მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის განაჩენზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის განაჩენზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

2016 სექ 22 17:27:18

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა - 2005 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის - ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ბრალდებულების ივანე მერაბიშვილის  და ამჟამად ძებნაში მყოფების ერეკლე კოდუას და გია სირაძის და მიმართ.

სასამართლოს ინფორმაციით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს  ბრალად ედებოდათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით;  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე, ჯგუფურად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ივანე მერაბიშვილს  ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ასევე ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის დამახინჯება.

საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ,  რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წართმეული ქონების გამო და შეურცხმყოფელად იხსენიებდა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით მისი ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა  შს სამინისტროს  იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას, მან კი ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს. 2005 წლის 14 ივლისს, სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებმა მოახდინეს ვ. გელაშვილს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, თავს დაესხნენ მას და  მის თანხმლებ პირებს, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს. ცემის შედეგად ვ. გელაშვილმა  სიცოცხლისათვის სახიფათო  სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

"ღია სასამართლო სხდომაზე  საქმის არსებითად განხილვისას, დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.  მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და  საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ ბრალდებულების მიმართ  გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს „ამნისტიის შესახებ„ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 9-9 წლით  თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ივანე მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, „ამნისტიის შესახებ„  საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და  9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სამივე მსჯავრდებულს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ასევე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით. ამ დროის განმავლობაში მსჯავრდებულებს აეკრძალათ დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

განაჩენი ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მათი დაპატიმრებიდან, სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე. რაც შეეხება განაჩენს ივანე მერაბიშვილის მიმართ, შეიძლება გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.   




 ახალი ამბები
  • შემთხვევა მყინვარწვერზე_ 4 000 მეტრის სიმაღლიდან კაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდამაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.  სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა ... ...
  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა (R)საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც  ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და  საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა - 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. „ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60-მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ,  მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები.  მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...