ეროსი კიწმარიშვილის საქმის პასუხგაუცემელი კითხვები - რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი

სამართალი

ეროსი კიწმარიშვილის საქმის პასუხგაუცემელი კითხვები - რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი

2016 ივნ 23 16:43:26

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე,  არ სჯერა.

აღნიშნულის მიზეზებზე კიწმარიშვილმა ადვოკატებთან ერთად დღეს, "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბ კიწმარიშვილი გამორიცხავს, თვითმკვლელობის მოტივი შეიძლება ყოფილიყო ფინანსური პრობლემები ყოფილიყო, ან პირადი შურისძიება. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ თავისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რაც შესაძლოა მის საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული.

"სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთვის ეროსის ჰქონდა ნათქვამი, რომ აპირებდა პროცესებში ჩართვას, აპირებდა ბევრ ადამიანთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარს. ჰქონდა სურვილი, ჰქონოდა საკუთარი ტელესტუდია. თავდაპირველად ის აპირებდა "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას. ეს ფაქტია და ამის დამალვა საჭირო არაა. მას ნიკა გვარამიასთან ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენი მეგობრის, დუდუ კურდღელიას საშუალებით. ეს არის ფაქტი და ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამ ორი მიმართულებით მისი აქტიური მსვლელობა მაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა გამოდგეს მოტივად", _ აღნიშნა კიწმარიშვილმა.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად კი ზურა კიწმარიშვილს ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არ არსებობა მოჰყავს.

"პროკურატურის ინფორმაციით, ფანჯარა იყო ჩაწეული. გასროლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც ავტომობილი იდგა, არც კედელზე და არც იატაკზე სისხლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იდგა", _ განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

გარდა ამისა, ზურაბ კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილის "სკაიპისა" და "ფეისბუქის" ანგარიშების შესწავლა მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო სიმართლის დასადგენად. გამოძიებას ასევე არ აქვს დადგენილი, თუ რას აკეთებდა კიწმარიშვილი კომპიუტერში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. როგორც ცნობილია, ის სიკვდილამდე რამდენიმე საათი კომპიუტერზე მუშაობდა.

ზურაბ კიწმარიშვილი ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვის ეკუთვნოდა მკვლელობის იარაღზე არსებული დნმ.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, იარაღის სასხლეტზე ორი დნმ-ის კვალია აღმოჩენილი.

"იარაღზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი. ეს დნმ იარაღის ლულაზე ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი. პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა, ექსპერტიზა ამ ფაქტთან რადიკალური არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში", _ განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ფარეხში არსებულ სათვალთვალო კამერაზე არსებული ანაბეჭდები. როგორც ცნობილია, აღნიშნული კამერა ეროსის მანქანას უყურებდა მუდმივად, თუმცა, მკვლელობის დღეს სხვა მხარეს იყო მიტრიალებული.

ადვოკატ მერაბ ჩიქოვანის თქმით კი, მათი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ დაუყონებლივ არ შეისწავლა იმ სატელეფონო ანძების ამონაწერები.

აღნიშნული პროკურატურამ თვეების მერე გააკეთა და პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. გარდა ამისა, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ითხოვდა ამ თემაზე პროკურატურის დასკვნის შესწავლას, რაზეც მათ უარი უთხრეს.

ადვოკატიც აღნიშნავს, რომ ასევე მნიშვნელოვანი დეტალი ეხება ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერის შესწავლას.

"პროკურატურამ ასევე თვეების დაგვიანებით შეისწავლა ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ 2015 წლის 8 იანვარს უცნობმა პირმა მის ფეისბუკში უკანონოდ შეაღწია. კიწმარიშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ ამ პირმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაშალა, რადგან იქ არ იყო ის მიმოწერები, რომლებიც ნამდვილად არსებობდა", _ აღნიშნა მერაბ ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ საქმე შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება დაასრულა

კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ფილმი მოამზადა (ვიდეო)

რა ინფორმაციას გამოაქვეყნებს ხვალ ეროსი კიწმარიშვილის ძმა

ეროსი რომ ცოცხალი ყოფილიყო თავის ინტერესებს დაიცავდა - ზურა კიწმარიშვილი

"გასროლა პარკინგზე - ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის საიდუმლო" _ "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი

ზურაბ კიწმარიშვილი: იყო ფიზიკური კონტაქტი, ძალადობა და შემდეგ გასროლა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე DNM-ის პასუხები გამოძიებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილია

იარაღზე ეროსი კიწმარიშვილის თითის ანაბეჭდები არ არის

კიწმარიშვილის ძმის თქმით, მანქანაში სისხლის კვალი იყო, მაგრამ იარაღზე არა

იარაღის გადაფორმებისას კიწმარიშვილმა ერთდღიანი მომსახურებით ისარგებლა

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება

ექსპერტი: მიბჯენა შესაძლოა სხვისი ხელითაც განხორციელდეს




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...