ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამართალი

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

2016 ნოე 15 21:20:28

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ სასამართლომ მათი მტკიცებულებები გაითვალისწინა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. 
გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 11:50 საათზე, ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. „ბეისბოლის ჯოხით“ სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება.

საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა 2016 წლის 15 ნოემბერს დასრულდა. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა 110 პირი, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულებები. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული ჩანაწერები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად) და მე-7 ნაწილის „ბ“ (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...