41 ახსნა-განმარტება კონტროლის პალატას და სასამართლო მოწმეების გარეშე

gurianews.com

სამართალი

41 ახსნა-განმარტება კონტროლის პალატას და სასამართლო მოწმეების გარეშე

2012 ივნ 26 13:44:26
"ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შეისყიდა თეფშები, შემდეგ თავის კომპანიას "გლობალ ტვ-ს" გადასცა და საბოლოო ჯამში, ამით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია "ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველო", _ ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ივანიშვილისთვის დაახლოებით 75 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების ნაწილში.

"მაინტერესებს, საიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა თეფშები? არის საქმეში თუნდაც ერთი ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამოიღო ჯიბიდან და შეიძინა რამდენიმე ათასი სატელიტური თეფში? არის საქმეში საბანკო ამონაწერი ან რამე ქვითარი გადარიცხვაზე ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშიდან, რომელიც ადასტურებს, რომ მან გადაურიცხა რომელიმე კომპანიას ფული ამ თეფშებისთვის?! თუ დამიჯერებთ, ამისთანა მტკიცებულება საქმეში არ არის", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, სანდრო ბარამიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას

_ საერთოდ, როდესმე ჰქონია ივანიშვილს შეხება "გლობალ ტვ"-ისთან?

_ არა, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არის "გლობალ ტვ"-ის მეწილე, 66%-ის მფლობელი.

_ რამდენი ხანია, რაც ადიკო ივანიშვილი ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს ფლობს?

_ მას შემდეგ, რაც "გლობალ ტვ" შეიქმნა. "გლობალ ტვ" გუშინ და დღეს არ შექმნილა, იგი შეიქმნა 2002 წელს. რა შეიძლება დაუკავშირო 2002 წელს შექმნილ კომპანიას? ის, რომ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის" განახორციელებდა უკანონო შემოწირულობას 2012 წელს?! მაშინ, არც ასეთი პოლიტიკური რეალობა იყო და არც ასეთი კანომდებლობა. ეს ყველაფერი არის აბსურდი.

ერთადერთი, რასაც დაეყრდნო სასამართლო, გახლავთ ვიღაცა 41 პირის ახსნა-განმარტება კონტროლის პალატაში. ისინი დაიბარეს კონტროლის პალატაში და არავინ იცის, რა ვითარებაში დააწერინეს ეს ახსნა-განმარტებები. ეს ადამიანები სასამართლოში არც კი გამოიძახეს მოწმის სახით. სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები ამ ხალხის დაკითხვის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. ეს არ იყო პროცესი, სადაც რამე მტკიცებულებები შემოწმდა.

_ "გლობალ-ტვ"-ს ამერიკელი მეწილის დაკავება, რეალურად ამ პროცესებს უკავშირდებოდა?

_ პირდაპირი იურიდიული კავშირი არაფერი აქვს, მაგრამ სხვა მხრივ აქვს. ეს ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, გამართა პრესკონფერენცია იმ პრობლემების თაობაზე, რასაც აწყდებოდა იმ პერიოდში "გლობალ ტვ". მისი წასვლის შემდეგ, ეს პრობლემები უფორ გაღრმავდა. ამ ადამიანმა პრესკონფერენციაზე იწინასწარმეტყველა და ამას დიდი წინასწარმეტყველება არ უნდოდა, რადგან ხელისუფლების ქმედებები აქეთკენ მიდიოდა, რომ ისინი შეუტევდნენ ამ თეფშებს. ამაზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე. ამის გამო, იაფფასიანი შური იძიეს მასზე და ჩაატარეს ეს იაფფასიანი ფარსი, რაც ჩვენ ვნახეთ. ბრალდება ვერაფერი წარუდგინეს, არაფერი იყო იქ კრიმინალური. ბოლომდეც ვერ შეთხზეს, რადგან ამერიკის კონსული იყო ჩართული საქმეში. ცხადია, ეს იყო შურისძიების მცდელობა, რომელიც კრახით დამთავრდა.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?