რატომ უჩივიან "ახალგაზრდა ადვოკატები" თამარ ჩერგოლეიშვილს

სამართალი

რატომ უჩივიან "ახალგაზრდა ადვოკატები" თამარ ჩერგოლეიშვილს

25 ოქტ. 2016, 19:28:45

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო.

25 ოქტომბრის სხდომაზე, სასამართლომ მხარეების შუამდგომლობები მოისმინა. სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის ფოტო-გადაღებასთან დაკავშირებით. ასევე, ინფორმაციის სახით მიიღო თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან 2014 წლის 29 მაისს, გაზეთ "ალიასთან" დავის თაობაზე მიცემული ინტერვიუ, სადაც, როგორც "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებენ, ჩერგოლეიშვილის განცხადებები ორგანიზაციის ცილისწამებას ეხება.

სასამართლომ ინფორმაციის სახით მიიღო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება, საქმეზე: "ახალგაზრდა ადვოკატები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ", სადაც ქარტიამ ჟურნალისტი ჟურნალისტური ეთიკის დამრღვევად სცნო. პალატა საქმისწარმოება შეაჩერა ორგანიზაციის კიდევ ერთი შუამდგომლობის მსჯელობიდან, სადაც "ახალგაზრდა ადვოკატები" მოითხოვს საქმეს დაერთოს ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულ შუამდგომლობას თამარ ჩერგოლეიშვილის ადვოკატი, თორნიკე უსტარაშვილი არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლო შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესზე წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე აქტუალური გახდა მხარეთა შორის მორიგების საკითხი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილთან დავის მორიგებით დასრულების შესახებ თანხმობა გამოხატა და აღნიშნა, რომ თუკი მორიგების აქტში აღინიშნება ის გარემოება, რაც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან სააპელაციო შესაგებელში იქნა გადმოცემული, კერძოდ, სადავო გამონათქვამების საფუძვლად თამარ ჩერგოლეიშვილს არ გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები და გამონათქვამების დადასტურება ან/და უარყოფა შეუძლებელია, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამდა დავა მორიგებით დასრულებულიყო.

აღნიშნულს არ დაეთანხმა თამარ ჩერგოლეიშვილის ადვოკატი, თორნიკე უსტარაშვილი და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას დავის დასრულების სურვილისთვის გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესაძლებლობა, ხოლო მორიგების აქტთან გათანაბრებული იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტს წარმოადგენდა თამარ ჩერგოლეიშვილის შესაგებელი სააპელაციო სარჩელი. სასამართლომ მხარეთა შორის მორიგების მიზნით, სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, თუმცა შესვენების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილის ადვოკატმა, თორნიკე უსტარაშვილმა განაცხადა, რომ მარწმუნებელი თანახმა არ იყო ამ ფორმით მორიგების პირობებზე.

შეგახსენებთ, რომ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები ორგანიზაციის მიმართ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში პოზიციად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიმართ ორგანიზაცის მეტი ტოლერანტობა უნდა გამოეჩინა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" სასამართლოსგან მოითხოვენ, თამარ ჩერგოლეიშვილს დაეკისროს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, კერძოდ:

  1. ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერით, გადაცემა "კურიერში", 2014 წლის 5 თებერვალს, 21:23 წუთიდან გასულ სიჟეტში მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: "რასაკვირველია, ეს არის ცილისწამება, წამოწყებული ქართული ოცნების აქტივისტების, იგივე "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ..." მოპასუხემ, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერითვე, გადაცემა "კურიერში", უარყოს ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

  2. 2014 წლის 30 იანვარს, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილმა უარყოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადება: "დაფრთხდნენ ოცნების აქტივისტები..." მოპასუხემ უარყოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: "პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები"– მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს.

ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს, კვლევის ავტორების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიზანმიმართულ შეცდომაში შეჰყავდა, ადგილი ჰქონდა მცდარი ცნობების გავრცელებას, ხოლო თუკი სახელისუფლებო პარტიასთან ფარული დავალებების რაიმე სახის მტკიცებულება არსებობდა, პოლიტიკოსის მეუღლეს საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გაეხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტოს გამოქვეყნებაც, რომელიც ტრიბუნასთან, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

ორგანიზაციამ მოპასუხის ბრალდებას უპასუხა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულ იყო 2012 წლის 21 აპრილს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელ ყრილობაზე. რა დროსაც "ახალგაზრდა ადვოკატები" დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი დამოუკიდებელ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა. თინათინ ნიბლოშვილს ორგანიზაციაში ოფიციალურად აქვს შეჩერებული სადამფუძნებლო საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე დავას ორგანიზაციის ბიოგრაფიისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა შეუძლებელია არ დაეთანხმოს სააპელაციო საჩივრით წარდგენილ არგუმენტაციას და მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე ხათუნა არევაძეა. კოლეგიაში ასევე არიან ლილი ტყემალაძე და ლევან გვარამია. 

დავა საერთო სასამართლოებში 2014 წლის 7 მაისიდან დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 2015 წლის 10 დეკემბერს "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2016 წლის 26 იანვარს ორგანიზაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავიდანვე საქმის განმხილველი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე გახლდათ, შემდეგ - ლილი ტყემალაძე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ზემოაღნიშნული მოსამართლეები საქმის განხილვას ჩამოშორდნენ და საქმეს ამჟამად მოსამართლე ხათუნა არევაძე განიხილავს.

საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა 29 ნოემბერს, 17:00 საათზე განახლდება.




 ახალი ამბები
  • აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს გაერთიანებისკენამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას ეხმაურება. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა- წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“,_ წერია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი აგვისტოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემადაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 11:30 სთ-ზე გმირებისადმი მიძღვნილ პანაშვიდს გადაიხდიან წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში. პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი მამა თომა. 12:00-სთ-ზე კი რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელთა საფლავებს მიაგებენ პატივს. კერძოდ, კაპიტან მერაბ ახობაძის საფლავს (ფარცხმის ტერიტორიული ორგანო), სერჟანტ ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისას (ერკეთის ტერ. ორგანო), კაპრალ მურთაზ ირემაძისას (ზოტის ტერიტორიული ორგანო). შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, კერძოდ ჩოხატაურიდან კი ... ...
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება _ როგორ და როდის მიიღებენ თანხას17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით ... ...
  • რძის პროდუქტები 3.5%-ით გაძვირდა, ხორცი კი 1.8%-ით გაიაფდა _ FAO-ს ფასების ინდექსიგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივლისში 2.4 პროცენტით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 1 პროცენტით აღემატება. ივლისში მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 7.6 პროცენტით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება. 1.4 პროცენტითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, საწარმოო პროცესის შენელებამ და ტაილანდში, გვალვის გამო შემცირებულმა მოსავალმა. ივლისში 3.5 პროცენტიანი ფასების ზრდა რძესა და რძის ყველა პროდუქტს შეეხო, მათ შორის: კარაქს, ყველსა და რძის ფხვნილს. ივნისთან შედარებით, 1.8 პროცენტითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2 პროცენტით ჩამორჩება. FAO-ს ინფორმაციით, საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, ბრაზილიაში შექმნილმა საწარმოო დეფიციტმა, რის მიზეზადაც ფრინველის საკვებზე გაზრდილი ფასები სახელდება, ფრინველის ხორცზე ფასები გაზარდა. მიუხედავად სიმინდსა და სორგოზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ივლისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ბრინჯს, გამორჩეულად უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი ... ...
  • აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა (R)სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა.  სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა - დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები  ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ არის. „რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ მომხმარებლების მხრიდან დაიმსახურა,“ - აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე. „ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებულ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით - სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს.  „ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი. შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მასპინძლობის ხელოვნებაში სპეციალური ტრენინგები გაირეს. უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი  სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...