შეჯიბრებითობა 2012 _ სუსტი ადვოკატები თუ პრივილეგირებული პროკურორები?

სამართალი

შეჯიბრებითობა 2012 _ სუსტი ადვოკატები თუ პრივილეგირებული პროკურორები?

6 ივლ. 2012, 11:11:47

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი "გურია ნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მხარეთა წარმატების გასაღები მხარეებშია და ძალიან ხშირად, სასწორის პინა სწორედ დაცვის მხარესაა გადახრილი.

_ ბატონო ზაზა, 2012 წელი შეჯიბრობითობის წლად გამოაცხადეთ, რამე განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა ამას? შეჯიბრობითობის პრინციპი ხომ ახალი არ არის?

_ სწორად აღნიშნეთ, შეჯიბრობითობის პრინციპი სამოქალაქო პროცესში ჯერ კიდევ 2000 წლიდან მოქმედებდა. ადმინისტრაციულში მეტ-ნაკლებად. რაც შეეხება სისხლის ძველ პროცესს, რომელიც 2000 წლის ბოლომდე 1 ოქტომბრამდე მოქმედებდა ვითომდა იყო აღიარებული შეჯიბრობითობის პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ იქ იყო სასამართლოს ვალდებულება, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ნებისმიერი აქტივობა განეხორცილელებინა, რაც ნიშნავდა თავის ინიციატივით მოწმის გამოძახებას, ექსპერტიზის დანიშვნას, იგივე მოწმის დაკითხვაში მონაწილეობის მიღებას. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ის, რომ ამ პროცესმა ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა შეჯიბრობითობის პრინციპს. Uუკვე გამოირიცხა ის, რომ სასამართლო შეითავსებს რომელიმე მხარის ფუნქციას. გამოირიცხა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მოვალეობები იკისროს, რადგან ეს პროცესი უკვე გადავიდა შეჯიბრებითობაზე.

რაც ამ პროექტის ამოქმედება და პრაქტიკაში გატარება დავიწყეთ, დავინახეთ, რომ გარკვეულწილად არის კითხვის ნიშნები. არის აუცილებლობა იმისა, რომ მხარეები უფრო კომპეტენტურები იყვნენ. განსაკუთრებით ეს დაცვის მხარეს ეხება. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, სწორი მესიჯი გავუგზავნოთ საზოგადოებას. თითოეული ინდივიდი, მოქალაქე, რომელსაც აქვს ან არ აქვს საკმარისი იურიდიული განათლება, არ უნდა გახდეს ფუჭი დაპირებების მსხვერპლი. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შეჯიბრობითობის პროცესიდან გამომდინარე, მის საქმეს არავინ გააკეთებს, მან და მისმა ადვოკატმა უნდა მიხედონ საკუთარ თავს.

_ დაცვის მხარის არაკომპეტენტურობა ახსენეთ, მაგრამ ადვოკატებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტი, _ პრიოკურატურას იმდენად მაღალი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია შეჯიბრობითობის პრინციპი დაცული იყოს.

_ მე შემიძლია გითხრათ, რომ სამართლებრივად თანასწორობა უზრუნველყოფილია. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში შეგნებულად საწორის პინა გადახრილია დაცვის მხარის სასარგებლოდ.

ახალი პროცესით, დაცვის მხარეს მიენიჭა გარკვეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება, გარდა ჩხრეკისა და ამოღებისა. ნამდვილად არ არის ისე, რომ მეორე მხარეს მეტი უფლებები აქვს.

მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩემი კოლეგებისგან ვიცი და საკუთარი გამოცდილებიდან, სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დაცვის მხარე თავიანთი საგამოძიებო უფლებებით არ სარგებლობს. ავიღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მე საქმეში არ მინახავს დაცვის მხარეს ეს უფლებები განეხორციელებინა. ამავდროულად, სასამართლოში აბსოლუტური თანასწორობაა იმისა, რომ მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინონ, გამოიკვლიონ. მეორე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში მიიღონ მონაწილეობა. ამ მიმართულებით არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს.

ვფიქრობ, პროცედურულად და სამართლებრივად სრულიად შესაძლებელია, რომ ორივე მხარემ უზრუნველყოს თავიანთი უფლებების განხორციელება. მაგრამ ერთი მხარე თავის სისუსტეს, მეორე მხარეს სიძლიერეს არ უნდა აბრალებდეს.

_ მართალია მოსამართლეს არ აქვს ჩარევის უფლება, მაგრამ მას აქვს შუამდგომლობების დაკმაყოფილების უფლება. სწორედ ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილების დროს ხდება მოსამართლის პოზიცია ლოიალური ბრალდების მხარის მიმართ. ასეთია დაცვის მხარის პოზიცია.

_ სასამართლომ შუამდგომლობა ან უნდა განიხილოს, ან დააკმაყოფილოს, ან არ დააკამყოფილოს. არანაირად არ ვუჭერ მხარს იმ პოზიციას, რომ მე ექვსი შუამგომლობა განვაცხადე და იქედან მხოლოდ ორი დამიკმაყოფილეს. რაოდენობა ნადვილად არ ნიშნავს ხარისხს. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, ჭირდება მოტივაცია, რათა იგი განხილული და დაკმაყოფილებულ იქნას. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაცვის მხარე სასამრთლოს მიმართავს შუამდგომლობით და ისეთი მოქმედებების ჩატარებას ითხოვს, რომლის უფლებაც არ აქვს. მხარეს რისი უფლებაც არ აქვს, სასამართლო იმ შუამდგომლობას კანონის მიხედვით ვერ დააკმაყოფილებს. იმას, რომ სასამართლო მიზანმიმართულად მხოლოდ ერთი მხარის შუამდგომლობას აკმაყოფილებს, ვერ გავიზიარებ.

_ საპროცესო გარიგებების ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი, ხელს არ უშლის შეჯიბრობითობის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას?

_ ვფიქრობ, არ უშლის. შემიძლია გითხრათ მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც შეჯიბრობითობის მთლიანი პროცესი ხორციელდება ძალიან მიზერული მაჩვენებლით. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში 3-5%Yყველაზე მაქსიმალური რიცხვია.

ყველა დანარჩენი საქმე, 95-97% ხანდახან უფრო მეტიც, იხილება საპროცესო შეთანხმებით. ეს მხარეების არჩევანია და მათ არავინ აიძულებს.

არ უნდა იყოს არანაირი ნების საწინააღმდეგო მოქმედება, თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი გადაწყვეტილებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი არის ხარისხი და არა რაოდენობა.

სამოქალაქო საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს შეჯიბრობითობის პროცესი. კარგად უნდა იყოს მომზადებული და ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება.




 ახალი ამბები
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?