებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

_ ქუთაისში დარიგებული ბუკლეტები _ "ჩვენ ვიწყებთ" და თბილისში 27 მაისის აქციამდე და აქციის დღეს დარიგებული ბუკლეტები ერთმანეთის იდენტურია. თქვენი აზრით, რატომ დაინტერესდა კონტროლის პალატა კოალიციის დარიგებული ბუკლეტით მხოლოდ მაშინ, როცა მისი დარიგება ქუთაისში დაიწყეს?

_ ეს კითხვა უნდა დაუსვათ იმ ადამიანს, ვინც ეს მოიფიქრა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გარკვეულ კონიუნქტურაზეა აგებული. არ ვიცი, რამდენად სწორი ანალიზი იქნება, მაგრამ დაუშვათ, რომ 27 მაისის აქციაზე 150 ათასამდე ადამიანი მოვიდა. ხელისუფლებამ ეს დაინახა და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაიონებში აქციაზე ისეთი დიდი ტალღით არ მოვიდეს ადამიანებიDდა ერთი კვირის მერე გააკეთა განცხადება.

ყოველ შემთხვევაში, რატომ არ მოხდა 27-ში განცხადების გაკეთება და რატომ მოხდა დღეს, სხვა რამე უფრო ლოგიკური ახსნა ამისა არ გამაჩნია.

_ რას ემსახურება კოალიციის მხრიდან ბუკლეტების დარიგება და დარიგდება თუ არა პრაისლისტები სხვა ქალაქებში?

_ მე ორგანიზაციულ საკითხებს არ ვწყვეტ მაგრამ, თუ მსგავსი ბუკლეტი დარიგდება ამას მივესალმები. რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც პოლიტიკურ კოალიციას ესაჭიროება რათა განსაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები.

ყველა პოლიტიკური კოალიცია ემსახურება საზოგადოების დაკვეთის შესრულებას. ამიტომ მისთვის სასარგებლოა, გაიგოს რას ითხოვს საზოგადოება, რა პრობლემა აქვს მას. სხვანაირად, პოლიტიკური პარტიების არსებობა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ, ბუნებრივია ასეთი ფორმით აზრის გამოკითხვის მიღება სრულიად ლეგალურია.

დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წევრი.

_ როგორ შეაფასებთ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვას, გენერალური პროკურატურისადმი? მონიტორინგის სამსახური არ საუბრობს იმაზე, რომ დანაშაული მოხდა, არამედ ამბობს, რომ არის დანაშაულის ნიშნები.

_ მე ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით _ კონტროლის პალატა, რა თქმა უნდა, ვერ ისაუბრებს რომ ეს დანაშაულია, ეს პროკურატურის პრეროგატივაა, კონტროლის პალატას ამას არავინ ეკითხება. მე ვერ ვხედავ აქ დანაშაულს. ის, რომ მე ოცნება მაქვს, მაცივარი და სარეცხი მანქანა მქონდეს, ეს არ არის ჩემი მოსყიდვა. კანონით, დეკემბრის რედაქციით, მე თუ პოლიტიკურ პარტიასთან მივიდოდი და მოვითხოვდი, მაცივარი მინდა და მომეცით,-მეთქი, ეს დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან. მაგრამ ჯერ ეს ფაქტია გამოსაკვლევი _ გადასცა მატერიალური სიკეთე ამომრჩეველს?! იყო მოსყიდვა?! ბუკლეტის გავრცელება არანაირად არ ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას.

ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

_ ქალბატონო ეკა თუ დადასტურდა რომ "ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა თუნდაც ერთი ამომრჩეველი. რა სანქციები ემუქრება პარტიას და კონკრეტულ პირს, რომელმაც მიიღო მატერიალური სიკეთე?

_ თუ დადგინდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი? ამას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ფაქტი იწვევს თვითონ ფიზიკური პირის პასუხისმგებლობას და არა პარტიის. ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

_ პარტიას რა სანქცია ემუქრება?

_ კანონში პარტიებთან დაკავშირებით აღნიშნულია რომ, თვითონ პარტია სისხლის სამართლის პასუხს არ აგებს.




 ახალი ამბები
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...
  • "არ დაუშვათ ლგბტ პრაიდის ჩატარება" _ საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავსსაქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.  განცხადების ავტორები ემიჯნებიან „ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს აცნობიერებენ დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება, ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, ამიტომ მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.   „ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას. როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში. სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით  სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული. როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.   ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას“, - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.  „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...