რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში

სამართალი

რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში

7 ოქტ. 2016, 16:17:12

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების ხარვეზებსა და კანონის ბუნდოვანებებს ეხება. 

კვლევის თანახმად, "იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება არის 12 საათიანი შესაძლებლობა სამართალდამცავებისთვის, განახორციელონ კონტროლი კონკრეტულ პირებზე და შეუზღუდონ მათ ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნულ მექანიზმზე არსებული შიდა და გარე კონტროლის არაეფექტურობა, ასევე გასაჩივრების მარეგულირებელი ნორმების ბუნდოვანება ფაქტობრივად სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს მოქალაქეს".

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" დაინტერესდა, რა შეიცვალა პრაქტიკაში შს მინისტრის #725 ბრძანების ამოქმედების შემდეგ და არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, წინასწარ შედგენილი სტანდარტული კითხვარების გამოყენებით ინტერვიუები ჩაატარა. ინტერვიუებში მონაწილეობა მიიღეს იმ პირებმა, რომლებიც 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ იყვნენ გადაყვანილი იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე (საერთო ჯამში 16 რესპონდენტი). ამდენად, წარმოდგენილ დოკუმენტში მოცემული შეფასებები ემყარება ერთი მხრივ ნარკოტესტირების საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების შეფასებას, მეორე მხრივ კი რესპონდენტების გამოკითხვის შედეგების ანალიზს.

"იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება ქართული ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც ზედმიწევნით აღწერს მის არაეთიკურ და რეპრესიულ ბუნებას. 2015 წლის ოქტომბრამდე შემოწმებაზე გადაყვანის კონკრეტული საფუძვლები ნორმატიულად არ იყო გაწერილი და სამართალდამცავებს ზოგადი წესით, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეეძლოთ პირის იძულებით შემოწმებაზე გადაყვანა.

2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს შინაგან საქმეთა მინისტრის N725 ბრძანება, რომელიც შეეხება იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე პირთა გადაყვანის საფუძვლებსა და პროცედურებს. ბრძანებაზე მუშაობის პროცესში, სამუშაო შეხვედრებისას სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ბრძანება იყო ადეკვატური და საკმარისი ნაბიჯი, რათა აღმოფხვრილიყო იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული ძირითადი პრობლემები. სამინისტროს პოზიციას არ იზიარებდნენ ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები და ახალ ბრძანებას თავიდანვე არასაკმარისად აფასებდნენ არსებული გამოწვევების ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრძანების ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ "ქუჩის ნარკოტესტირების" კონსტიტუციურობის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე", _ აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება არის 12 საათიანი შესაძლებლობა სამართალდამცავებისთვის, განახორციელონ კონტროლი კონკრეტულ პირებზე და შეუზღუდონ მათ ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნულ მექანიზმზე არსებული შიდა და გარე კონტროლის არაეფექტურობა, ასევე გასაჩივრების მარეგულირებელი ნორმების ბუნდოვანება ფაქტობრივად სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს მოქალაქეს.

"გარდა საკანონმდებლო ბუნდოვანებებისა და ხარვეზებისა, გასათვალისწინებელია უშუალოდ მექანიზმის ბუნებაც. იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც წესი, ტარდება სხვადასხვა უფლების შეზღუდვით, ზოგჯერ ის გამოიყენება ერთი და იმავე პირების მიმართ განმეორებითად, ხოლო უშუალოდ შემოწმებისას ხშირად აქვს ადგილი სამართალდამცავთა თვითნებობის ისეთ გამოვლინებებს, როგორებიცაა: საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა, სამსახურებრივ ავტომანქანაში პირის ხანგრძლივი პერიოდით დაყოვნება, სატელეფონო ზარის განხორციელების უფლების შეზღუდვა და პირადი ნივთების უსაფუძვლო ჩამორთმევა.

მსგავსი პრაქტიკის დასრულებას ვერც შს მინისტრის ახალმა ბრძანებამ შეუწყო ხელი. კვლევის ფარგლებში გამოკითხული 16 პირიდან 9 მათგანმა განაცხადა, რომ ბრძანების შემდგომ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში, სამმა რესპონდენტმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. დანარჩენი გამოკითხულები კი ძირითადად საუბრობენ წამებისა და ცემის, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების "ჩადების" პრაქტიკის გაქრობაზე. თუმცა, ყველა გამოკითხული მიუთითებს ნარკოტესტირებისას სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სხვადასხვა დარღვევაზე. მსგავსი პრაქტიკების მთავარი მიზანი კი, როგორც წესი, პირის იძულებაა, მონაწილეობა მიიღოს ექპსპერტიზაში. ამავდროულად, ამგვარი მექანიზმი შესაძლოა ემსახურებოდეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე დაყოლიებას, მოქალაქეთა აქტივობის (პოლიტიკური თუ სამოქალაქო) დაბრკოლებას, ან აღკვეთას თუ სხვა კანონგარეშე მიზანს.

იძულებითი ნარკოტესტირების მექანიზმი უკვე დიდი ხანია აღარ ემსახურება თავის ფუნდამენტურ მიზანს - შეამციროს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და მისი მოხმარებით გამოწვეული ზიანი. ნორმალურ ვითარებაში, იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები უშუალოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შეესწრებიან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, ან არსებობს ობიექტური და სარწმუნო ინფორმაცია, რომ პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ ახორციელებს სხვა საზოგადოებრივი რისკის შემცველ ქმედებას (მაგალითად ავტომანქანის მართვა). ასეთ დროს, ცხადია გამართლებულია პირის უფლებების შეზღუდვა და მის მიმართ კონკრეტული იძულებითი ღონისძიებების განხორციელება, რადგან მეორე მხარეს უფრო მაღალი ლეგიტიმური ინტერესები დგას.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ნარკოტესტირების პრაქტიკა არათუ რომელიმე ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი სიკეთის დაცვისკენაა მიმართული, არამედ პირიქით, აღნიშნული მექანიზმი იწვევს ათიათასობით ადამიანის სტიგმატიზაციას, ან უკვე არსებული სტიგმის გაძლიერებას. კითხვარებიდან გამოჩნდა, რომ რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა იყო წარსულში ნასამართლევი, ან ადმინისტრაციულ სახდელდადებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. შესაბამისად, მათი შემოწმებაზე გადაყვანის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველიც სწორედ წარსული კანონთან კონფლიქტია. პოლიციის ამგვარი მიდგომა კი ერთხელ უკვე სასჯელ თუ სახდელმოხდილი პირის მიმართ გამორიცხავს მის რესოციალიზაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მთლიანად ახლებურად ჩამოყალიბდეს იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც ნათლად განისაზღვრება:

·        იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოტიკული საშუალების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხმარებასთან, ან თრობის ქვეშ მყოფის მიერ სხვა მომეტებული რისკის მქონე ქმედების განხორციელებასთან;

·        ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ნებაყოფლობით წარდგენის პროცედურები, რომლებიც პირს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი პატივისა და ღირსების შელახვის გარეშე, მისივე ინფორმირებული გადაწყვეტილებით მიიღოს ექსპერტიზაში მონაწილეობა;

·        პირის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში იძულებით მიყვანის პროცედურები, აგრეთვე მის მიერ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარის თანმდევი სამართლებრივი შედეგები;

·        პირის იძულებით წარდგენის მიზნით დაკავების გამოყენების კანონისმიერი საფუძვლები, დაკავების საფუძვლების წარმოშობის და გაქარწყლების ეტაპები, რა დროსაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სამართალდამცავთა თვითნებობის რისკები;

·        იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების სასამართლო წესით გასაჩივრების მოქნილი და ნათელი პროცედურები, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობას მისცემს", _ აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის სრული ვერსია 




 ახალი ამბები
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. „შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls