ბადრი წილოსანის ადვოკატი: "ავთანდილ საყვარელიძე ბინძურ კამპანიას და ცილისწამებას აგრძელებს"

სამართალი

ბადრი წილოსანის ადვოკატი: "ავთანდილ საყვარელიძე ბინძურ კამპანიას და ცილისწამებას აგრძელებს"

2016 ოქტ 29 19:20:38

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო წილოსანის მამის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 27 ოქტომბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დავა, რომელიც დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო, დღესაც გრძელდება. საქმე 2008 წლის 17 სექტემბერს, "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" წილის 52.63%-ის 3 მილიონ ლარად წილოსანის კომპანიისთვის გადაცემას ეხება, რომელიც "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ყოფილი მეწილეების მტკიცებით, იძულებით დაათმობინეს.

წერილი ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჩვენ მკითხველს გუშინ შევთავაზეთ, რომელშიც "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ საყვარელიძემ, რომელიც წილის იძულებით გადაფორმებაზე საუბრობდა, საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა.

გუშინვე ჩვენ შევხვდით ბადრი წილოსანის ადვოკატს დავით სამხარაშვილს, რომელმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა:

"ავთანდილ საყვარელიძე კვლავ აგრძელებს ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის აჟორიტარობის კანდიდატის, ნინო წილოსანის მამის, ბადრი წილოსანის წინააღმდეგ. ფაქტია, მისი ეს გააქტიურება იმან გამოიწვია, რომ ნინო წილოსანმა ლანჩხუთ-ჩოხატაურის ოლქში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო თვითონ 2%-იც ვერ მოაგროვა. თან ეს იმ დროს, როცა თავადვე განაცხადა, მაჟორიტარად კენჭისყრა იმის შემდეგ გადავწყვიტე, რაც გავიგე ნინო წილოსანი არჩევნებში მონაწილეობას იღებდაო.

ვცდილობდით, არ გვეპასუხა საყვარელიძის ცრუ ბრალდებებისთვის და დავლოდებოდით სასამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ საყვარელიძის თავხედობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა.

შევეცდები ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტებით მოგიყვეთ, რა მოხდა რეალურად და წარმოგიდგინოთ ამ ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ავთანდილ საყვარელიძის კომპანია "თ.ჯ. თრეიდსა" და ს/ს "ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას" შორის ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო. "თ. ჯ. თრეიდის" დაკვეთით, ქარხანა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობების შეკეთების სამუშაოებს ახორციელებდა. 2004 წელს საყვარელიძის კომპანიას ქარხნის ვალი დაუგროვდა, დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი. წილოსანის მიერ საყვარელიძისთვის დავალიანების მოთხოვნას საეჭვოდ ემთხვევა ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლება აპატიმრებს ს/ს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" აქციების ძირითადი პაკეტის მფლობელ ბადრი წილოსანს და ციხეში, ჩუქების ხელშეკრულებით, სახელმწიფოსთვის ათმობინებს აქციების საკონტროლო პაკეტს. რამდენიმე თვეში, ფორმალური პროცეურების მოგვარების შემდეგ, სახელმწიფო, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით, ქარხნის საკონტროლო პაკეტს პირდაპირი მიყიდვის წესით აძლევს ავთანდილ საყვარელიძეს. ძალიან საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ბატონი საყვარელიძე აქციების ღირებულებას მას შემდეგ იხდის, რაც ნაყიდ ქონებას ბანკში აგირავებს.

ავთანდილ საყვარელიძე დაახლოებით სამი წელი მართავდა ქარხანას და ამ პერიოდში 70 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა. მათ შორის სახელფასო დავალიანება აღწევდა დაახლოებით 2 მილიონ ლარს. ეს იმ დროს, როცა ამავე პერიოდში, მაშინდელი ხელძღვანელობის მითითებით, სხვადასხვა მაქინაციური გზით სალაროდან მილიონობით ნაღდი ფული გაჰქონდათ. ასევე ძალიან საეჭვოა ისიც, რომ ქარხანას მოულოდნელად წარმოეშვა თავათ საყვარელიძის კომპანიების დავალიანება, 28 მილიონ ლარზე მეტი.

მოკლედ, საყვარელიძემ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ მისივე მმართველობის პერიოდში დაიწყო ქარხნის გაკოტრების საქმის წარმოება. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, საყვარელიძემ თავადვე გააკოტრების პირას მიიყვანა ქარხანა და იძულებული გახდა მის გაყიდვაზე ეფიქრა. მიუხედავად იმ საეჭვო გარემოებებისა, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, შედგა მოლაპარაკება ბადრი წილოსანსა და ავთანდილ საყვარელიძეს შორის და ბადრი წილოსანმა გაკოტრების პროცესში მყოფი ქარხნის აქციებში 2 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. ამასთან ერთად გაისტუმრა ქარხნის დავალიანებები, რომელიც ავთანდილ საყვარელიძემ დააგროვა.

ამ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, დოკუმენტური დადასტურება ახლავს. არსებობს ციხეში გაფორმებული, ბადრი წილოსანის მიერ სახელმწიფოსთვის აქციების ჩუქების ხელშეკრულება, სააკაშვილის ბრძანება ქარხნის საყვარელიძისთვის პირდაპირი მიყიდვის შესახებ, საყვარელიძის მმართველობისას ქარხნის დავალიანებების დოკუმენტაცია და წართმეული ქარხნის ბადრი წილოსანის მიერ ხელმეორედ ყიდვის დოკუმენტები. ნოტარიუსი, რომელმაც დამოწმა საყვარელიძისგან წილის ნასყიდობის ხელშეკრულება ცალსახად აცხადებს, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პირიქით წილის გადაფორმებისას გამყიდველი მხარე ხშირად თვითონ აყენებდა მოთხოვნებს, რომელიც კმაყოფილდებოდა მეორე მხარის მიერ. ან როგორ შეიძლება ძალადობით იყოს დადებული კონტრაქტი, სადაც წერია, რომ თუ ბადრი წილოსანი ქარხნის აქციების ღირებულებას იმავე დღეს არ გადაიხდიდა, დაეკისრებოდა სოლიდური საჯარიმო სანქციები, ხოლო რამდენიმე დღეში კონტრაქტი საერთოდ გაუქმდებოდა.

ძალადობაზე აბსოლუტურად არავინ საუბრობს საყვარელიძისა და მასთან ნათესაურ და სამსახურებრივ კავშირში მყოფი პირისა. ამ გზით ეს ადამიანი, მცირე ჯგუფთან ერთად ცდილობს სიყალბისა და ცილისწამების გზით ისევ ხელში ჩაიგდოს ქარხანა.

ამ ფაქტების შემდეგ თქვენ და მკითხველმა გააკეთეთ შეფასება, რეალურად ვინ არის დაზარალებული და ვინ გამომძალველი? ვინ იყო წინა ხელისუფლებასთან შეკრული, ბადრი წილოსანი, რომელიც დააპატიმრეს და ქონება დაათმობინეს თუ საყვარელიძე, რომელსაც, სააკაშვილის ხელმოწერით პირდაპირი მიყიდვის წესით ხელში ჩაიგდო ქარხანა?

ამ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", _ უთხრა "გურია ნიუსს" დავით სამხარაშვილმა.

მოსამართლე ლია ავალიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 14 ნოემბერს, გაგრძელდება.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში შოთა ფირცხალაიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად, სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ლანჩხუთში გაიმართა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში, რომელშიც მონაწილეობა ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივმა ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი, აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა ფირცხალაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირის გამარჯვებული გახდა ნარდში - აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვლადიმერ კვიტაშვილი, ხოლო შაშში - ენვერ ორმოცაძემ. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები. აღნიშნული ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, პაატა ურუშაძე და ადგილობრივი ვეტერანები. (R) ... ...
  • დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა_ უკრაინის მოქალაქეებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე  ე.მ., ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ა.ა.-მ და ე.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. 2019 წლის 15 მაისს, ე.მ.-მ, ქ. თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. სამართალდამცველების მიერ საერთო ჯამში  ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი  კუპიურა. სამართალდამცველებმა  ე.მ. და ა.ა. 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ე.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი)), ხოლო ა.ა.-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  (ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.მ. და ა.ა. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და ორივეს სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით და 6 თვით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა. ... ...
  • საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს 17 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“. მეორე ინოვაცია კი რის დანერგვაზეც ბანკი აცხადებს, ეს  სრულიად ახალი პროდუქტი- სმარტფონის  გატერმინალებაა.  გატერმინალება ნიშნავს, რომ  ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის მეშვეობით  მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ  ხურდის მოძიებაზე. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. გადახდის განხორციელება შესაძლებელია  ნებისმიერი ბანკის  (Visa და MasterCard) ბარათით. ასევე, Apple Pay-თ და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით.  ამისთვის საჭიროა საბანკო  ბარათის ან  ტელეფონის  მხოლოდ ერთი შეხება. იმისათვის რომ მეწარმემ, მცირე ბიზნესმა გამოიყენოს ეს ინოვაცია, ამისათვის საჭიროა, Android 5.0 და ზემოთ სისტემის ტელეფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა ექნება.  ბიზნესის წარმომადგენლებს,  ვისაც არ აქვს შესაბამისი მახასიათებლების მქონე ტელეფონი, თუმცა სურს ინოვაციით სარგებლობა, ბანკი  ანდროიდის ტელეფონს მათ  დროებით სარგებლობაში გადასცემს. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ  Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali. გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც რეგიონის მასშტაბით არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც ეს სიახლე დანერგა. „საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს განვაცხადეთ ჩვენი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიის შეთავაზებაზე და ჩვენ ამ დანაპირებს ვასრულებთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ  რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს.  საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ... ...
  • ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას"_ აქცია ჭადრების ბაღშიდღეს ოზურგეთში, ჭადრების ბაღში  მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ტელეკომპანია აჭარის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას," ,,სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს"- ეს იყო ის ძირითადი სლოგანი, რაც დღევანდელ აქციაზე გაჟღერდა. აქციის ორგანიზატორი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, გიორგი გირკელიძეა. როგორც გირკელიძემ განაცხადა, მედიასთან დაპირისპირებით გამარჯვებული არავინ რჩება. ,,დღეს სოლიდარობა გამოვუცხადეთ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს, რადგან ნათელია, რომ არსებობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. არაერთხელ გვინახავს დაპირისპირება მედიასთან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი ქმედებები. მედიასთან დაპირისპირებით გამარჯვებული არავინ რჩება“,­_ განაცხადა ... ...
  • კახა გოგოლაშვილი : ,,ასოცირების დოკუმენტის ჩავარდნა ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც არ გვაწყობს“13 თებერვალს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, ასოცირების ერთობლივ დეოკუმენტზე ვერ შეთანხმების გამო,  რეზოლუცია ჩავარდა. რომლის მხარდასაჭერად ორივე მხარის, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის ხმები იყო საჭირო. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტს "უპრეცენდენტო კრახს" უწოდებს, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას თქმით, ეს არის ევროკავშირიდან, საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ სიგნალი თუ რას ნიშნავს ასოცირების დოკუმენტი, მისი ჩავარდნა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროსზე, ,,გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა ბატონო კახა, რა დოკუმენტი იყო, რომელის მიღება ასოცირების კომიტეტზე ვერ მოხერხდა? ერთობლივი დოკუმენტი ყოველ წელს მიიღება, სადაც საქართველოს და ევროპარლამენტის დელეგაცია ერთმანეთს წელიწადში ერთხელ ხვდებიან. დოკუმენტში მიმოიხილავენ, ხოლმე ძირითად  საკითხებს, რომელიც ეხება შეთანხმების განხორციელებას, იმპლემენტაციას. არის, ასევე ხოლმე რამოდენიმე ნაწილი: პოლიტიკური ნაწილი, თუ როგორ გატარდა  რეფორმები და რა შეფასებებს იძლევიან, ეკონომიკური ნაწილი, სურსათის უვნებლობაბაში გატარებული რეფორმები და სხვა, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. დოკუმენტის ფარგლებში, ასევე განიხილება და აღნიშნავენ   სხვადასხვა სახის თანამშრომლობას  სხვადასხვა მიმართულებით. მაგ: უსაფრთხოების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში, თუ რა მნიშვნელოვანი რეფორმები კეთდება ამ მიმართულებით. წინასწარ განსაზღვრა, დეკლარაციაში თუ რა ეწერებოდა  შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დოკუმენტში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური მოვლენები. წლევანდელი რეზოლუცია გარკვეული პუნქტების გამო ჩავარდა, რადგან  ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ კრიტიკა ყოფილიყო, ეს ეხებოდა საქართველოში დაკავებებს, სასამართლო რეფორმის საკითხებს და პროპორციული არჩევნების დაპირების არ შესრულებას. მათ გარკვეული კრიტიკა ჰქონდათ  მომზადებული, რომელსაც ქართული მხარე არ დაეთანხმა, ესენი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთან თანხმობის გარეშე დეკლარაციას ვერ მიიღებდნენ. დოკუმენტის ჩაგდება აღმოსავლეთის პარტნიორობაზე ნეგატიურად ხომ არ აისახება? არა, ამას გავლენა არ ექნება, მაგრამ   არ არის სასიამოვნო ფაქტი, რადგან საქართველო ითვლება ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ამას კი ექნება ცუდი რეზონანსი, რადგან იტყვიან, რომ ასოცირების დოკუმენტი ვერ მიიღეს, იმიტომ, რომ დოკუმენტში კრიტიკის საფუძვლები იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა,  ასევე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვს თქმით,  ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის... რათქმაუნდა, ეს სიგნალია საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს არის ცუდი სიგნალი, რადგან ჩვენ გეზი გვაქვს აღებული ევროკავშირში ინტეგრაციზე, ესე იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა შესაძლებლობის გამოყენება და წინ სვლა, ესეთი ექსესების შემდეგ  პროგრესი შეიძლება შეჩერდეს. ის რომ, ვთქვათ ევროკავშირთან  ურთიერთობები შეწყდბა ან დამოკიდებულება  შეიცვლება, არა ესე არ იქნება, მაგრამ პრესპექტივა ნაკლებად დარჩება  იმისა, რომ ჩვენ რაღაც ახალი მივიღოთ ევროკავშირიდან. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს. მსგავსი ფაქტი  თუ ყოფილა სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით? ასოცირებული ქვეყნები საქართველოსთან ერთად არის მოლდოვა და უკრაინა და მე არ მახსენდება მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებას, მანდ რა თქმა უნდა მომხდარა, რუსეთთან, რომელთანაც საერთოდ შეაჩერეს შეთახნმება. მორიგი შეხვედრა როდის გაიმართება და თუა შესაძლებელი ხელახლა წარდგენა? წელიწადში ერთხელ არის შეხვედრა, ამ დოკუმენტს ან იღებენ, ან არა. მეტი შეხვედრა წელს არ იქნება. ასოცირების კომიტეტის შეხვედრა ქმნის რამოდენიმე ორგანოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ერთია ასოცირების საბჭო, ეს არის ორგანო სადაც იკრიბება მთავრობები, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხვდება ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრების დონეზე. მეორეა ასოცირების კომიტეტი, აქ კი მაღალი რანგის თანამდებობის პირების შეხვედრაა, რომელიც ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, ევრკოვაშირიდან კი ევროკომისიას და ასევე, არის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი, სადაც პარლამენტის დელეგაციები იკრიბება, ეს არის იმისთვის, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ განიხილონ ასოცირების შეთანხმებაში მიღწეული პროგრესი ან ნაკლოვანებები და მიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ესეთი კრიტიკული დეკლარაციები მიუღიათ და ორივე მხარე დათანხმებულა, უბრალოდ დასანანია, რომ წელს ვერ მოხდა კომპრომისული ვარიანტის მიღება, იმიტომ, რომ როგორც წესი, დელიკატურად მიუთითებენ ხოლმე შენიშვნას. ამას კი,  საბოლოო ჯამში იღებენ, ამ შემთხვევაში  კი საკმაოდ პირდაპირი შენიშვნა იყო მითითებული, რომელიც უმრავლესობამ მიიღო და საბოლოო ჯამში ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...