"გამგეობა და გამგებელი რაღაცას "ცუღლუტობენ"

სამართალი

"გამგეობა და გამგებელი რაღაცას "ცუღლუტობენ"

2011 იან 18 23:32:54
ამბავი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ნაცნობი სიტუაციის უცნობ ფაქტებს ეხება. მოქმედება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხდება. მონაწილეობენ: ყოფილი გამგებლები (ბუნებრივია, რომ მოქმედიც არ იქნება ამ შემთხვევაში უმოქმედო) და გამგეობის (შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის) თანამშრომლები. ამოცანა მარტივია: შესადგენია დოკუმენტები, იურისტების შეფასებით _ გასაყალბებლები, მთავარი მოქმედი პირების თქმით, კი "არაფერი განსაკუთრებული არ არის გასაკეთებელი".
ასე არ ფიქრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თემურ სალუქვაძე, რომელმაც გამგეობის მიერ გათამაშებულ ამ სცენარში პროკურატურა ჩართო, პროკურატურამ კი ოზურგეთის რაიონული პოლიცია. საქმე ეხება ოზურგეთის რაიონული გამგეობის მიერ გამოცემულ #181 დადგენილებას (23 მაისი 2005 წელი), რომელიც სალუქვაძეს ორ ცალად აქვს _ ერთი სასამართლოდან არის ამოღებული, მეორე კი გამგეობიდან. ორივე დადგენილება ერთნაირია, "მცირეოდენი" შესწორებით. დადგენილება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე 2005 წლის 20 მაისის აუქციონის შედეგების დამტკიცებას ეხება. სასამართლოდან ამოღებული დადგენილებით (აუქციონის შედეგები შპს "ჭალასაყდარმა" გაასაჩივრა, დადგენილება, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლოში სარჩელს დაურთო და შესაბამისად, ეს დადგენილება ოფიციალურად ითვლება. ამის შესახებ ჟურნალისტურ მოკვლევას ჩვენ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ) ირკვევა, რომ აუქციონში 17-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო გამგეობიდან წამოღებული ოფიციალური დოკუმენტით აუქციონში მონაწილე 18 პირი ფიქსირდება. მეთვრამეტე ვინმე ლალი თავართქილაძეა, რომელსაც მიწა დაბა ურეკში აქვს შეძენილი. ორივე დადგენილებას ხელს ოზურგეთის იმდროინდელი გამგებელი და დღევანდელი გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი აწერს.
გუბერნატორი ახლა ამბობს, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და პირდაპირ არა, თუმცა ირიბად ხელს იმდროინდელ კომისიის თავმჯდომარისკენ, ვანო ტაბატაძისკენ იშვერს. ტაბატაძე პრესასთან კავშირზე არ გამოდის, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. წყაროს თქმით, არ არის გამორიცხული ბახმაროს მიწების მსგავსად, აქაც განტევების ვაცი "ლიფსიტა" აღმოჩნდეს, ოღონდ იმ სხვაობით, რომ აქაურ "ლიფსიტას" დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი, ჩოხატაურელს კი ბახმაროს მიწებთან მართლაც არაფერი ჰქონდა საერთო. არც ის არის გამორიცხული ეს საქმე საერთოდ მიფუჩეჩდეს, მით უმეტეს, რომ პროკურატურამ მის გამოძიებაზე უარი თქვა და ბურთიც და მოედანიც ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს გადაულოცა.
ჩიტაიშვილის არა, თუმცა მისი კადრის, ავთო მექვაბიშვილის გამგებლობის პერიოდში გაკეთებული მორიგი სადაო დოკუმენტაცია ურეკის მიწებს ეხება. 2009 წლის 18 დეკემბერს, მექვაბიშვილმა საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა მოქალაქე ციცინო ფუტკარაძის მიერ მინდობილობით წარმოდგენილ პირს დავით თოდრიას და 20 -წლიანი იჯარით გადასცა 320 კვმ მიწის ნაკვეთი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელშეკრულება მინდობილობით აღჭურვილ პირთან 18 დეკემბერს არის გაფორმებული, მინდობილობა კი ფუტკარაძესა და თოდრიას შორის, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ _ 25 დეკემბერს. 
_ 2005 წელს, როცა დადგენილება გამოიცა, მე აქ არ ვმუშაობდი. როგორც ვხვდები, საქმე ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს. სავარაუდოდ ამობეჭდვის დროს არის შეცდომა დაშვებული. ერთი ასლი დაიბეჭდა შეცდომით, მეორე გასწორდა და ორივე ვარიანტი ამობეჭდეს. როგორც ჩანს, ის გაატარეს და გაატანეს დაინტერესებულ პირს, რომელშიც შეცდომა იყო. მე როცა მუშაობა დავიწყე, ეს პროცესი დაწყებული არ იყო. არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, აქ რაღაც აკლიაო. შემთხვევით აღმოაჩინეს, რამდენადაც ვიცი, _ გვითხრა ოზურგეთის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა თეა ლომჯარიამ, რომელსაც ვალერი ჩიტაიშვილის კადრად მიიჩნევენ.
_ თქვენი მუშაობის დროს დაშვებულია საკმაოდ სერიოზული შეცდომა _ ფუტკარაძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვგულისხმობთ. საეჭვოა, რომ თქვენს მიერ დაშვებული "ტექნიკური შეცდომები" მაინცდამაინც მიწებს ეხება და ისიც დაბა ურეკში... 
_ ეს საკითხი არავის გაუხდია სადაო. შეცდომა ნებისმიერ აქტში შეიძლება გაიპაროს(?!). თუმცა, მას ცუდი შედეგები არ მოყვება. 181-ე  დადგენილებაზე, ერთი შეხედვით, არა იურისტის თვალით, შესაძლებელია ვიფიქროთ რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ პირველი _ მე არც ვარ კომპეტენტური ამ საკითხზე ვისაუბრო, და მეორე _  ამაზე წინასწარი მოკვლევა დაწყებულია და სიმართლეს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.
_ იურისტის თვალით საეჭვო არ არის ეს შეცდომები? როგორც ვიცით, ასეთი "ტექნიკური შეცდომებით" სავსე დოკუმენტები საკმაოდ ბევრია...
_ არა, მართლა არ არის საეჭვო. პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც გვქონია, რომ დანიშვნის ბრძანებაშიც გაგვპარვია შეცდომა. კომპიუტერში უამრავი დოკუმენტი და ბრძანებაა. მათ ნიმუშზე კეთდება სხვები. აქ ხალხმრავლობაა და დაცული არ ხარ. შესაძლებელია, ვიღაც შემოვიდა შეკითხვით, ხან ჩვენ გაგვეპარა, მაგრამ ეს მის შინაარსს არაფერს უცვლის. მე 18-ს დავწერ თუ 28-ს, არ ცვლის შინაარსს.
_ თქვენი "ტექნიკური შეცდომები" ქმნის ეჭვს, რომ შესაძლოა, აქ კორუფციას ჰქონდეს ადგილი...
_  ეს მხოლოდ თქვენი ეჭვია და აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას, _ აღნიშნა ლომჯარიამ.
ეჭვები კი მართლაც ბევრია და ლოგიკური. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ყველა "ტექნიკური შეცდომის" მქონე დოკუმენტაცია ზღვისპირა ზოლის მიწებს ეხება. როგორც წყარომ გვითხრა, მსგავსი დოკუმენტაციებით არის გაცემული გრიგოლეთის მიწები, რომლის შესწავლაც ოზურგეთის პროკურატურამ უკვე დაიწყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დამნაშავეების იპოვა _ მყიდველები. ამ ადამიანებს არ იჭერენ, არც ჯარიმებს აწერენ _ მხოლოდ მიწებს ართმევენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (უთოფოდ დაწყებული ყაჩაღობის თემაზე  ჟურნალისტურ გამოძიებას ჩვენ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ).
_ საერთოდ, გამგეობის დოკუმენტების სიზუსტეზე, გამართულობას და სრულყოფილებაზე პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, გამგებელს ეკისრება, რადგან ყველა ამ დოკუმენტს (ბრძანება იქნება იგი თუ ხელშეკრულება) თავად აწერს ხელს და მისი სახელით ფორმდება. შესაძლოა, მას ამ დოკუმენტების ტექსტის შედგენაში რომელიმე თანამშრომელი ეხმარებოდეს, მაგრამ ვიმეორებ, უშუალოდ დოკუმენტის ტექსტის, ასევე დოკუმენტის სავალდებულო რეკვიზიტების სისწორეზე, სრულყოფილებასა და გამართულობაზე პასუხისმგებელი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელია. სხვათა შორის, საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებასაც, რომ იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც დახმარებას უწევს გამგებელს ამ დოკუმენტების მომზადებაში, დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად. როგორც წესი, კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის (კონკრეტულ შემთხვევაში _ გამგებლის) პასუხისმგებლობას. რაც შეეხება იმას, რომ გამგეობა ხშირად მის დოკუმენტებში დაფიქსირებულ სხვადასხვა უზუსტობებს "ტექნიკური ხასიათის შეცდომად" მიიჩნევს, ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: რა თქმა უნდა, დოკუმენტის შედგენისას შეცდომის დაშვებისგან არავინაა დაცული, მაგრამ როდესაც ეს შეცდომები სისტემატურ ხასიათში გადადის, როდესაც გამგეობის ერთი და იმავე, ერთნაირი რეკვიზიტების მქონე ოფიციალური დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ორი სხვადასხვა ასლის შინაარსს შორის არსებითი განსხვავებაა, თანაც, როდესაც ეს გადაწყვეტილება გამგეობის მხრიდან მეტად მნიშვნელოვანი უძრავი ქონების განკარგვას უკავშირდება, ბუნებრივია, ამ დროს დაშვებული უზუსტობების არგუმენტირებისას "ტექნიკური ხასიათის შეცდომაზე" აპელირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. მეტიც _ უკანონოა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, გამგებელი, როგორც გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, ვალდებულია უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. არადა, გამგეობის ოფიციალურ დოკუმენტებში არაერთგზის დაფიქსირებული მსგავსი ტიპის (გამგეობის არგუმენტით) "ტექნიკური ხასიათის უზუსტობების" სიხშირე, ძალაუნებურად ბადებს (დიდი ალბათობით, არცთუ უსაფუძვლო) ეჭვს, რომ გამგეობა და გამგებელი რაღაცას "ცუღლუტობენ" და თუკი საქმეში კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებიც "ჩაიჭვრეტენ", მთლად მხოლოდ "ჩიტი ბრდღვნად ღირს" ვარიანტიც არ უნდა შერჩეთ ხელში, _ თქვა ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტმა ირაკლი პაპავამ.




 ახალი ამბები
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...
  • „ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს. "სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი). საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება,ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა",- აცხადებს ნადირაშვილი. ირმა ნადირაშვილი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ გონივრულ ვადებში ჩაატარონ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინონ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. დიმიტრი გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.  რეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა.  საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.  სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი- იპოინვესტიცია წარადგინა (R)საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი. იპოინვესტიციის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...