ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს

სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს

22 ივნ. 2016, 18:02:50

ქართველმა სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს. 

გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

ამის შესახებ შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მინისტრის ინფორმაციით, 19 ივნისს შსს-მ დაიწყო გამოიძიება სისხლის სამართლის 223-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობას ან კანონიერ ქურდობას. მისივე თქმით, გამოძიებას საფუძვლად დაედო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქურდული სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.

"სამი დღის განმავლობაში უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძიებო მოქმედებებისთვის. ზემმო აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიური ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია აღნიშნული პირი, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი"_ აღნიშნა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, დადგინდა, რომ გერლიანი 16 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდი ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას.

"მედიაში და ასევე უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრიანიდან საქართველოში პირის, როგორც კანონიერი ქურდის, დეპორტაცია განხორციელდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისიმის კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს შსს-ს და უკრაინის შსს-ს შორის დანაშაულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ქართული მხარისთვის ინფორმაციის მოწოდება. მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშულებრივი დაჯგუფების წევრი. ეწ. კანონიერი ქურდი, რომელისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნა", _ განაცხადა შს მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ოფიციალური წერილით მიმართა უკრაინულ მხარეს და ითხოვა განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.

"ჩვენ ველოდებით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს. მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი დაკავებულია და 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალი. საქმეზე გრძელდება გამოძიება. მინდა, საოზგადოებას მოვუწოდო, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიქმოედებეს პოლიცია, ვფიქრობ აჯობებს, რომ მოახდინოს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა და შეასტყობინოს სამართალდამცავ უწყბებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ, ჩვენ უფრო ეფექტურად, უფრო ხარისხიანად შევძლებთ გარემოებებზე რეაგირებას",_აღნიშნა მღებრიშვილმა. 

ცნობისთვის, გერლიანის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ  სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში დაკავებისას კანონიერ ქურდს დედის გვარზე, ჩაჩიაბაიაზე დამზადებული პასპორტი ჰქონდა.

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი განმარტავდა, გერლიანი, იგივე "სვანა" 1972 წელს სოხუმში დაიბადა და ის 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად აკურთხეს.

"ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ", _ წერდა თარგამაძე.




 ახალი ამბები
  • ექიმი კომაროვსკი: ჩაუდეთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდეცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ნაყინი აუცილებლად აჭამონ და თავი არ შეიკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცივია. „ნაყინი აუცილებლად უნდა ჭამოთ, მეტიც, რეგულარულად უნდა მიირთვათ. არაერთხელ მითქვამს, რომ პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტისთვის, ცივის ზემოქმედება ნუშურა ჯირკვლებზე ნამდვილად საჭიროა. თვეში ერთხელ ნაყინის ჭამა არ შეიძლება, ის რეგულარულად უნდა მიირთვათ”, – ამბობს ექიმი. ასევე, კომაროვსკი რჩევას აძლევს მათ, ვინც აპირებს რომ ამ სეზონზე პატარას პირველად გაასინჯოს ნაყინი. “შეიძინეთ თეთრი პლომბირი და ბავშვს დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით მიეცით, ოღონდ მაშინვე ნუ ჩაყლაპავს. ჩაუდეთ ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე, ამის შემდეგ ჩაყლაპოს. მომდევნო დღეს ორ-ორი ჩაის კოვზი მიეცით და ასე შემდეგ. ცივის რეგულარული ზემოქმედება ქრონიკულ ტონზილიტს შველის“, – ამბობს ექიმი კომაროვსკი. წყარო: ... ...
  • საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის მიზნით ინვესტიცია განხორციელა.   საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ,  ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს. კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანია „ყვარლის სარდაფმა“  2007 წლიდან დღემდე შეძლო მსოფლიო ბაზარზე  დამკვიდრებულიყო,  როგორც ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური ღვინის მწარმოებელი კომპანია. კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა გაყიდვების დივერსიფიკაცია. კომპანია  აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღვინოების დამატებით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით.   ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე  გაიარა განვითარების გრძელი და რთული გზა.  ღვინის მაღალი ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამო ორგანიზაციამ მოიპოვა დიდი ნდობა მომხმარებლებს შორის, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება  და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა  4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა. პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით  ხდება ჭაბურღილის მომზადება იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და  გვალვისგან დასაცავად. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია. ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში   სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი დასაქმდება. კომპანია მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას გეგმავს. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია.  ამიტომ, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ სექტორს და წავახალისოთ ის. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზირებულ, თანამედროვე სისტემებით    აღჭურვას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „ყვარლის სარდაფის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ... ...
  • "ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ. დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიანქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. “კარგი ამბავი მაქვს, სვანეთის პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება 25-29 ივლისს, 2020 წელს. მესტიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარდეს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ მაილზე: svanetiff@gmail.com განიხილება, მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები. ფილმების მიღება მხოლოდ ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალზე მივიწვევთ კონკურში შერჩეულ ქართველ რეჟისორებს. დეტალურ ინფორმაციებს მალე გამოვაქვეყნებთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე“, _ წერს მარიამ ... ...
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...