რამდენ საქმეზე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარე წელს

სამართალი

რამდენ საქმეზე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარე წელს

28 ნოე. 2016, 19:34:57

2016 წლის 9 თვეში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 12 348 პირის მიმართ (სრულწლოვნები და არასრულწლოვნები) დაიწყო, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 694 საქმით ნაკლებია, _ აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან დღეს საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

ანგარიშის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ქურდობის (177 მუხლი), ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების (273-ე მუხლი); ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნის (260-ე მუხლი), ცემისა (125-ე მუხლი) და ოჯახში ძალადობის (1261 მუხლი) დანაშაულებზე.

„2016 წლის მსგავსად, 2014-2015 წლებშიც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე, 273-და 260-მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. კერძოდ, 2014 წელს ბრალდებულთა 51.4%-და 2015 წელს ბრალდებულთა 38.5%-ს, სწორედ ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდათ ბრალი. ვინაიდან ნარკოტიკული დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშულს, 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, 28.11.2016 4 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განხორციელდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევა. საქართველოს 10 რეგიონში გამოკითხული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-მუხლით მსჯავრდებული 1163 პირი. აღნიშნული კვლევის ანგარიში შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ და რეკომენდაციებს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე. კვლევის შედეგებს საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას. გარდა ამისა, იგეგმება კვლევის ანგარიშის გასაჯაროება. ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგები დაეხმარება შესაბამის საჯარო სამსახურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლას“, _ აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიას. მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე. ისაუბრა უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე და ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ირაკლი შოთაძემ ასევე საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რელიგიური, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები.

მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.

მთავარმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გადადგა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. ასევე ისაუბრა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ იქნა არჩეული. მთავარი პროკურორი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში საპროკურორო საბჭოს წინაშე, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.




 ახალი ამბები
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნაუხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,  დატბორილია  ცენტრალური ქუჩები  და  ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.  ,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა  წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც  შემოვიდა წყალი.  სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი  წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ.  სამი დღის წინ  უხვი ნალექი რომ მოვიდა  ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად  სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ,  ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ... ...
  • 6 თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების უმეტესობა აჭარასა და გურიაში ფიქსირდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ... ...
  • ბათუმის ბულვარში 2 მამაკაცი დაჭრესბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. მედიკოსების თქმით, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • "თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი"- ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვახარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ნიკოლოზ თოფურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა: „ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით. დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ ... ...
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...