ე.წ. 26 მაისის საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

ე.წ. 26 მაისის საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

2016 სექ 28 22:13:21

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა,  ე.წ „26 მაისის“ საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების სახედ  გამოყენებულ იქნა დაპატიმრება. 

"რაც შეეხება ბრალდებულებს დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილს, პროკურატურამ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით მომართა და ხუთივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 ნოემბერს 11:00 საათზე.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, ლევან ქარდავას, გიორგი ლორთქიფანიძესა და რევაზ შიუკაშვილს ბრალად ედებათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.

საქმე ეხება, 2011 წლის 25 მაისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას. იმ მოტივით რომ 26 მაისს, იმავე ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, იმჟამინდელმა შსს მინისტრმა ივანე მერაბიშვლმა გასცა ბრძანება მიტინგის ვადის გასვლის შემდგომ მომიტინგეთა მასობრივი დაკავებისა და ამ მიზნით, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვის შესახებ. მომიტინგეთა მასობრივი და განურჩეველი დაკავებების უზრუნველყოფა დაევალა შს მინისტრის  მოადგილეს  გიორგი ლორთქიფანიძეს, ხოლო დაგეგმილ ღონისძიებებს კოორდინაციას უწევდნენ „კუდ“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. დავით ახალაიამ კი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ პირადად გასცა სიტყვიერი ბრძანება, განურჩევლად დაეკავებინათ ყველა მომიტინგე, რისთვისაც მათ ფულად პრემიებს შეპირდა.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე არ იმყოფება საქართველოში და იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი მხრიდან საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხის არსებობა და მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 48 საათში“, _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა




 ახალი ამბები
  • რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან _ ფოტორეპორტაჟიპარლამენტის შესასვლელთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. გთავაზობთ ფოტოებს, რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის უკანა ... ...
  • წყლის ჭავლის შემდეგ პარლამენტის წინ გაზი გაუშვესწყლის ჭავლის შემდეგ პარლამენტის წინ გაზი გაუშვეს, თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან ატყობინებენ, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა ქაშვეთის ეკლესიის მხრიდანაც შევიდა. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს ტროტურაზე ჯდომისკენ ... ...
  • მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენპარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ. მიუხედავად ამისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან და ძირს ... ...
  • აქციის მონაწილეებისთვის მიცემული დრო ამოიწურა, სპეცრაზმელებმა ჯაჭვი გაწყვიტეს (ვიდეო) ამ წუთებში სპეცრრაზმი გამოვიდა, თუმცა აქციის მონაწილეები მათ წინ ხელებაწულები დაუდგენ და მოძრაობის საშუალებას არ ... ...
  • კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მოქმედებები გაუთვლელია _ თამარ ჩერგოლეიშვილი"ივანიშვილი არის იზოლირებული. მან, თავისი მიუღებელი ნაბიჯით დაიპირისპირა მთელი პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი და დასავლეთი. მან, თავისი ნაბიჯით ყველას გააგებინა, რომ არჩევნებს აგებს და ძალაუფლების უზურპაციით აპირებს მის შენარჩუნებას. იზოლირებული და კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მოქმედებები გაუთვლელია და მისი მხრიდან საბედისწერო შეცდომის რისკიც მაღალია. ჩვენ უკან არ დავიხევთ - დაგვარბევს, ესეც შესაძლებლობა იქნება ივანიშვილის შემდგომი იზოლაციისკენ და ხელისუფლებიდან განდევნისკენ. ივანიშვილის ყველა შეცდომა არის ჩვენი შესაძლებლობა, _ ამბობს "ტაბულას" დამფუძნებელი  თამარ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?

პოლიტიკა

 

რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან _ ფოტორეპორტაჟი

პარლამენტის შესასვლელთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. გთავაზობთ...

სრულად