რის გამო მისცეს აცილება გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმის განმხილველ მოსამართლეებს

gurianews.com

სამართალი

რის გამო მისცეს აცილება გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმის განმხილველ მოსამართლეებს

2016 ნოე 2 19:08:57

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე აცილებული განმხილველი მოსამართლეების დასაბუთებული განჩინება უკვე ცნობილია.

განჩინების მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სასამართლო პალატის მიერ საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვაში ეჭვის შეტანის საფუძვლები, მხარის აღქმაში სასამართლოს ყველა კანონიერი და დასაბუთებული ქმედება მაინც გამოიწვევს ეჭვს.

განჩინება მხარეს მხოლოდ 2 ნოემბერს ჩაბარდა.  

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და შესაბამისად, მოსამართლის უზენაეს ვალდებულებას. მართლმსაჯულების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ასევე, საზოგადოების ნდობა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო.

მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება სწორედ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებასა და სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი.

სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება წარმოადგენს ადამიანის  უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას მოსამართლის აცილების წინაპირობას წარმოადგენს მიუკერძოებლობის არარსებობა, მიუკერძოებლობის არარსებობის საფრთხე ან მხარის ეჭვები მოსამართლის მიკერძოების თაობაზე. ანუ თუ არსებობს ნებისმიერი ლეგიტიმური საფუძველი, ამ საფუძვლის არსებობის საფრთხეები ან მხარის ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, მოსამართლე აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.

მიუკერძოებლობა, როგორც წესი, ნიშნავს საქმისადმი წინასწარ დაინტერესებისა და ტენდენციურობის გამორიცხვას და იგი ფასდება სუბიექტური და ობიექტური ტესტის მიხედვით.

სუბიექტური ტესტით შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის პიროვნულ ქცევასა და მრწამსს, ანუ რამდენად აქვს მოსამართლეს პირადი დაინტერესება და მიკერძოება საქმის მიმართ.

სუბიექტური ტესტისაგან განსხვავებით, ობიექტური ტესტი აწესებს დამატებით გარანტიებს და აცილების წინაპირობებს განმარტავს უფრო ფართოდ.

ობიექტური ტესტით შეფასებისას უნდა გაირკვეს რამდენად ქმნის სასამართლო და მისი შემადგენლობა საკმარის გარანტიას იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიკერძოებასთან მიმართებით. ობიექტურ ტესტთან დაკავშირებით აუცილებელია გაირკვეს, მოსამართლის ქცევის მიუხედავად რამდენად აქვს ადგილი ფაქტებს, რომლებმაც შესაძლებელია წარმოშვას ეჭვები მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით.

იმის შეფასებისას არსებობს თუ არა მოსამართლის მიუკერძოებლობის შიშისათვის ლეგიტიმური საფუძველი, მნიშვნელოვანია იმ პირის შეხედულება, რომელსაც საკითხი ეხება, თუმცა ეს ყოველთვის არაა გადამწყვეტი.

სტრასბურგის ადამიანის  უფლებათა სასამართლოს მიერ მოსამართლის მიუკერძოებლობა განმარტებულია, როგორც ,,მოსამართლის მიერ წინასწარ შექმნილი აზრის არ ქონა“, კონკრეტული საქმის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს მოსამართლის მხრიდან საკმაო გარანტიები, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი კანონიერი ეჭვი ამ კუთხით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მიუკერძოებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა თვით მოვლენათა გარეგნულად გამოჩენის- საზოგადოების მიერ მისი აღქმის ფორმასაც. მოსამართლე საქმის განხილვისას არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ, გონიერი დამკვირვებლის თვალშიც უნდა აღიქმებოდეს ასეთად. შესაბამისად ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის განმარტება წარმოადგენს მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის გარანტიას, ნებისმიერი წინაღობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ რწმენას უნდა იქნეს გამორიცხული და ნებისმიერი მოსამართლე, რომელთან მიმართებითაც ვერ იქნება მიუკერძოებლობის აღქმა უზრუნველყოფილი, აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სასამართლო პალატის მიერ საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვაში ეჭვის შეტანის საფუძვლები, მხარის აღქმაში სასამართლოს ყველა კანონიერი და დასაბუთებული ქმედება მაინც გამოიწვევს ეჭვს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება სასამართლოს მოცემული პალატის მიერ მხარის გადასახედიდან ვერ იქნება აღქმული, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შედეგი. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ რ. ბლადაძის  შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნას“ , _ ნათქვამია განჩინებაში.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეზე დანიშნული განმხილველი მოსამართლეები: მანანა ჩოხელი და ნინო ქადაგიძე საქმის განხილვას ჩამოშორდნენ. მხარეს არ ჰქონია საქმის განმხილველი მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის აცილების მოთხოვნა. კანონის თანახმად, საქმეზე ახალი განმხილველი მოსამართლეები სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძემ თავიდან უნდა დანიშნოს.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების საქმის განმხილველი მოსამართლეები პროცესს ჩამოშორდნენ

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

სასამართლო გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს გახდისცნობილს

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაგაიმართა

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს - „ახალგაზრდაადვოკატები“

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომაგაიმართება

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხისგანხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიებამიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებასეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობისაღდგენის პროცესთან"


ნახვა: 42


 ახალი ამბები
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...
  • რას ჰპირდება ახალი გუბერნატორი გურულებსდღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გურიის მხარის რწუმებულად ზურაბ ნასარაია წარადგინა. ბახტაძის თქმით ნასარაიას საზოგადოებასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და შეძლებს წარმატებით გაართვას თავი იმ პროექტებიუს შესრულებას, რაც გურიის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი იქნება. თავად ნასარაია კი გურულებს ჰპირდება, რომ ისინი იგრძნობენ უკეთეს ცხოვრებას. "გურია ჩემი მშობლიური მხარეა და ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ. გურიას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი შრომითი რესურსების პროფესიულ გადამზადებას და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. გვპირდებით, რომ გურია იგრძნობს უკეთეს ცხოვრებას", - განაცხადა ზურაბ ... ...
  • სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 სთ-მდე, სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთისსაავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. ამ მონაკვეთზე „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოიყოფა სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება. „საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები, უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...