აღკვეთის ღონისძიება და გირაო მთავარი პროკურორის ანგარიშში

სამართალი

აღკვეთის ღონისძიება და გირაო მთავარი პროკურორის ანგარიშში

2016 ნოე 28 20:00:37

2016 წლის 9 თვეში აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 8086 პირს, რომელთაგან 28%-ის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, 61%-ის მიმართ გირაო (მათ შორის საპატიმრო გირაო), ხოლო 11%- ის მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება. 2016 წლის 9 თვეში, 2015 წელთან შედარებით, პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია 2%-ით, _აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან დღეს საპროკურორი საბჭოს წარუდგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების პარალელურად, ბოლო წლებში, შემცირებულია საპატიმრო გირაოს გამოყენების მაჩვენებელიც.

როგორც მთავარი პროკურორის ანგარიშშია აღნიშნული, 2009-2011 წლებში საპატიმრო გირაოს დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია აღნიშნულ წლებში პატიმრობის მაღალი მაჩვენებლით. 2013-2016 წლებში პატიმრობის შემცირების პარალელურად საპატიმრო გირაოს მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გააქტიურებაზე. 28.11.2016 7 აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემცირებულია არა მხოლოდ სასამართლოს მიერ პატიმრობისა და საპატიმრო გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, არამედ შემცირებულია პროკურორთა მიერ პატიმრობისა და საპატიმრო გირაოს შეფარდების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობაც.

„პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის შემცირების პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ მკაცრია პროკურატურის მიდგომა ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა მძიმე შედეგი, დანაშაულთა ერთობლიობის დროს და ყველა იმ შემთხვევაში, როცა პირის თავისუფლებაში ყოფნა საფრთხეს უქმნის გამოძიების ინტერესებს, პროცესის მონაწილეთა და საზოგადოების უსაფრთხოებას. ყველა ძალადობრივ დანაშაულზე პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილია პატიმრობის გამოყენება, რომლის დაკმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. პროკურორების მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების დიდი ნაწილი (40%) სრულად კმაყოფილდება (თითქმის ანალოგიური ვითარება იყო წინა წელსაც)“, _ ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მხოლოდ პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელს, ანგარიშის თანახმად, პატიმრობის მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე, ზოგადად, აღკვეთის ღონისძიების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი 63%-ია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროკურორები პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ უკიდურეს შემთხვევებში.

საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პროკურორთა შუამდგომლობების დასაბუთების ხარისხის გასაუმჯობესებლად (შეიმუშავა აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთების სახელმძღვანელო, გადაამზადა ყველა პროკურორი პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებში). ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს პროკურორთა გადამზადება სამართლებრივ წერაში, რომლის ფარგლებში სწავლების დროის ნაწილი დათმობილი აქვს აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის დასაბუთების საკითხებს“, _ აღნიშნულია მთავარი პროკურორის ერთი წლის ანგარიშში.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, ირაკლი შოთაძემ დღეს საპროკურორო საბჭოსთან ისაუბრა საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიაზე.

მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე. ისაუბრა უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე და ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ირაკლი შოთაძემ ასევე საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რელიგიური, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები.

მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.

მთავარმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გადადგა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. ასევე ისაუბრა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ იქნა არჩეული. მთავარი პროკურორი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში საპროკურორო საბჭოს წინაშე, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამავე თემაზე:

რამდენ საქმეზე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარე წელს




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...