ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალის მკვლელობის საქმეში გულგრილობის გამო პოლიციელის დასჯას მოითხოვს

სამართალი

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალის მკვლელობის საქმეში გულგრილობის გამო პოლიციელის დასჯას მოითხოვს

2016 ოქტ 5 17:55:10

 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის _ კ.ი.-ს მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციელის დასჯას მოითხოვს. 

როგორც ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობის მუქარის შესახებ, მსხვერპლის ოჯახის წევრებმა დარეკეს 112-ში და პოლიციის დახმარება მოითხოვეს.

"მსხვერპლის ოჯახის წევრების განმარტებით, 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, კ.ი.-ს ოჯახის წევრებმა კ.ი.-სა და მის ბებიაზე მსხვერპლის მეუღლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, 112-ში დარეკეს და  პოლიციის დახმარება მოითხოვეს.  მეუღლე კ.ი.-ს და მის ბებიას დაემუქრა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და ორივეს მოკლავდა. ამის შესახებ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა ფონიჭალის პოლიციას შეატყობინეს. ფონიჭალის პოლიცია კი მოძალადისათვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. პოლიციის მხრიდან გახორციელებულ სამსახურებრივ გულგრილობას, შედეგად ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მოჰყვა. 12 ივლისის ღამეს კ.ი. თავისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა", _ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..

2016 წლის 19 ივლისს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციელის გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კი განაცხადა, რომ იგი მომხდარ ფაქტზე გამოძიების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელებს.

"თბილისის პროკურატურაში გამოძიება პოლიციელის გულგრილობის ფაქტზე ჭიანურდება; სავარაუდო დამნაშევე დღემდე აგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე. გარდაცვლილი ქალის არც ერთი ოჯახის წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რათა მათ მიეცეთ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. სამსახურეობრივი გულგრილობისათვის პოლიციელს დღემდე არ აქვს  წარდგენილი ბრალი.

ამასთანავე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ  არ დაიწყო მოკვლევა  პოლიციელის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე იმ აბსურდული მიზეზის გამო, რომ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. შსს-ს გენინსპექციის ფუნქციაა სისტემის მოსამსახურეთა მიერ  სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტების გამოძიება და კანონმდებლობის დარღვევებზე დროული რეაგირება.

მითითებული ფაქტი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ არაერთ საქმესთან ერთად, წარმოაჩენს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის ტენდენციურობას, როცა საქმე მისივე სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა გადაცდომების გამოძიებას ეხება.
როგორც წესი, გამოძიება ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ არის უმოქმედო, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული არაერთი საქმეც ადასტურებს. მართალია, შსს და პროკურატურა აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ მკაცრია, მაგრამ თუკი საქმეში იკვეთება სამართალდამცავის ბრალეულობა, გამოძიება მიმდინარეობს მიკერძოებულად და სავარაუდო დამნაშავეები დაუსჯელი რჩებიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

თბილისის პროკურატურას, დროულად გამოიძიოს პოლიციელის შესაძლო გულგრილობის ფაქტი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭოს მსხვერპლის ოჯახის წევრებს, რათა მათ შეძლონ გამოძიების მასალების გაცნობა.

შსს-ს გენერალურ ინსპექციას, დროული მოკვლევა დაიწყოს კ.ი.-ს საქმეში პოლიციელის ბრალეულობის საქმის შესასწავლად;

შსს-ს მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ფონიჭალის პოლიციის განყოფილების პოლიციელს, სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებამდე, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ადამიანთა უფლებების ცენტრი ავრცელებს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...