2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა (R)


სამართალი

2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა (R)

25 ივლ. 2016, 17:09:52

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ხოლო, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან  170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა. 

პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელებას  ევროსაბჭო და ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს. მხარდაჭერის ფარგლებში ევროსაბჭომ 23-24 ივლისს  სუიციდის პრევენციის საბჭოს ახლადდანიშნული კოორდინატორებისა და წევრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე საბჭოს ახალმა წევრებმა და სუიციდის პროგრამის კოორდინატორებმა ციხეებში არსებული ვითარება განიხილეს, სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელი აქტივობების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს  და ახალი რეგულაციების დანერგვის გზებზე იმსჯელეს.

ევროსაბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივმა კონსულტანტებმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად ტრენერების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა და მეთოდოლოგია შეიმუშავეს. შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის 800-მდე  სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალმა, ციხის დირექტორებმა,  მათმა მოადგილეებმა და სხვადასხვა დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა   გადამზადების კურსი გაიარეს და  სუიციდის პრევენციისთვის განსახორციელებელ აქტივობებზე, ასევე სუიციდის მართვის ტექნიკებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.  რაც თავის მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის შემთხვევების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად.

სუიციდის პრევენციის პროგრამა საპილოტე რეჟიმში  2013 წელს N8 დაწესებულებაში ამოქმედდა და ეტაპობრივად ყველა პენიტენციური დაწესებულება მოიცვა.  2016 წლის 11 თებერვალს კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N13  ბრძანების თანახმად პროგრამა ოფიციალურად დამტკიცდა. მიმდინარე წელს  პროგრამაში 71 მამაკაცი, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანია ჩართული.

(R)




 ახალი ამბები
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....