პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ხელმიუწვდომელია- IDFI

სამართალი

პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ხელმიუწვდომელია- IDFI

2014 დეკ 12 19:27:58

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის - IDFI განცხადებით, სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ კვლავაც ხელმიუწვდომელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გამოცემული მასშტაბური კვლევის თანახმად გამოკითხულ პატიმართა უმრავლესობა (50-85%) აცხადებს, რომ მათ შეემთხვათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რესპოდენტთა 75,4% აცხადებდა, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო 84,2% კი მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ფსიქიკური წამების მსხვერპლნი. ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში დაფიქსირდა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს, არამედ გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებში. სახალხო დამცველის ანგარიშებში ხაზგასმით ხდებოდა მითითება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე. 

2012 წელს გავრცელებულმა ციხის ვიდეო კადრებმა, რეალურად დაადასტურა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების პრაქტიკის არსებობა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოება, განსაკუთრებით კი ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები იმედოვნებდნენ, რომ ერთის მხრივ აღმოიფხვრებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანერგილი წამებისა და სასტიკი არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ხოლო მეორეს მხრივ გასამართლდებოდა ყველა ის პირი რომელიც უშუალოდ თუ სხვისთვის განკარგულების მიცემის გზით ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, რითაც მოხდებოდა მსგავსი პრაქტიკის შემდგომი პრევენცია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის საგანს, სამწუხაროდ ინფორმაცია ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური და სასტიკი მოპყრობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობის, აგრეთვე დეტალები მათი საქმეების შესახებ დღესაც არ არის გამოქვეყნებული და საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული საქმის ირგვლივ არსებული მონაცემები. მაგ. პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული იქნა 17 პირი საიდანაც მხოლოდ 2-ი გასამართლდა წამების მუხლით, ნაწილს - გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. წამების ბრალდებით გასამართლდნენ არა მხოლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები, არამედ პატიმრებიც. მაგ. იხილეთ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე, რომელიც ეხება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეს. IDFI-ი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას გამოძიებული ყოფილიყო სახალხო დამცველის ანგარიშში 2011 წელს აღწერილი პატიმართა გარდაცვალების საეჭვო შემთხვევები (იხილეთ ჩვენი სტატია: სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში). თუმცა, საერთო ჯამში ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და გამოძიების შედეგებით დამდგარი საერთო სურათი. შესაბამისად, კითხვა პრობლემის სისტემურობასთან დაკავშირებით კვლავ პასუხ-გაუცემელია.

სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წერილობით განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურასსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსსსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“, მოთხოვნით მოეწოდებინათ ჩვენთვის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, აგრეთვე წამების მუქარის შემთხვეებზე სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია.მათ შორის უწყებებში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობა, თანამშრომელთა რაოდენობა რომლებიც მიცემულ იქნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, ასევე ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ, ისვე როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოთხოვნილი ინფორმაცია სამწუხაროდ მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით. კერძოდ არა იმ პერიოდისთვის და არა იმ სახით როგორც ამას ინსტიტუტი ითხოვდა.

რაც შეეხება სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურს“, აღნიშნულმა უწყებამ საერთოდ არ მოგვაწოდა ინფორმაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე დახმარების თხოვნით მიმართვების რაოდენობის შესახებ იმ მიზეზით, რომ სამსახური არ აწარმოებდა აღნიშნულ სტატისტიკას.

–  საქართველოს პროკურატურა 

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორცილებული ცემა–წამების, მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების შესახებ შევიდა 2787 საჩივარი/განცხადება.

ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორცილებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ, საიდანაც გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის, ხოლო გამამართლებელი კი ერთი თანამშრომლის მიმართ დადგა. დევნა შეწყდა ერთი პირის მიმართ. ამასთან ინფორმაცია არ მოგვეწოდა იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია დანარჩენ 18 ბრალდებულს, წერილის ტექსტიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შემთხვევაში დადგა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ პატიმართა რაოდენობის შესახებ, აღნიშნულის მიზეზად კი სტატისტიკური მონაცემების არქონა დაასახელა.

–  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროს სისტემაში თანამდებობიდან სულ გათავისუფლდა 116 პირი. მათგან 32 გათავისუფლდა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობის ფაქტზე, რომლებსაც ადგილი ქონდათ 2012 წლის 20 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირთა გათავისუფლება მოხდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი დასკვნის შედგენისა და მისი საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნის შემდეგ.

სამინისტრომ მოგვაწოდა ასევე ინფორმაცია არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, წამებისა და მუქარის შემცველი შინაარსის ფაქტებთან დაკავშირებით რეგისტრირებული განცხადებების/საჩივრების შესახებ. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად სამწუხაროდ ინფორმაცია მოგვეწოდა მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის „პირველ პერიოდამდე“ (ინსტიტუტი ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდისთვის). კერძოდ, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ამ პერიოდის განმავლობაში უწყებაში შევიდა "დაახლოებით" 1000-მდე განცხადება, საიდანაც 200 შემთხვევაში გამოიკვეთა არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და შესაბამისად ეს მასალები გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

–  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ განმცხადებელთა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს ცენტრს და თავს მიიჩნევდნენ წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და წამების მსხვერპლად შეადგენდა 65–ს. ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად თითოეულ განმცხადებელს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევებში ბენეფიციარებს მოუგვარდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გადაეცათ უფასო მედიკამენტები, მათ მიიღეს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება, უფასოდ დაუმზადდათ ID ბარათები, დაუფინანსდათ მცირე ბიზნესი, გაეწიათ უფასო იურიდიული კონსულტაცია, ჩართულნი იყვნენ სოციალური უნარების განვითარების, აგრესიის, კონფლიქტის მართვისა და დასაქმების ხელშეწყობის ტრენინგებსა და პროგრამებში.

დასკვნა

2012 წელს გავრცელებული ციხის ვიდეო კადრების შემდგომ საზოგადოებაში შეიქმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წინააღმდეგ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ წარმოდგენის დამკვიდრებას ხელი შეუწყო მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ არაერთხელ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა და კომენტარებმა. თუმცა, დღეის მდგომარეობით საზოგადოებას კვლავაც არ აქვს ზუსტი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გამოკვეთილ დანაშაულებებსა და გადაცდომების შესახებ, გამოძიების მასშტაბებისა და გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას (პროკურატურისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახით) აკისრია ვალდებულება მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, მათ შორის უწყებებში შესული განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობის, აგრეთვე გატარებული შესაბამისი ზომებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებსაც დაეკისრათ პასუხიმგებლობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.

მიუღებელია როდესაც, საჯარო უწყებები უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ უწყება არ აწარმოებს შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოცემულ განსაკუთრებით სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით აწარმოონ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ამ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესის საგანზე საზოგადოების ინფორმირება, არსებული პრობლემების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზებზე საჯარო დებატის გამართვა", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • მასწავლებელთა გამოცდის შედეგების აპელაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები ცნობილია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შედეგების აპელაცისთვის განაცხადის შეტანის თარიღი ცნობილია. ამისთვის პედაგოგებს შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრი 3 დღეს აძლევს. საგამოცდო ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და naec.ge. საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.გაითვალისწინეთ: ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის  არსებობის შემთხვევაში, სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოთ ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ იგი.ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. წყარო: ... ...
  • მოუხადა თუ არა ბოდიში რუსეთს ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ღამის გამო,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს. „არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. უკაცრავად,რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“_ განაცხადა ბურჯანაძემ. კოსაჩოვმა კი ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა. რუსული სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძეს რუსეთში ბოდიში არავისთვის მოუხდია. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა, მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია,"_ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა - აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. აქციის დაშლისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ... ...
  • 9 კრიტერიუმი _ რა უნდა იცოდეს მასწავლებლებმა მაქსიმალური ქულის მისაღებადგარე დაკვირვების ჩატარების პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 166 პედაგოგი დარეგისტრირდა. მასწავლებლის შეფასება ხდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. რაც შეეხება სპორტის გაკვეთილის შეფასებას მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. აღსანიშნავია ის, რომ გარე დაკვირვებისას ყურადღება მხოლოდ მოსწავლის მიერ საგნის კარგად ცოდნას ან კლასში დისციპლინას არ ექცევა, მასწავლებლის შეფასება ხდება კომპლექსურად, მათ შორის მოსწავლეებთან დამოკიდებულებისა თუ მიმართვის ფორმის, დროის სწორად გადანაწილების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. იმისთვის, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ, გარე დაკვირვების პროცესში გასათვალისწინებელ შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცევა: კლასში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემოს არსებობას; კლასის მართვის პროცესს; სასწავლო რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება; მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობას; მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ინსტრუქციები აქტივობებისთვის; სწავლების სტრატეგიებს; მოტივაციასა და ჩართულობას; სწავლების დროს შეფასების გამოყენებას; რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. გარე საგაკვეთილო შეფასების რუბრიკის დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შესახებ კანონშია გაწერილი. ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, დოკუმენტში გარე დაკვირვების გაკვეთილის რუბრიკის შეფასება ოცდამეორე გვერდზეა მოცემული. წყარო: ... ...
  • დაპირისპირება ვაკიჯვარში ჰესის აშენების მომხრეებსა და მოწინააღმედეგეებს შორისდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ვაკიჯვარში, მდინარე  ნატანებზე ჰესის მშენებლობასთან  დაკავშირებით,  სოფლის მოსახლეობა ინვესტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისშივე გამოიკვეთა წინააღმდეგობა,  რაც დარბაზში მყოფ  ვაკიჯვრელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთ  შეურაცხყოფაშიც  კი გადაიზარდა. ინვესტორის წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობასთან, როგორც თავად  თქვეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ატარებდნენ. მათი განმარტებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, გარდა დასაქამებისა, ადგილობრივებს სთავაზობენ ინვესტირებას სოციალურ პროგრამებში, რაც სოლიდური ფულადი თანხით  იქნება გამოხატული.  გარდა ამისა, თუ  შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი,   250 ოჯახს გადაუხდიან 200 კილოვატ საათის დენის თანხას მანამ, სანამ ჰესი იარსებებს. თუმცა, ეს  ადგილობრივებმა  სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. ზოგმა ისიც თქვა,  ასეც რომ იყოს,  ჰესს მაინც არ ავაშენებინებთო.  _ ვინ მოგიწვიათ,  რატომ მოხვედით? არ გაგაჩანაგებინეთ, „რა არის ეს „სკოპინგი“ და გეზეშე“ ჯერ ეს აუხსენით ხალხს, თქვენთვის საუბრობთ?  _ ისმოდა ინვესტორის წარმომადგენელთა მისამართით. მოსახლეობის მომხრე-მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ბოლოს ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად,  დარბაზი დატოვა. _ვინც წინააღმდეგი ვართ, გავიდეთ, _ ამ მოწოდებაზე  დარბაზი ნახევრად დაიცალა. ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვრცლად ... ...
  • მთავრობის ბრძოლა გარემოს დამცველებთან2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო - ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.  კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს,  “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.   ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.  ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“.   კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.   საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა. ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“. პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 207.  ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა.   წყარო: პუბლიკაცია „Dangerous Work: Reprisals Against Environmental Defenders“ https://crudeaccountability.org/wp-content/uploads/Report_DangerousWork_compressed_for_web.pdf ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს