არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტდევნილის წინააღმდეგ მუქარის შესწავლას ითხოვს

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტდევნილის წინააღმდეგ მუქარის შესწავლას ითხოვს

2016 ივლ 14 22:10:42

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  პოლიტიკური დევნილის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი შეისწავლოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამართლებრივი დახმარებით, კანადის მოქალაქე მაია ცაბოშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, რაც განხორციელდა ქართული ინტერნეტ ფორუმის - "თბილისის ფორუმის" გვერდებზე.

მაია ცაბოშვილი წლების განმავლობაში გახლდათ "თბილისის ფორუმის" რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც, ფორუმის წესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის და განკუთვნილია ფორუმის მომხმარებლებს შორის პოლიტიკური გამოცდილების გაზიარებისთვის, განხილვისათვის და ფართო სპექტრის საკითხების მოგვარებისათვის.

ფორუმზე დარეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს გააჩნია თავისი უნიკალური ნიკნეიმი-ფსევდონიმი. მიუხედავად იმისა, რომ ფორუმის წესების 2.5 მუხლის თანახმად, მომხმარებელთა პირადი მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის  დაცვაა გარანტირებული, მაია ცაბოშვილის პერსონალური მონაცემები არაერთხელ გახდა ცნობილი ფორუმის სხვა მომხმარებლებისთვის.

"თბილისის ფორუმზე" გამოთქმული პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბოლო დროს ფორუმზე განსაკუთრებით გახშირდა მაია ცაბოშვილის მისამართით აგრესიული თავდასხმა, რაც შეიცავს ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ელემენტებს, ასევე მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ცილისწამებას. ასევე - სიძულვილის ენას, უკიდურესად უცენზურო გამონათქვამებსა და შეურაცხყოფას.

ვებ-გვერდზე განთავსებულია ფორუმის მფლობელებისა და ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კონკრეტული წესები, რაზეც დათანხმება ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის წინაპირობადაა განსაზღვრული. ეს არის გარკვეული წესდება, რომელიც ადგენს ფორუმის საერთო დეკლარაციას, აკრძალვებს, შეზღუდვებსა და ა.შ. წესებში არსებული შესაბამისი დათქმები ეწინააღმდეგება მაია ცაბოშვილის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ფორუმის ადმინისტრაცია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არიდებს თავს საკუთარი შიდა განაწესით გაწერილი წესების შესრულებას, რისი მიზეზიც, შესაძლოა იყოს, ქსენოფობიური განწყობები მაია ცაბოშვილისადმი. 

სიძულვილის ენა, რომელსაც ე.წ. ფორუმელები და თავად ფორუმის ადმინისტრაციის წარმომამდგენლები - მოდერატორები მაია ცაბოშვილის წინააღმდეგ იყენებენ, შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს; კერძოდ ფორუმის შესაბამის "თემებში", მაია ცაბოშვილის დისკრედიტაცია ხდება მისი ეროვნების ნიშნით - იგი გახლავთ ოსი. სწორედ ამაზე აპელირებს ფორუმის მომხმარებლის გარკვეული ნაწილი და გამოთქვამს მისდამი სხვადასხვა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რეპლიკებს, ასევე დაუსაბუთებლად ავრცელებენ ცილისწამებას, რომ ის არის სეპარატისტი და არ უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას. ფორუმის წესდების მიუხედავად, არც მოდერატორები და არც ადმინისტრატორი არ ახდენენ აღნიშნული სტატუსების ფილტრაციას და შესაბამისი ზომების გამოყენებას ფორუმის წესდების დარღვევისთვის, მეტიც, თავადვე ამკვიდრებენ საზოგადოებაში აზრს მაია ცაბოშვილის სეპარატიზმზე.

"თბილისის ფორუმის" მომხმარებელთა უმეტესობა ეთნიკურად ქართველია და ზოგჯერ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს არ ეძლევათ აზრის გამოთქმის  საშუალება. "თბილისის ფორუმის" ადმინისტრაციის ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა ახალისებს ფორუმის აგრესიულ წევრებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინტერნეტფორუმის გვერდებზე ადგილი ჰქონდა მაია ცაბოშვილისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და უკიდურესი აგრესიული ფორმებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ "თბილისის ფორუმის" ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს მსგავსი აგრესია და შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი განცხადებებით საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  151 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მაია ცაბოშვილი ახლო წარსულში გახლდათ აქტიური პოლიტიკოსი, კენჭს იყრიდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე. არჩევნების შემდეგ იყო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მთავრობის წევრი. მოგვიანებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან განსხვავებული პოზიციების გამო, მას დევნიდნენ პოლიტიკურ ნიადაგზე, რის გამოც თავშესაფარი მიიღო კანადაში", _ აღნიშნულია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მასწავლებელთა გამოცდის შედეგების აპელაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები ცნობილია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შედეგების აპელაცისთვის განაცხადის შეტანის თარიღი ცნობილია. ამისთვის პედაგოგებს შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრი 3 დღეს აძლევს. საგამოცდო ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და naec.ge. საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.გაითვალისწინეთ: ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის  არსებობის შემთხვევაში, სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოთ ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ იგი.ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. წყარო: ... ...
  • მოუხადა თუ არა ბოდიში რუსეთს ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ღამის გამო,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს. „არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. უკაცრავად,რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“_ განაცხადა ბურჯანაძემ. კოსაჩოვმა კი ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა. რუსული სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძეს რუსეთში ბოდიში არავისთვის მოუხდია. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა, მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია,"_ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა - აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. აქციის დაშლისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ... ...
  • 9 კრიტერიუმი _ რა უნდა იცოდეს მასწავლებლებმა მაქსიმალური ქულის მისაღებადგარე დაკვირვების ჩატარების პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 166 პედაგოგი დარეგისტრირდა. მასწავლებლის შეფასება ხდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. რაც შეეხება სპორტის გაკვეთილის შეფასებას მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. აღსანიშნავია ის, რომ გარე დაკვირვებისას ყურადღება მხოლოდ მოსწავლის მიერ საგნის კარგად ცოდნას ან კლასში დისციპლინას არ ექცევა, მასწავლებლის შეფასება ხდება კომპლექსურად, მათ შორის მოსწავლეებთან დამოკიდებულებისა თუ მიმართვის ფორმის, დროის სწორად გადანაწილების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. იმისთვის, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ, გარე დაკვირვების პროცესში გასათვალისწინებელ შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცევა: კლასში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემოს არსებობას; კლასის მართვის პროცესს; სასწავლო რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება; მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობას; მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ინსტრუქციები აქტივობებისთვის; სწავლების სტრატეგიებს; მოტივაციასა და ჩართულობას; სწავლების დროს შეფასების გამოყენებას; რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. გარე საგაკვეთილო შეფასების რუბრიკის დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შესახებ კანონშია გაწერილი. ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, დოკუმენტში გარე დაკვირვების გაკვეთილის რუბრიკის შეფასება ოცდამეორე გვერდზეა მოცემული. წყარო: ... ...
  • დაპირისპირება ვაკიჯვარში ჰესის აშენების მომხრეებსა და მოწინააღმედეგეებს შორისდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ვაკიჯვარში, მდინარე  ნატანებზე ჰესის მშენებლობასთან  დაკავშირებით,  სოფლის მოსახლეობა ინვესტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისშივე გამოიკვეთა წინააღმდეგობა,  რაც დარბაზში მყოფ  ვაკიჯვრელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთ  შეურაცხყოფაშიც  კი გადაიზარდა. ინვესტორის წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობასთან, როგორც თავად  თქვეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ატარებდნენ. მათი განმარტებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, გარდა დასაქამებისა, ადგილობრივებს სთავაზობენ ინვესტირებას სოციალურ პროგრამებში, რაც სოლიდური ფულადი თანხით  იქნება გამოხატული.  გარდა ამისა, თუ  შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი,   250 ოჯახს გადაუხდიან 200 კილოვატ საათის დენის თანხას მანამ, სანამ ჰესი იარსებებს. თუმცა, ეს  ადგილობრივებმა  სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. ზოგმა ისიც თქვა,  ასეც რომ იყოს,  ჰესს მაინც არ ავაშენებინებთო.  _ ვინ მოგიწვიათ,  რატომ მოხვედით? არ გაგაჩანაგებინეთ, „რა არის ეს „სკოპინგი“ და გეზეშე“ ჯერ ეს აუხსენით ხალხს, თქვენთვის საუბრობთ?  _ ისმოდა ინვესტორის წარმომადგენელთა მისამართით. მოსახლეობის მომხრე-მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ბოლოს ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად,  დარბაზი დატოვა. _ვინც წინააღმდეგი ვართ, გავიდეთ, _ ამ მოწოდებაზე  დარბაზი ნახევრად დაიცალა. ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვრცლად ... ...
  • მთავრობის ბრძოლა გარემოს დამცველებთან2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო - ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.  კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს,  “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.   ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.  ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“.   კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.   საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა. ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“. პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 207.  ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა.   წყარო: პუბლიკაცია „Dangerous Work: Reprisals Against Environmental Defenders“ https://crudeaccountability.org/wp-content/uploads/Report_DangerousWork_compressed_for_web.pdf ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს